მაიკლ ჯორდანი ქორწინდება
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა. მისი რჩეული, მოდელი ივეტ პრიეტოა, რომელსაც ჯორდანი ბოლო წლებია, ხვდება. შეგახსენებთ, რომ პირველი ქორწინება ხუანიტა ჯორდანთან 2006 წელს სკანდალურად დასრულდა. ექსმეუღლემ სასამართლოს დახმარებით 168 მილიონი დოლარი მიიღო კომპენსაციის სახით. ეს იყო იმ დროისთვის უპრეცედენტო თანხა. წინა ქორწინებიდან 48 წლის ჯორდანს სამი შვილი ჰყავს – ორი ვაჟი და ქალიშვილი. ჯორდანი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია. იგი არის – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ექვსგზის NBA-ს ჩემპიონი და ასევე, შეყვანილია კალათბურთის დიდების დარბაზში. ამჟამად მის საკუთრებაშია კლუბი „შარლოტ ჰორნეთსი”, რომელიც ნაციონალურ ასოციაციაში მონაწილეობს.