კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატიოსნების თვალსაჩინო მაგალითი შვილებისთვის – ნაპოვნი 10 ათასი დოლარის პატრონისთვის დაბრუნება

 

ამერიკის შტატ კოლორადოს მცხოვრებმა მიტჩ გილბერტმა ლას-ვეგასის აეროპორტში 10 ათასი დოლარი იპოვა. დეკემბერში  მან ორ კონვერტში ჩაწყობილი კუპიურები საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ახლოს იპოვა, როდესაც ის მეუღლესთან ერთად თვითმფრინავში ჩასაჯდომად მიემართებოდა. ისინი შინ, კოლორადოს შტატში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ცოლ-ქმარმა ნახევარი საათი იმ იმედით მოიცადა, რომ ფულის პატრონი გამოჩნდებოდა. ბოლოს კი, იძულებული გახდნენ, საჩქაროდ გაქცეულიყვნენ თვითმფრინავში ჩასაჯდომად.

კუპიურები გილბერტებმა მხოლოდ შინ მისვლის შემდეგ გადათვალეს – თითოეულ კონვერტში ხუთ-ხუთი ათასი დოლარი, სულ ათი ათასი დოლარი აღმოჩნდა. მიტჩი უკვე სახლიდან დაუკავშირდა ლას-ვეგასის აეროპორტის ადმინისტრაციას და თხოვნით მიმართა, მისთვის იმ ადამიანის კოორდინატები ეცნობებინათ, რომელიც დანაკარგის შესახებ განაცხადებდა. ორი კვირის განმავლობაში გილბერტი ყოველდღე უკავშირდებოდა აეროპორტის წარმომადგენლებს და აზუსტებდა, მოიკითხა თუ არა ვინმემ ფული. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის თანამშრომლებს აკრძალული აქვთ მგზავრების საკონტაქტო მონაცემების გადაცემა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაინც შეატყობინა მას იმ ადამიანის სახელი, რომელმაც ფულიანი ორი კონვერტის დაკარგვის შესახებ განაცხადა. იგი აღმოჩნდა, ვინმე იგნასიო მარკესი. როგორც გაირკვა, მან ეს ფული კაზინოში მოიგო, მაგრამ სიჩქარეში აეროპორტში დარჩა, რადგან რეისზე აგვიანდებოდა. მიიღო თუ არა მისი მონაცემები, მისტერ გილბერტმა მთელი თანხა მაშინვე მის ანგარიშზე გადარიცხა. 

ბედნიერი მარკესის სურვილი იყო გილბერტს ჯილდოს სახით ათასი დოლარი აეღო. თვით გმირმა კი განაცხადა, რომ მას ამ საქციელით უნდოდა თავისი შვილებისთვის ეჩვენებინა მაგალითი: როგორ უნდა მოიქცეს პატიოსანი ადამიანი მსგავს შემთხვევაში.

 

скачать dle 11.3