კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა „საახალწლო განტვირთვა“

 

ჩვენს დიეტას ხუმრობით დავარქვით ასე. ხუმრობის გარეშე კი რეალობა ისაა, რომ, ზოგი დღესასწაული, მათ შორის ახალი წელიც, ჩვენში ორჯერ აღინიშნება და, შესაბამისად, პურმარილები და წვეულებებიც გაორმაგებული დოზებით გვაქვს, რასაც, გარდა იმისა, რომ სწრაფად გასუქება მოჰყვება, ორგანიზმიც ძნელად იტანს  და, შედეგად, შეიძლება, არაერთმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამ იჩინოს თავი.

პირველი დღე – 1 კილოგრამი ვაშლი და 1 კილოგრამი კიტრი (გათლილი) დღის განმავლობაში თანაბრად გადაანაწილეთ და კვებასა და კვებას შორის შუალედები თავად გამოთვალეთ.

მეორე დღე – 1 კილოგრამი მოხარშული კარტოფილი, 1 კონა მწვანე ხახვი, ყველანაირი მწვანილი, 1 კონა სალათის ფოთლები დაჭერით, აურიეთ ერთმანეთში, მოასხით 1 სადილის კოვზი ძმარი, მოაყარეთ ცოტა მარილი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.

მესამე დღე – ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული წვენი (უშაქრო) – 2 ლიტრი დღის განმავლობაში.

მეოთხე დღე – მოამზადეთ სალათა ნახევარი კილოგრამი უმი კომბოსტოს (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ ოდნავ მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი, 2 ცალი უმი სტაფილოსა და 3 ცალი გათლილი კიტრით და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.

მეხუთე დღე – მოამზადეთ 2 ცალი ბანანის, 2 ცალი ფორთოხლის, 2 ცალი ვაშლის, 2 ცალი გრეიპფრუტისა და 2 ცალი მსხლის ასორტი, გაანაწილეთ 5-6 ულუფაზე და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.

სითხე – დღის განმავლობაში 2-2,5 ლიტრი.

თუ ამხელა შუალედის გაკეთება არ შეგიძლიათ, არადა, ისევ წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული, შეგიძლიათ, ეს ხუთი დღე „დაშალოთ” და თითო ან ორ-ორი დღე საჭირო ადგილას „ჩასვათ.”

 

скачать dle 11.3