კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის ემზადება ადამიანი შობის მარხვის დამთავრების შემდეგ და როდის უჭირს მას განსაცდელისა და სულიერი ბრძოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა

ხშირად, როდესაც შობის, ან აღდგომის მარხვა მთავრდება, ადამიანების დიდი ნაწილი ძალიან მალე კარგავს იმ მადლს, რომელსაც მთელი მარხვის განმავლობაში მოიპოვებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა მოსამზადებელი პერიოდია მომავალი ცხოვრების მოსაწყობად, სულიერი ძალების, ნიჭის გასაძლიერებლად. შესაბამისად, მსგეფსშიც ისევე გვჭირდება სათნო საქმეების აღსრულება, სულიერი ძალების მოკრება, როგორც მარხვის დროს. როგორ უნდა ვიცხოვროთ და გავატაროთ შობის მარხვის შემდეგი პერიოდი, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).

 

– მამაო, ხშირად ისე იწყება და მთავრდება მარხვა, ადამიანების დიდ ნაწილს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა და არსი.

– არათუ მარხვის დასრულების შემდეგ არიან ადამიანები გართობაში, დროსტარებაში, სამწუხაროდ, ეს მარხვის დროსაც ხდება. ის საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ეკლესიურ საზოგადოებას ვუწოდებთ, ასე თუ ისე, თავს იკავებს თუნდაც მარხვის განმავლობაში გართობისგან, დროსტარებისგან. მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც არ მარხულობენ, არაეკლესიურად ცხოვრობენ და აკეთებენ იმას, რაც სურთ. თუმცა ის ხალხიც კი, რომელიც ეკლესიაში დადის, არასწორად მარხულობს და არასწორად უდგება ამ საკითხს. და ეს არა მხოლოდ დღეს, უკვე რამდენიმე საუკუნეა, გამოიკვეთა – მოხდა ადამიანის რელიგიური ცხოვრების გაამქვეყნიურება. ამას ჩვენ ვხედავთ განხორციელებულ მატერიალიზმში, რომელშიც, ხატოვნად რომ ვთქვათ, ადამიანს ფეხი აქვს ჩადგმული.

– რას გულისხმობთ?

