კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა სპორტსმენმა ქალებმა დაამშვენეს თავიანთი სხეულით „ფლეიბოი“

მამაკაცებისთვის და არა მარტო მათთვის, განკუთვნილი ჟურნალი „ფლეიბოი” წლიდან წლამდე აქვეყნებს თავის ფურცლებზე შოუ-ბიზნესის, სპორტის, კინოსა და სამოდელო სფეროს ვარსკვლავების „გულახდილ“ ფოტოებს. რის გამო აკეთებენ ამას ვარსკვლავები, უცნობია, რადგან, არც ფინანსები და არც პოპულარობა მათ არ აკლიათ; სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამით ისინი თავიანთი სექსუალური სხეულის საზოგადოებისთვის წარდგენას არ ერიდებიან და ჟურნალის ის ნომერი, სადაც ცნობილი სახეები შიშვლდებიან, დიდი ტირაჟებით იყიდება. „თბილისელების” ამ ნომერში სპორტის იმ ვარსკვლავების სიას შემოგთავაზებთ, რომლებსაც არ მოერიდათ და გულახდილი ფოტოსესიებით მილიონობით მამაკაცის გული მოინადირეს.

 

რომი ტარანგული, ნიკოლ რაინჰარდტი, კატარინა შოლცი, პეტრა ნიმანი

ეს მომხიბლავი ოთხეული გერმანიიდან მსოფლიო ჩემპიონებისგან შედგება. პეტრა ნიმანი ცნობილი იახტსმენია, კარიერის განმავლობაში მან რამდენჯერმე მოიპოვა ნაციონალური პირველობის ოქროს მედალი, მოიგო ვერცხლის მედალი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და სამჯერ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში – 2000, 2004 და 2008 წლებში. 

ნიკოლ რაინჰარდტი კაიაკზე ცურვაში გერმანიის ჩემპიონია და ექვსჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი სპორტის ამ სახეობაში. 

ძიუდოისტი რომი ტარანგული ტიტულოვანი სპორტსმენია, იგი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია. 

კატარინა შოლცი  ცნობილი ჰოკეისტია, 2000 და 2001 წლების ევროპის ჩემპიონი, 2006 წლის ჰოკეის ნაციონალური ფედერაციის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი-ჰოკეისტია მსოფლიოში. 2008 წლის სექტემბერში ამ ოთხეულმა გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ისინი გერმანული „ფლეიბოისთვის“ „ფლეიმეითები” გახდნენ.

გაბრიელა რიზი

გაბრიელა რიზი პლაჟის ფრენბურთის თამაშით გახდა ცნობილი, გარდა ამისა, იგი წარმატებული მოდელი იყო და ხშირად ჩნდებოდა გლამურული ჟურნალების ყდებზე. გაბრიელა  პროფესიულ დონეზე თამაშობდა ფრენბურთს და 1993 წელს თავისი გუნდის კაპიტანიც კი იყო. 1989 წელს მოდურმა ჟურნალმა „ელლემ” იგი პლანეტის ულამაზეს ქალბატონად დაასახელა, ხოლო ჟურნალმა „სპორტ ენდ ფიტნესმა” გაბრიელა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად აღიარა მსოფლიო სპორტში. 2001 წელს გაბრიელამ მონაწილეობა მიიღო „ფლეიბოის” გადაღებებში, სადაც სრულიად შიშველი წარდგა კამერის წინაშე.

ამანდა ბერდი

14 წლის ასაკში ამანდამ პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მან ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი 200-მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში. ბერდი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია და საერთაშორისო ორგანიზაცია „პეტასს“ რეკლამისთვის არაერთხელ გაშიშვლებულა. 2007 წლის ივლისში წარმატებულმა მოცურავემ „ფლეიბოისთვის” გაიხადა და ამით დაამტკიცა, რომ ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენი ქალებიც შეიძლება, იყვნენ მომხიბვლელები.

მარია ბუტირსკაია

მარია ბუტირსკაია ფიგურულ სრიალში ცნობილი რუსი სპორტსმენია. მას უმაღლესი სპორტული მიღწევები ჰქონდა კარიერის განმავლობაში. 1999 წელს მარიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა და, ასევე, სამჯერ გახდა ევროპის და ექვსჯერ რუსეთის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში. 1998 წლის ნოემბერში მისმა „გულახდილმა“ ფოტოებმა რუსული „ფლეიბოის” გვერდები დაამშვენა.

