კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცს უნდა...

 

მამაკაცს უნდა... დიახ, უნდა და სჭირდება კიდეც გვერდით მეორე ნახევარი – ის, ვინც ბოლომდე მიენდობა მას და ვისთანაც თავის მომავალს ააშენებს. ზოგიერთ ქალს რატომღაც ჰგონია, რომ მამაკაცს ნაკლებად აღელვებს ოჯახის ბედი, ან არასერიოზულად უყურებს ოჯახის შექმნას. ჯერ ერთი, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება საპირისპირო სქესის მიმართ. გვაერთიანებს მხოლოდ სურვილი პარტნიორის პოვნისა. თანაც, ჩვენი მოთხოვნები მომავალი მეორე ნახევრის მიმართ ბავშვობიდანვე ყალიბდება. ზოგიერთ მამაკაცს იზიდავს ქალის ლამაზი სახე, რომელსაც დედას, ან საკუთარ თავს ამსგავსებს. ხასიათის ნიუანსებსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ძირითადად, ადამიანებს საკუთარი ხასიათისგან რადიკალურად განსხვავებული ნატურები იზიდავთ და მოსწონთ. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი საკუთარ წარმოსახვაში, საკმაოდ ადრე გეგმავენ იმ სცენას, რომლის მიხედვითაც აწყობენ მერე ცხოვრებას. სხვათა შორის, გამორიცხული არ არის, ამ სცენებში განქორწინებაც იყოს „ჩაწერილი“. არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც, უბრალოდ, ვერც წარმოუდგენიათ ერთ ქალთან რამდენიმე ათეული წელი ცხოვრება. თუმცა, უფრო ხშირად ეს წარმოდგენები იმსხვრევა. „სცენარიდან” გადახვევა უფრო ხშირია, ვიდრე მისი ყველა პუნქტის მიხედვით შესრულება. ამ დროს, ძალიან ბევრია დამოკიდებული ქალბატონზე. მან ისეთი ახალი, საინტერესო სცენარი უნდა შესთავაზოს საყვარელ მამაკაცს, რომ ძველზე მეტად მოეწონოს. და კიდევ, თავისუფლება, რომელსაც მამაკაცი მუდმივად მისტირის ქორწინებაში ყოფნისას. თავისუფლება რაღაც დოზით, ქალსაც სჭირდება, თუმცა გაცილებით ნაკლები. მამაკაცს ამის გაცილებით მეტი მოთხოვნილება აქვს. ჭკვიანმა ქალმა ყოველთვის იცის, როგორ შესთავაზოს კაცს „ფსევდოთავისუფლება,” რომელსაც ის მიიღებს და დაკმაყოფილდება. ანუ, მამაკაცს უნდა ქალი, რომელიც მას თამაშში აჰყვება. მამაკაცს ქორწინებაშიც დროის კარგად გატარება უნდა. იზრუნეთ ამაზე.

 

რომ არ იწვალო

 

ადამიანმა სიყვარულისგან პოზიტიური ემოციები და სიხარული უნდა მიიღოს. ის ამას ელოდება და ბუნებრივიც არის. როცა გრძნობას მხოლოდ ტკივილი და უარყოფითი ემოცია მოაქვს, თუ მაზოხისტი არ ხარ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიხვდები, რომ ასეთი სიყვარული არაფერში გჭირდება. არ თქვათ, რომ სიყვარული ტანჯვა უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში. ასეთი მცდარი მოსაზრებებით მხოლოდ იმას მიიღებთ, რომ თავს გაიტანჯავთ. მერე, რომ არ იწვალო, აჯობებს თავიდანვე სწორი ფორმულირება მისცე ამ გრძნობას. უკეთესია, ჩამოყალიბდე, რას ელოდები ამ ურთიერთობებისგან. ზოგ ქალს მიაჩნია (ან, ოდესღაც ვიღაცამ ასწავლა) რომ „უკარებას” როლის თამაში, კაცს მის მიმართ ლტოლვას გაუათმაგებს. მაგრამ, ამასაც აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. ზედმეტი მიუკარებლობა, კაცს უკან დაახევინებს, ხელს ააღებინებს თავის განზრახვაზე. მხოლოდ ერთეულებს (მამაკაცებს ვგულისხმობთ) შესწევთ უნარი, გამოიჩინონ სიჯიუტე, შეუპოვრობა, მოთმინება და დაიპყრონ სასურველი ქალის გული. ასე რომ, თუ თქვენი თაყვანისმცემლების მიმართ სიმპათიით ხართ განწყობილი, ცოტათი მაინც გაალხვეთ ის ყინული, რომელიც ბარიერად აღუმართეთ.

მამაკაცმა უნდა მოიპოვოს სიყვარული – დავუშვათ, ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ დღეს მამაკაცები ისედაც ძალიან დაიღალნენ პრობლემებით და ცხოვრებისეული სიძნელეებით. ამიტომ, თუ „მედგარ” წინააღმდეგობას გაუწევთ, აუცილებლად დაიღლება და ხელს აიღებს თავის განზრახვაზე. მით უმეტეს, თუკი წინდახედულებას არ გამოიჩენთ და მის გრძნობას დაამცირებთ კიდეც. ამიტომ, თუკი არ გინდათ, მერე ინანოთ და იწვალოთ... ერთი სიტყვით, გაუფრთხილდით თქვენთან მოსულ გრძნობას, რომ არ „გაწყრეს” და სხვაგან არ წავიდეს.

