კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ შევარჩიოთ სახის გამწმენდი საშუალებები ზამთრის პერიოდში?

პასუხი: ზამთარში სახის გასაწმენდად უმჯობესია, ისარგებლოთ კოსმეტიკური რძით ან სპირტის გარეშე დამზადებული ტონიკით. რძეში უნდა შედიოდეს მინერალური ცხიმები, რაც ძალიან უხდება მშრალ და მგრძნობიარე კანს,  ტონიკი კი ავიწროებს ფორებს, არეგულირებს მჟავატუტოვან ბალანსს, ხსნის ანთებით პროცესებს და აშორებს კანს სიპრიალეს.

კითხვა: ძალიან მომწონს ნარინჯისფერი პომადა, მაგრამ, არ ვიცი, მომიხდება თუ არა. რომ წავისვი, თითქოს არა უშავდა, მაგრამ, მეჩვენება, რომ „ყვირის”. მაინტერესებს, როგორ სახეს უხდება ამ ფერის ტუჩის საცხი (ვგულისხმობ თმის, თვალებისა და სახის კანის ფერს, ტუჩების ფორმას და ასე შემდეგ)?

პასუხი: ნარინჯისფერი ტუჩის საცხი უხდება ყველას – ქერათმიანებსაც და შავგვრემნებსაც, მთავარია, სწორად შეარჩიოთ ტონალობა. ოღონდ, უნდა იცოდეთ, რომ ასეთი პომადა უფრო მკვეთრს ხდის ყველაზე სადა მაკიაჟსაც კი.

კითხვა: აქამდე დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი საკუთარ თავს, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, მაქსიმალურად მივხედო ჩემს გარეგნობას. როგორ უნდა შევარჩიო სახის კრემები და თავის მოვლის სხვა საშუალებები?

პასუხი: თავის მოვლის საშუალებების შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ასაკი, სახის კანის ტიპი, სტრუქტურა და ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც გსურთ, მაგალითად: კანის გადაჭარბებული სიმშრალე, ცხიმიანობა ან მგრძნობიარობა, გამონაყარი, ნაოჭები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაადგინეთ გამოცდილ კოსმეტოლოგთან და შეიძინეთ ის კოსმეტიკა, რომელსაც იგი გირჩევთ.

 

скачать dle 11.3