ტორი უილსონი

ტორი ენ უილსონი ფიტნესით გატაცებული ცნობილი ამერიკელი სპორტსმენია, რომელიც ამჟამად რესტლინგით არის დაკავებული. „მის ახალი გალაქტიკა“ და „მის გალაქტიკა“, ამ ტიტულების მფლობელია ტორი. იგი ორჯერ პოზირებდა „ფლეიბოისთვის” 2003 წლის მაისში და 2004 წლის მარტში.

მია სენტ ჯონი

მია სენტ ჯონი მსოფლიო კრივის ყველაზე „ცეცხლოვანი” წარმომადგენელია. მას საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გვიან დაკავდა სპორტის ამ სახეობით. 2005 წელს მიამ IBA-ს მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვა ნახევრად მსუბუქ წონაში. 40 წლის ასაკში კი WBC-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მიას სექსუალურმა სხეულმა 1999 წლის ნოემბერში დაამშვენა „ფლეიბოის” ფურცლები.

ეშლი ჰარკლეროუდი

ამერიკელი ეშლი ჰარკლეროუდი პირველი ჩოგბურთელი ქალია, რომელიც შიშველი გამოჩნდა „ფლეიბოის” ფურცლებზე. აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობაზე, როლან გაროსზე წაგების შემდეგ, მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში და ჟურნალის გარეკანზე გამოჩენამ მას გაცილებით მეტი პოპულარობა მოუტანა, ვიდრე კორტზე ჩოგნით სირბილმა.

ანიტა მარქსი

ანიტა მარქსი ხუთი წლის განმავლობაში თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს პროფესიულ დონეზე. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი ორჯერ კაპიტნობდა გუნდებს: ფლორიდის „სკატებსა“ და მაიამის „ფურიებს“. ანიტას ფოტოებმა 2002 წლის სექტემბერში დაამშვენეს „ფლეიბოის” გარეკანი. მარქსის თქმით, სწორედ ისეთები უნდა იყვნენ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ქალები, როგორიც ის იყო ფოტოებზე – გულახდილი და მომხიბლავი.

კატარინა ვიტი

ცნობილი გერმანელი ფიგურისტი, კატარინა ვიტი წლების განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნდათ ფიგურულ სრიალში. ვიტი ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიოს და ექვსგზის ევროპის ჩემპიონია. მან 1998 წლის დეკემბერში გაიხადა „ფლეიბოისთვის” და ცნობილია, რომ ჟურნალის ის ნომერი მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მთელ მსოფლიოში.

ემი აკუფი

 ამერიკელი ჩემპიონი სიმაღლეში ხტომაში, ემი აკუფი, 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე. მისმა „გულახდილმა“ ფოტოებმა ოლიმპიური თამაშებისთვის მიძღვნილი ნომერი დაამშვენა.

P.S. სხვადასხვა დროს კიდევ არაერთი ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი სპორტსმენი ქალები გაშიშვლებულან „ფლეიბოისთვის”. 2011 წელს მაგალითად, თამამი ფოტოებით მამაკაცების გულები გაახარეს გერმანელმა ფეხბურთელმა ქალებმა: ანიკა დოპლერმა, კრისტინა გესატმა, ივანა რუდელიჩმა, იულია შიმიჩმა და სელინა ვაგნერმა. „ფლეიბოის” ფურცლებზე გამოჩენით გადაწყვიტა ყურადღების მიქცევა პლანეტის 771-ე ჩოგანმა, სერბმა კაროლინა იოვანოვიჩმა, რომელიც შვიდი წელია, პროფესიულ ჩოგბურთს თამაშობს. მართალია, კარიერაში არც ერთი ტიტული არ მოუგია, მაგრამ, „ფლეიბოის” ფურცლებზე მოხვედრას ტიტულები არ ესაჭიროება, მთავარია ქალის პარამეტრები მამაკაცების მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

 

скачать dle 11.3