რა მოხდა ამ დღეს
9 იანვარი
1793 – ფრანგმა ჟან-პიერ ბლანშარმა პირველმა გადაუფრინა ამერიკის კონტინენტს საჰაერო ბურთით.
1799 – ინგლისში, მსოფლიოში პირველად, შემოიღეს მოგების გადასახადი.
1816 – ქვანახშირის მაღაროებში პირველად გამოიყენეს უსაფრთხო ნავთის ლამპები.
1951 – ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს შტაბ-ბინის შენობა.
10 იანვარი
1863 – ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენის ხაზი.
1966 – გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი: „ლენინის მოედანი – დიდუბე“.
1993 – იტალიაში სპეციალური კანონით აიკრძალა სექსი ავტომობილის ტარებისას.
11 იანვარი
1798 – გარდაიცვალა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე.
1879 – დაიწყო ინგლის-ზულუსების ომი სამხრეთ აფრიკაში.
1909 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა ქალთა პირველი ავტორბოლა.
1963 – ლოს-ანჯელესში გაიხსნა პირველი დისკოთეკა მსოფლიოში – Whisky-A-Go-Go.
1984 – პირველად მუსიკის ისტორიაში ალბომის გაყიდვამ გადააჭარბა 10 მილიონ ეგზემპლარს – ეს იყო მაიკლ ჯეკსონის „ზი თრილერ“.
12 იანვარი
1910 – ცოლ-ქმარი ჩინეთიდან გახდნენ ყველაზე ახალგაზრდა მშობლები: ბიჭი იყო 9 წლის გოგონა – 8-ის.
1928 – რუსი სანიდერი გახდა პირველი ქალი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ელექტრულ სკამზე.
1932 – არკანზასელი ჰეტი კარაუეი იყო პირველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი გახდა.
1970 – სილვესტერ სტალონეს კინოდებიუტი... პორნოგრაფიულ ფილმში.
13 იანვარი
1906 – მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს პირველი რადიომიმღებები.
1917 – პარიზში საფრანგეთის კონტრდაზვერვამ დააპატიმრა მოცეკვავე ჯაშუში – მატა ჰარი.
1964 – კარლ ვოიტილა (მომავალი პაპი იოანე-პავლე მეორე) გახდა კრაკოვის არქიეპისკოპოსი.
14 იანვარი
1119 – იერუსალიმში დაარსდა ტამპლიერთა რაინდული ორდენი.
1900 – რომში შედგა ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას“ პრემიერა.
1953 – მარშალი ტიტო გახდა იუგოსლავიის პირველი პრეზიდენტი.
1972 – დანიაში გამეფდა დედოფალი მარგარეტ მეორე.
15 იანვარი
1200 – დაარსდა პარიზის უნივერსიტეტი.
1759 – გაიხსნა ბრიტანეთის მუზეუმი.
1797 – ლონდონში ჯონ ეტერინგტონი ქუჩაში გამოვიდა სრულიად ახალი თავსაბურავით – ცილინდრით.
1880 – ლონდონის სატელეფონო კომპანიამ გამოუშვა პირველი სატელეფონო ცნობარი 255 ნომრის შემცველობით.