სექსუალობის ხარისხი თითებზეა დამოკიდებული
ნატურის სექსუალობისა და სოციუმში მისი ქცევის შესახებ, შეიძლება, მიგანიშნოს არა მარტო მისმა ვაჟკაცურმა ნიკაპმა და ბოხმა ხმამ. სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ ხელის თითების სიგრძე და მათი პროპორციულობა არანაკლებ მეტყველებს პატრონის თვისებებზე. ადამიანებისა და მაიმუნების თითების კვლევამ საოცარ შედეგებამდე მიგვიყვანა. ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ემა ნელსონის ხელმძღვანელობით, შეისწავლა საჩვენებელი და არათითის შეფარდება სხვადასხვა სახეობის მაიმუნებში და ეს შედეგები შეუპირისპირა მათ სექსუალურ და სოციალურ აქტივობას.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელის თითების სიგრძის შეფარდება დაკავშირებულია დედის ჰორმონალურ ფონთან ემბრიონის განვითარების პერიოდში. თუ დედის ორგანიზმში ამ დროს ტესტოსტერონის მომატებული დონეა, ნაყოფს შემდგომში გამოაჩნდება არა მარტო სუფთა მამაკაცური ნიშნები, არამედ საკმაოდ დიდი იქნება განსხვავება არათითისა და საჩვენებელი თითის სიგრძეებს შორის; ხოლო ესტროგენების გაზრდილი დონე კი საწინააღმდეგო ნიშნებს იწვევს. რადგან ტესტოსტერონი და ესტროგენი მთავარ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმში. თითების სიგრძის მიხედვით ადამიანთა სექსუალურ და სოციალურ აქტივობაშიც შეიძლება გაკეთდეს ორიენტაცია.
კვლევების შედეგების მიხედვით, რომლებიც ხემნიცის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა, რაც უფრო გრძელია მამაკაცის არათითი, მით უფრო მეტი სექსუალური კონტაქტის დამყარება შეუძლია. რაც შეეხება ქალებს, რომლებსაც დაახლოებით, ერთნაირი სიგრძის საჩვენებელი და არათითი აქვთ, შეუძლიათ, გათხოვდნენ და ბევრი შვილი იყოლიონ. ხოლო ის ქალები, რომლებსაც არათითი უფრო გრძელი აქვთ საჩვენებელზე, ჰომოსექსუალური კავშირებისკენ იხრებიან.