ალვესი განქორწინდა
„ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი დანიელ ალვესი მეუღლეს დაცილდა და ამ ფაქტს, თურმე იგი თვეების განმავლობაში მალავდა. არ უყვარს პირადი ცხოვრების გამომზეურება. რამდენიმე თვეა, რაც ბრაზილიური პრესა ავრცელებდა ინფორმაციას ალვესის ოჯახის დანგრევის თაობაზე. თუმცა, ამ ფაქტის დაზუსტებას, ვერ ახერხებდნენ, რადგან ალვესი და მისი მეუღლე – დინორა სანტანანი არაფერს ამბობდნენ, მათთან დაახლოებული პირები კი ამტკიცებდნენ, რომ დანიელი და დინორა ერთად არიან, თავს ფანტასტიკურად გრძნობენ და განქორწინებაზე საუბარი სრული აბსურდიაო. თუმცა, ბოლოს დანიელი მაინც გატყდა და აღიარა, რომ სამი თვეა, მეუღლეს გაშორდა, განქორწინებამ ყოველგვარი ექსცესებისა და სკანდალების გარეშე ჩაიარა. ამგვარად, სასურველი სასიძოების სიას, კიდევ ერთი ვარსკვლავი ფეხბურთელი შეემატა, დანი ალვესის სახით.