– მარხვა მათთვის, ვინც ეკლესიურია, გარეგნული მდგომარეობაა, რადგან ამ საკითხს სულიერად არ ვუდგებით. ერთხელ ვახსენეთ, რიტუალური მართლმადიდებლობა, ფსევდოქრისტიანობა და ჩვენ ზუსტად ასეთი სულიერი ცხოვრების სტილით ვართ „დაკავებული.” ჩვენთვის მთავარია, ვიმარხულოთ, არ მივიღოთ ხორცი, გარკვეული კერძი, ის საკვები, რომლის მიღებაც ქრისტიანს ეკრძალება მარხვაში, თუ ის სნეულებაში არ არის. ვამბობთ: ჩვენ ვმარხულობთ, დავდივართ ეკლესიაში, აღსარებას ვამბობთ და ამით ხშირად თავიც კი მოგვაქვს. მაგრამ, ეს საერთოდ არ არის მარხვასთან არანაირ კავშირში. შეიძლება, ადამიანი არ ჭამდეს ხორცს, არ იღებდეს იმ საკვებს, რომლის მიღებაც მას მარხვაში ეკრძალება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კანონის სახით, არც არის დადგენილი. ზედაპირულად ვხედავთ, რომ თითქოს ეს კანონები, მცნებებია, რომელიც მაცხოვარმა დააწესა კანონის სახით, რადგან თავად იმარხულა 40 დღის განმავლობაში, სანამ თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობას დაიწყებდა. უფალმა ამით მაგალითი მოგვცა, მაგრამ ის არ გვავალდებულებს, არ გვაძალებს ამის გაკეთებას, თუნდაც მარხვის დაცვას. ის ამას მაშინ გააკეთებდა, როდესაც ამქვეყნად მოვიდა და ყველას აიძულებდა, მასთან ერთად შეენახა მარხვა. შესაბამისად, ეს უფრო უფლის მხრიდან მოწოდება, თხოვნაა და ეს მხოლოდ მარხვას არ ეხება, არამედ ცხოვრების მოწყობის ნებისმიერ საეკლესიო წესს, რათა ადამიანმა ეცადოს, თავის ცხოვრებაში ეს ყველაფერი სულიერი წარმატებისთვის განავითაროს. ასე რომ, უფალი მხოლოდ და მხოლოდ გვთხოვს და შემდეგ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კანონებად, მცნებებად. მშობლები შვილებს ხომ არ უდგენენ კანონებს: ამ დროს უნდა მოხვიდე სახლში, ამ საათზე უნდა ჭამო და ასე შემდეგ. დედისა და შვილის ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამოხატულებაა და ადამიანი შემდეგ წყვეტს – გააკეთოს ის თუ არა. ასევე გვარიგებს და მაგალითს გვაძლევს მაცხოვარიც, ჩვენ კი უნდა გადავწყვიტოთ – გავაკეთებთ თუ არა. უფალმა მოგვცა ეს ცნებები სულის საცხონებლად და გვითხრა, რომ ეს უნდა აღვასრულოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა აღვასრულოთ არა კანონისა და ვალდებულების სახით – არ მინდა მარხვა, მაგრამ უნდა ვიმარხულო, რადგან ეს კანონია, ბოლომდე უნდა მივიყვანო. მაგრამ, ისე დავამთავრებ მარხვას, რომ ვერ გავიგებ, ვიმარხულე თუ არ ვიმარხულე, რადგან ეს იყო ნაძალადევი – საკუთარ თავს მოვახვიე ასეთი განწყობა, სულიერი მდგომარეობა. ადამიანი თუ დაფიქრდება, მიხვდება, რომ ეს უკვე მარხვა არ არის და საერთოდ, ნებისმიერი საეკლესიო წესის ზედაპირულად აღსრულება, არ შეიცავს სულიერების არანაირ ნიშანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა ადამიანის აზროვნებით იწყება და რომ მარხვის დამთავრებით, არ მთავრდება ყველაფერი. პირიქით, მარხვის დამთავრების შემდეგ, ადამიანის ეკლესიური ცხოვრება იწყება და არ მთავრდება. ჩვენ მარხვით ვემზადებით მომავალი ცხოვრებისთვის, ცხონებისთვის, ბრძოლებისთვის, განსაცდელებისთვის. ამისთვის მომზადება კი, აზროვნებიდან უნდა დავიწყოთ. თუ ადამიანი თავისი აზროვნებით, შინაგანი მდგომარეობით დაშორებულია უფალს, თუნდაც მარხვისეულ სულს, რა თქმა უნდა, მისი მარხვა ზედაპირულია. ეს არის დიეტა, რომელიც მისთვის არც ერთ ექიმს არ დაუნიშნავს. საკუთარ თავს თვითონ დაუნიშნა და ეს შეიძლება ცუდად აისახოს მის სულიერ მდგომარეობაზე. ადამიანი ყველაფერს აზრით იწყებს და ის უნდა ეცადოს, მარხვაში და მარხვის შემდეგაც, გაავარჯიშოს საკუთარი ძალები, ივარჯიშოს თავმდაბლობაში, სიყვარულში, მოთმინებაში, ლოცვასა და მარხვაში. ადამიანები ხშირად მარხვის დროს განიცდიდნენ გულის შემუსვრილობას, რასაც ჩვენ ვეძახით – დაფიქრებას საკუთარ თავზე, საკუთარ ცოდვებზე. ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ ის არის ცოდვილი, აშავებს ბევრ რამეს და აქედან გამომდინარე, მისი შინაგანი განწყობა ისეთია, რომ ის ტირის საკუთარ ცოდვებზე. დღეს იშვიათია ადამიანი, რომელიც ტირის საკუთარ ცოდვებზე. პირიქით, მარხვა შეიძლება ისე გავიდეს, რომ ერთხელ ცრემლიც არ ჩამოვაგდოთ საკუთარ ცოდვებზე. ამ ყველაფრისთვის მარხვაში უნდა მოვემზადოთ და მარხვა რომ დამთავრდება, არ მივეცემით გართობას, არ წავალთ იქ, სადაც მარხვაზე ყოფნის დროს წასვლისგან ვიკავებდით თავს. რატომ, მარხვით მთავრდება ადამიანის ქრისტიანობა? მხოლოდ ეკლესიაშია ადამიანი ქრისტიანი და რომ გამოვა ეკლესიიდან, მერე აღარ არის? ის, რაც ადამიანს მარხვაში ეკრძალება, რატომ არ ეკრძალება მაშინ, როცა მარხვა მთავრდება? ამ ყველაფერს ადამიანი უნდა დაუფიქრდეს და მიხვდება, რომ მისი მარხვა არ არის ზედაპირული, მისი მარხვის შემდეგი ცხოვრებაც ზედაპირულია. როდესაც ადამიანი გულწრფელად ტირის თავის ცოდვებზე, ეს მისთვის არის გზა ცხონებისკენ, გადარჩენისკენ, სიმდაბლისკენ, სიყვარულისკენ. ზოგმა ადამიანმა შეიძლება, ისიც თქვას – რა მაქვს სატირალი, მე თითქმის წმიდანი ვარ, რატომ უნდა ვიტირო? ეს ყველაფერი ძალიან შორს არის სულიერებისგან. წმიდა მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ ისინი, რაც მეტს იღვწოდნენ, მით უფრო განიცდიდნენ იმას, რომ ცოდვილები იყვნენ. ადამიანი რაც უფრო მეტად უახლოვდება უფალს, უფრო მეტად განიცდის, რომ ცოდვილია. როდესაც ადამიანი არ განიცდის ამ მდგომარეობას, ის დაშორებულია უფალს და თუ განვიცდით, მაშინ გვქონია გადარჩენისა და უფალთან მიახლოების შანსი.

