კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოთ ძველით ახალი წლის დადგომამდე და რაზე აგებს პასუხს ვაზაში ჩაყრილი შაქარი, ხურდა ფული, ბრინჯი და ვარდის ფურცლები

 

 დამეთანხმებით, ყოველი ჩვენგანის ცხოვრება და ყოველდღიურობა სიურპრიზებითაა სავსე. თუმცა ყველა თავისებურად მსჯელობს და ინდივიდუალურად უდგება იმ სასწაულებს, რომლებიც მართლაც ხდება ირგვლივ. როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ქალბატონი ნელი ამბობს, ეზოთერიკული წეს-ჩვეულებების გათვალისწინება, ახალი წლის დღეებში აუცილებელია. 14 იანვრამდე დედამიწაზე ძლიერი მაგიური ტალღები მოდის, რაც ადამიანის ბედ-იღბლის ცვლილებას განაპირობებს. თუ ამას გავითვალისწინებთ და ქალბატონი ნელის ნათქვამსაც დავიჯერებთ, მაშინ, შეგვიძლია, ჩვენი ყოფა მთელი წლის განმავლობაში სასიკეთოდ შევცვალოთ. 

ნელი: ოჯახის კეთილდღეობის, ადამიანებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, საქმესა და კარიერაში წარმატებისთვის, წვრილმან დეტალსაც კი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ და არ გამოგრჩეთ ის, რასაც თქვენი ცხოვრების უარესობისკენ შეცვლა შეუძლია. ახლა ის დღეები დგას, როცა თითოეულ მოქმედებას და სიტყვას კონტროლი უნდა გაუწიოთ, რადგან 14 იანვრამდე საკმაოდ ძლიერ მუხტშია დედამიწა მოქცეული. ამ დროს თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბლის შეცვლა, როგორც უკეთესობის, ასევე უარესობისკენ, საკმაოდ ადვილია. ახალი წლის დღეებში ბევრი სტუმარი შემოდის სახლში, ეს კი ბინის აურაზე მოქმედებს და თუ არ გაწმინდეთ ის უარყოფითი და ეგრეთ წოდებული, ჭუჭყიანი ენერგიებისგან, ამან შეიძლება, მთელი წელი პრობლემები შეგიქმნათ. 

– ალბათ, ახლა ისეთი პერიოდია, რომ სახლში, სტუმრად ყველა ადამიანი კეთილი განწყობით და დადებითი ემოციებით შემოდის, გვილოცავს ახალ წელს და საჩუქრებს გვიძღვნის. კეთილი და დადებითად განწყობილი ახლობლების სტუმრობის შემდეგ, ბინის აურის დაბინძურება მაინც ხდება? 

– რასაკვირველია და ამას თქვენ შეუიარაღებელი თვალით ვერ შეამჩნევთ. სამწუხაროდ, ადამიანები ჩვენს ირგვლივ ბევრ რამეს ვერ ვამჩნევთ და, არც იმ ძველ, ეზოთერულ წესებს ვაქცევთ ყურადღებას, რაც წინაპრებს ლამის კანონად ჰქონდათ ქცეული. დამიჯერეთ, სტუმრიანობის შემდეგ, სახლში დაგროვილი უარყოფითი ენერგია, უდიდეს გავლენას ახდენს, არა მარტო იქ მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ სტუმრებზეც. ამიტომ, ყველას ვურჩევ, არ დააბინძუროთ სახლი, სტუმრების უარყოფითი ენერგიებით. უფრო სწორად კი, ხელი არ შეუწყოთ საცხოვრებლის დაბინძურებას და ამით ის პრობლემები არ შეიქმნათ, რომლებიც არა მარტო თქვენზე, არამედ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც უარყოფითად იმოქმედებს. განსაკუთრებით კი, გარედან ბინაში სტუმრების მიერ შემოტანილ უარყოფით ენერგიას სარკე იზიდავს და ითვისებს. მოკლედ, სარკეს შეუძლია, ოჯახში დაგროვილი უარყოფითი ენერგია საკუთარ თავში ჩაკეტოს, აირეკლოს ავი თვალი და ამით იქ მცხოვრებთა თვითრწმენა შელახოს. ასეა, მინის ჭურჭელიც. ისიც ადვილად იღებს თვალს და თუ გატყდა ან გაიბზარა, ჩათვალეთ, რომ მან უარყოფითი ძალის შემოტევას ვერ გაუძლო, ცუდი ენერგეტიკა მოერია და „თავი მოიკლა”. გატეხილი ჭურჭლის ნატეხები, გაბზარული თეფში ან ჭიქა, სასწრაფოდ უნდა გაიტანოთ გარეთ და გადაყაროთ. არამც და არამც, არ ჩაყაროთ ის სახლში დადგმულ ურნაში. ასევე, სტუმრების წასვლის შემდეგ, ბინა აუცილებლად დაალაგეთ სველი წესით და დასვრილი ჭურჭელიც გარეცხეთ. დილამდე მათი გაჩერება, კიდევ უფრო დაამძიმებს სახლის აურას. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ აუცილებელია, ყველა ოჯახში იდგას გამჭვირვალე ვაზა,  რომელშიც ჩაყრილი იქნება შაქარი, ბრინჯი, ხურდა ფული და ვარდის ფურცლები. 

