პაკიაოს საჩუქარი ოჯახს
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ და WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევრად მსუბუქ წონაში, ფილიპინელმა მენი პაკიაომ საშობაოდ საკუთარ თავს და ოჯახს საჩუქარი გაუკეთა – იტალიური წარმოების იახტა იყიდა, რომელიც 570 ათასი დოლარი დაჯდა. იახტის სახელწოდებაა „სარანგონის სიამაყე” და იმ პროვინციის სახელია, სადაც სპორტსმენი ცხოვრობს. ამ საჩუქრით პაკიაომ თავის მეუღლეს – ჯინკას დიდი ხნის ოცნება აუსრულა. აღსანიშნავია, რომ იახტას სამი ჰიდროციკლიც ახლავს, თითოეულის ღირებულება 23 ათასი დოლარია. პაკიაოს შენაძენს უკმაყოფილოდ შეხვდა ფილიპინების მოსახლეობის უმრავლესობა. ცნობილია, რომ ფილიპინები ბოლო დროს ტაიფუნებმა და წყალდიდობებმა დააზარალა და რადგან პაკიაო სარანგონის პროვინციას წარმოადგენს ფილიპინების კონგრესში, იგი ვალდებული იყო ხალხზე ეზრუნა და არა საკუთარ თავზე, თუმცა, მისი მხარდამჭერების თქმით, პაკიაომ იახტა საკუთარი ფულით შეიძინა და მას ფილიპინის ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს.