კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდნენ ყველაზე პოპულარული ბავშვები – ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე და როგორ ანებივრებენ მათ გადაღებაზე

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” ყოველ შაბათს უქმნის მაყურებელს სასიამოვნო განწყობას. მაყურებელმა განსაკუთრებით სერიალის ყველაზე პატარა მსახიობები შეიყვარა, რომლებიც საქმეს პროფესიონალურად უდგებიან. ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე, მართალია, გადასაღებ მოედანზე დიდ დროს ატარებენ, მაგრამ თითქმის არასდროს იღლებიან და ჩვეული ენერგიით განაგრძობენ საქმეს.

 

– მოგწონთ აქ ყოფნა?

გიორგი: კი, ძალიან.

ქეთა: მოგვწონს და კარგად ვერთობით.

– რამდენი წლის ხართ?

– მე 5 წლის ვარ.

გიორგი: მე 10 წლის ვარ და მეოთხე კლასში ვსწავლობ.

– მერე აქ რომ ამდენ დროს ატარებ, სკოლაში როგორ ასწრებ სიარულს. სწავლაში ხელი არ გეშლება?

– ცოტა-ცოტა.

– ქეთა, შენ, ალბათ, ბაღში დადიხარ.

ქეთა: კი.

– დარწმუნებული ვარ, თქვენი ბაღისა და სკოლის მეგობრებში ძალიან პოპულარულები ხართ. უკვე ყველა გიცნობთ და ძალიან უყვარხართ მაყურებელს.

გიორგი: გარეთ რომ გავდივართ, გვცნობენ ხოლმე. დღეს მაღაზიაში შევედი, გამყიდველმა მიცნო და კევი მაჩუქა.

ქეთა: მეც მცნობენ. სულ მეუბნებიან, შენ ის არ ხარ სერიალში რომ თამაშობო? „ენკი-ბენკიში“ რომ ვიყავი, იქაც მიცნეს. 

– მოგწონთ პოპულარობა?

– კი, ძალიან.

– ისეთივე ცელქი ბავშვები ხართ ცხოვრებაში, როგორიც სერიალში ხართ?

გიორგი: სერიალში ასეთი როლი გვაქვს, ბებიასაც ვაბრაზებთ, მაგრამ ცხოვრებაში ასეთები არ ვართ.

– აბა, როგორები ხართ?

– ცხოვრებაში მე ცოტა ცელქი ვარ.

ქეთა: კარგები ვართ, ცოტა-ცოტა ცელქებიც. ნამდვილ ბებიას არ ვაბრაზებ, მარტო სერიალში ვიქცევი ასე. ერთხელ დედიკოს ვაბრაზებდი, მერე ბოლო ხმაზე მიყვირა და გავჩერდი. ბარემ დედიკო ჩაწერეთ და ის გეტყვით.

– რა ლამაზი ბეჭედი გიკეთია. იპრანჭები ალბათ, არა?

– საბავშვო ბეჭედია. გაპრანჭვა მიყვარს, დედიკოს პომადის წასმას შევეჩვიე. მამიკოს „დუხს“ ვპარავ და სულ დავუცალე. 

– გიო, შენც თუ გიყვარს გაპრანჭვა?

გიორგი: არა, რასაც მეტყვიან იმას ვიცვამ.

ქეთა: გიორგი, გოგონებს მოსწონთ.

– შეყვარებული ჰყავსო, გავიგე.

გიორგი: სერიალში კი, მაგრამ ნამდვილი შეყვარებული არ მყავს. 

– გოგონები, ალბათ, გეპრანჭებიან, ასეთი პოპულარული ბიჭი რომ ხარ?

– ჩემი კლასელი გოგოები ჯეკოს მეძახიან.

ქეთა: მეც არ მყავს შეყვარებული.

– სერიალში როგორ მოხვდით?

გიორგი: ქასთინგზე დაგვიბარეს, სცენარი უნდა გვესწავლა. უნდა შევსულიყავით და რეჟისორისთვის გვეთქვა ეს სცენარი. ბიჭებში ყველაზე კარგად მე ვთქვი, გოგოებში – ქეთამ. მოვეწონეთ და აგვირჩიეს. 