– ეს რაღაში გვჭირდება?

– მეც ასე ვფიქრობდი, ნეტავ, რაში მჭირდება-მეთქი და ახლა ამას ყველას ვურჩევ. ისე, თუ საკუთარ თავზე არ მაქვს რაიმე დაცდილი, თავს ვიკავებ იგივე სხვას ვურჩიო. თუ მენდობით, მაშინ უნდა დამიჯეროთ კიდეც (იცინის). შაქარი სიტკბოა, ბრინჯი დოვლათი – და ბარაქა, ხურდა ფული – სიმდიდრე, ვარდის ფურცლები კი – სიყვარული. ყველაფერი ერთმანეთში არეული მინის ჭურჭელში ჩაყარეთ და სახლში დადგით. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. ასევე, მოასწარით და 14 იანვრამდე გადაყარეთ ყველა უსარგებლო ნივთი ოჯახიდან, რომ მთელი წელი გათავისუფლდეთ ძველისგან, სასიკეთო ცლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. 

– ბევრი ადამიანისგან მსმენია, თითქოს ყველაფერი მაქვს – სამსახური, ბინა, კარიერა, ფული, მაგრამ სიყვარულში არ მიმართლებსო. ამ დროს რა უნდა გააკეთოს მან?

– დამიჯერეთ, არ არსებობს სიყვარულში წარუმატებელი ადამიანი. სიყვარულში გამართლება ნებისმიერს ელის, თუ ჭკუით იმოქმედებს. არადა, თუ ამდენ რამეში მიაღწიე წარმატებას – სამსახურიც იშოვე, კარიერაც აიწყვე და ფულიც გაქვს, მაშინ სიყვარულში რა ხდება? პირადი ცხოვრების მოწყობა ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენის. მაგრამ, თუ მაინც არ გიმართლებთ და გინდათ, ამ მხრივაც წაიწიოთ წინ, მაშინ ერთ პატარა წესს გასწავლით, რომელიც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე აგებს პასუხს და რომელიც დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გაჭრის. მოკლედ, აიღეთ პატარა, იისფერი ქსოვილი და შეკერეთ ტომსიკა. მასში ჩადეთ სპილოს ძვლის ნატეხი,  გიშრის ქვა და თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მფარველი ხის მერქნის პატარა ანათალი. ატარეთ ის მუდამ თან. სპილოს ძვლის ნატეხი ძლიერ მამაკაცს გაპოვნინებთ, გიშრის ქვა ცუდი და ავი თვალისგან დაგიცავთ, იისფერი მშვიდი და სასურველი სასიყვარულო-რომანტიკული სიტუაციების მოზიდვაში დაგეხმარებათ, ხოლო თქვენი ხის მფარველობა, ბედის ხაზს გაგიხსნით. საკმაოდ ადვილი მეთოდია, რომელიც არაერთმა ადამიანმა სცადა და ბედსაც ეწია. კიდევ ვამბობ, ამან შეიძლება, დღეს და ხვალ არ გაჭრას, მაგრამ ზეგ, აუცილებლად მოგიტანთ სიკეთეს სიყვარულში. უბრალოდ, რწმენით და გულით ატარეთ ის და ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ.  სხვათა შორის, ძველ ინდოეთში, როცა ქალი მოწიფულ ასაკს მიაღწევდა, მას გულზე იისფერი ქსოვილისგან შეკერილ ტომსიკას ჰკიდებდნენ, რომელშიც იყო სპილოს ძვლის ნატეხი, გიშრის ქვა და ხის მერქნის ანათალი. ეს მათ სასურველი საქორწინო პარტნიორის მოძიებაში ეხმარებოდა. 

– სპილოს ძვლის ნატეხი და გიშრის ქვა გასაგებია, მაგრამ ხის მერქანი რა საჭიროა?

– ზოგადად, ყველა ადამიანს თავისი ხე მფარველობს და ის მას უდიდეს ენერგიას აძლევს. ძველად, დრუიდები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანი და ხე ერთმანეთთან ბედის უხილავი ხაზებით არიან შეერთებული. ზოგადად, ხე არის უდიდესი ამოუცნობი საიდუმლო, რომლის ძალის გამოყენებაც შეგვიძლია ადამიანებს. მისი პულსირებული ბიოდენების ენერგია და სამკურნალო თვისებები სასიცოცხლო ძალებს გვმატებს. ასე რომ, თქვენი მფარველი ხისგან დახმარებას ელოდეთ და ის არ გიღალატებთ. 

 

 

скачать dle 11.3