 

პლუსები, მხოლოდ პლუსები

 

თქვენზე ამბობენ, რომ მეტისმეტად შემართული, მკაცრი, პრინციპული, ზოგჯერ სამართლიანად ავი და პირდაპირი ხართ? – არა უშავს, ხშირად სწორედ ასეთ ქალებს აფასებენ ალერსიან ფისუნიებზე მეტად. ცხოვრებაში რომ მოკრძალებულ ასულებზე უფრო გაგიმართლებთ, ეს ფაქტია. ახლა ჩამოვთვალოთ, თქვენი ხასიათიდან გამომდინარე პლუსები: თქვენნაირ ქალებს ყოველთვის აქვთ სამოქმედო გეგმა. ისინი იშვიათად ამბობენ: „უკვე აღარ ვიცი, მერე რა უნდა ვქნა;” „მორჩა, ამას იქით, რაღა უნდა იყოს?!” იმიტომ რომ, საკმაოდ კარგად ესმით ცხოვრება, სიცოცხლისუნარიანები და კომუნიკაბელურები არიან. სხვათა შორის, ფიზიკურადაც ძლიერები არიან და დიდხანს ცხოვრობენ. ქალი, რომელიც პრინციპულია და შემართული, ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს, რადგან ზუსტად იცის, რა უნდა და რისკენ მიდის.

კომუნიკაბელურობა ასეთი ქალების მთავარი ღირსებაა. მათ არ უჭირთ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ავები სამართლიანად არიან. ეს სამართლიანობა მათ სიავეს ხშირად ანეიტრალებს. თუმცა, მთლიანად არ აქარწყლებს. მაგრამ, ისიც ხომ ფაქტია, რომ არავის აფრთხობს.

ქალს, რომელიც მიზანდასახულია, შეუპოვარია და ცხოვრების მაჯისცემაზე უდევს ხელი, არაჩვეულებრივად გრძნობს მის რიტმს. ის ყოველთვის მხიარულია, კარგად გრძნობს გარშემო მყოფების განწყობას, არასდროს არაფერს ართულებს, მხნეა და ხალისიანი. ამის წყალობით კი, ჰყავს ბევრი მეგობარი. მასთან არასოდეს მოიწყენ. კაცებსაც სწორედ ეს უნდათ. ასე რომ, დაფიქრდით – იქნებ ღირდეს კიდეც, ცოტათი ასეთ ქალებს დაემსგავსოთ.

 

სასიყვარულო ციებ-ცხელება

 

მეცნიერები ფიქრობენ, ადამიანს ცხვირი რომ არ ჰქონოდა და ყნოსვა არ შეძლებოდა, პარტნიორს ყოველგვარი ვნებათაღელვისა და სასიყვარულო ციებ-ცხელების გარეშე შეარჩევდა, თან არც შეცდომებს დაუშვებდაო. ახლა არ იკითხოთ, რა შუაშია გრძნობასთან და პარტნიორის შერჩევასთან ცხვირიო. შუაში კი არა, თურმე მთავარი ეს ყოფილა. შეხვდები, შეხედავ, ერთს ღრმად ჩაისუნთქავ და მორჩა: შეყვარებული ხარ.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, მამრი პეპელა (ღამის პეპელა) თავისი მდედრის სუნს თერთმეტი კილომეტრის სიშორიდან გრძნობს. შეიძლება, ადამიანები პეპელასგან ძალიან შორს ვართ – ბევრად განვითარებულები და პროგრესული არსებები, მაგრამ ყნოსვას რაც შეეხება, აშკარად ჩამოვრჩებით. თუმცა, პარტნიორს მაინც ვირჩევთ სუნით. თანაც ისე, რომ ამას ვერც კი ვხვდებით. ქალებს სუნით შერჩევა გაცილებით გამძაფრებული გვაქვს, ვიდრე მამაკაცებს. თუ ქალს კაცის სუნი „არ მოეწონა” (ქვეცნობიერის დონეზე, რა თქმა უნდა), მათ შორის ურთიერთობა არ შედგება. ქალური ინტუიციაც ყნოსვის მსგავსია. მართალია, კაცებს ინტუიცია თითქმის არ „უმუშავებთ”, მაგრამ ქალის სურნელს მათთვის მნიშვნელობა აქვს. ბუნება თავის კანონებს გვიყენებს და გვაიძულებს, მათი მიხედვით ვიმოქმედოთ. გვინდა, თუ არა, ჩვენც ვემორჩილებით. კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა, როგორი სურნელი შეყრიდა სასიყვარულო ციებ-ცხელებას ჩვენთვის სასურველ მამაკაცს, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ ინტუიციის ამარა ვრჩებით.

 

скачать dle 11.3