შობა ბიკინიში დებ უილიამსებისგან
სერენა და ვენუს უილიამსებმა შობის გატარება მაიამის სანაპიროზე გადაწყვიტეს და ქალაქის საშობაო შფოთს გაერიდნენ. ჩოგბურთელები ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადებიან და საკუთარი იახტით სეირნობენ. დები პაპარაცების დასანახად, ბიკინებში პოზირებას არ ერიდებიან და თავიანთი სპორტული ფორმის ჩვენებას ამ გზით ახერხებენ. უილიამსების თქმით, შობის გატარება გარუჯვითა და ოკეანეში ბანაობით რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. გავრცელდა ცნობა, რომ ვენუსი განსაკუთრებულად ემზადება ახალი სეზონისთვის და სპორტული ფორმის აღდგენის მიზნით, სპეციალურ დიეტაზეც კი დაჯდა.