– ადამიანების გარკვეული ნაწილი მთელი მარხვის განმავლობაში ლოცულობს, დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, მაგრამ როგორც კი მთავრდება მარხვა, მაშინვე წყვეტს ლოცვას, ეკლესიაში სიარულს და უფრო მეტად განიცდის სულიერ ბრძოლას.

– რა თქმა უნდა, მარხვის დამთავრებით არაფერი მთავრდება. როგორც აღვნიშნე, როდესაც მარხვა მთავრდება ჩვენს აზრებს, ფიქრებს ვამზადებთ, განვიწმედავთ სულს და ვემზადებით უფრო დიდისთვის, რაც შეიძლება, შეგვხვდეს ცხოვრების განმავლობაში. თუ ადამიანს არ ექნება შინაგანი სარწმუნოება, ის ვერ გადალახავს განსაცდელს, სულიერ სიძნელეებს. სხვა შემთხვევაში, ის ჩავარდება უიმედობაში, სასოწარკვეთილებასა და შეიძლება, ღმერთის გმობაშიც. ის, რომ მარხვის განმავლობაში ლოცვაა საჭირო და მერე – არა, რა თქმა უნდა, ამაზე ფიქრიც არ შეიძლება. როდესაც მარხვა მთავრდება, ჩვენ აღარ გვაქვს გული შემუსვრილი, გვიხარია, ვზეიმობთ, მაგრამ ადამიანმა, რაც მარხვის განმავლობაში პატარ-პატარა ნიჭი დააგროვა; საუნჯე რის მოპოვებაც შეძლო, უცებ არ უნდა გაფანტოს და არ უნდა გაანიავოს, საკუთარი ხელით არ უნდა გადაყაროს აქეთ-იქით. ვიმარხულე, ცრემლი ვყარე, დამთავრდა ახლა მარხვა და ეს ყველაფერი აღარაფერში მჭირდება – ეს სულიერებისგან ძალიან შორს არის. ადამიანი სულიერ სიმშვიდეს, გულის შემუსვრილობას, თავმდაბლობას, ასეთ განწყობას არა მხოლოდ მარხვაში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ინარჩუნებდეს და აღამაღლებდეს. თუ შენ გწამს, რომ მართლმადიდებლური აღმსარებლობა არის ჭეშმარიტი, უნდა იცხოვრო ჭეშმარიტი, სულიერი, შინაგანი ცხოვრებით, რადგან ეს არის ერთადერთი საშუალება იმისა, ადამიანი გადარჩეს. მაგრამ, ჩვენ თუ მხოლოდ გარეგნული მხარით ვისარგებლებთ, მაშინ დამერწმუნეთ, მართლმადიდებლობა არ იქნება ჩვენთვის გადამრჩენი სარწმუნოება. მართლმადიდებლობა კი არ აცხონებს ადამიანს, არამედ ადამიანი ცხონდება მართლმადიდებლობაში, თუ, რა თქმა უნდა, იმ წესს, მორალს, ზნეობას, იმ მსოფლმხედველობას გაჰყვება, რაც არის მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ჩადებული.

 

 

скачать dle 11.3