ქეთა: ქეთი დევდარიანმა დაწერა ეს სცენარი თვითონ, ჩვენ არ დავხმარებივართ. პირველად რომ მოვედი ამ სერიალში გიორგის არ ვიცნობდი, მერე გავიცანი და დავმეგობრდით. ერთმანეთს სერიალშიც ვეჩხუბებით და ისეც.

– დაიკო ან ძამიკო თუ გყავთ?

გიორგი: მე დაც მყავს და ძმაც. 

ქეთა: მე ბევრი დეიდაშვილები მყავს.

გიორგი: ჩემი ძმაც მსახიობია, ვიქტორ ბარბაქაძე, ხომ იცით? „ანა-ბანაში” რომ გამოდიოდა, კიდევ „რენე მიდის ჰოლივუდში,” „მირზას დაბადების დღეშიც” თამაშობს. კიდევ რაღაც რუსულ ფილმშიც თამაშობს, აღარ მახსოვს რომელში. მეც მინდა, მსახიობი ვიყო, რომ გავიზრდები.

ქეთა: მეც მინდა.

გიორგი: რეჟისორი გვეუბნება, თქვენ უკვე მსახიობები ხართო. სერიალში ხომ ვთამაშობთ, „ვანოს შოუშიც” ვიყავით, „დღის შოუშიც.”

– სახლში რითი ერთობით?

– კომპიუტერს ვთამაშობ. ყველაზე მაგრა მიყვარს კარგშინაარსიანი თამაშები, „გონკებიც“ მიყვარს.

ქეთა: მე თოვლის ბაბუ მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ, ბევრ საჩუქრებს მჩუქნის ხოლმე. 

გიორგი: ხო, თოვლის ბაბუა!.. დედა შემოვა და დაგვიდებს საჩუქრებს.

– ქეთა, შენ როგორ ერთობი სახლში?

ქეთა: სახლი მაქვს ერთი ძალიან კარგი, რომელიც ჩემმა ნათლიამ მომიტანა და იმით ვთამაშობ.

– დედიკოს შენც უხატავ კაბებს, როგორც სერიალში?

– ცოტა-ცოტა, კი.

გიორგი: მე ბავშვობიდან მაქვს ხატვის ნიჭი. აი, ამ კედელზეც ჩემი დახატულია. ახლა თოვლის ბაბუა უნდა დავხატო, ვითომ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. კიდევ, კარგად ვმღერი.

ქეთა: მე დავდივარ სიმღერაზე. მალე რუსთავში მექნება კონცერტი თიკა მახალდიანთან და ნიცა ხუციშვილთან ერთად. ერთად უნდა ვიმღეროთ „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა.”

– კიდევ რა გიყვართ, აბა, მითხარით?

გიორგი: მე ფეხბურთი მიყვარს და დავდივარ. „რეალს“ „ვბალერშიკობ“ და ყველაზე მეტად კრისტიანო რონალდო მიყვარს.

– რა არის თქვენი ოცნება?

– მინდა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდეს.

ქეთა: თოვლის ბაბუ არსებობს და ჩემთან ყოველ ახალ წელს მოდის.

– გადაღებაზე ბევრ დროს ატარებთ, არ იღლებით?

– ვაიმე, ეგ არ გამახსენოთ.

გიორგი: ერთი საათი რომ გავა, სულ გავიძახით საჭმელი გვინდა, საჭმელიო. მერე გიორგი ჟორიძეს, ამოაქვს ხოლმე და ვჭამთ.

ქეთა: ჟორიძე კი არა, ჟორიკა ლაზარიშვილი.

– მსახიობებს ხომ არ აბრაზებთ გადაღების დროს?

– არა.

– გიორგი ლიფონავა როგორ გექცევათ? რეჟისორს ხომ არ აბრაზებთ?

– არა, გიორგის არ ვაბრაზებთ და თვითონაც ძალიან კარგად გვექცევა. გიორგის იმიტომ ვეძახი უფროსს, ტელეფონი რომ მათხოვოს.

 

 

скачать dle 11.3