იაია საუკეთესოა აფრიკაში
ზედიზედ მეორედ, აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი კოტდივუარის წარმომადგენელი გახდა. თუკი 2010 წელს ეს პატივი დიდიე დროგბას ხვდა წილად, 2011-ში საუკეთესო „მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი – იაია ტურე გახდა. საზეიმო ცერემონია განის დედაქალაქ აკრაში გაიმართა და გამოცხადდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. საინტერესოა, რომ ბოლო ათწლეულის აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი – კამერუნელი სამუელ ეტო’ო, რომელიც ამჟამად მახაჩკალის „ანჟის” ღირსებას იცავს, სამეულშიც ვერ მოხვდა. ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე „ბარსელონასა” და მალის ნაკრების წევრი, სეიდუ კეიტა გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია „მარსელის” დაგ ანის ნაკრების წევრმა, ანდრე აიუმ დაიკავა. საუკეთესო აფრიკელ მწვრთნელად ნიგერის ნაკრების მწვრთნელი ხარუნა დოულუ დასახელდა, საუკეთესო ეროვნულ ნაკრებად კი – ბოტსვანას გუნდი.