კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა:  დიდი ცოდვაა თუ არა უფლის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევა?

პასუხი: აღუსრულე უფალს ნათქვამი შენიო – გვასწავლის წმიდა წერილი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს არ უთხოვია, რაიმე პირობა მივცეთ, მაგრამ თუ ამ პირობას ადამიანი თვითონ, თავისი სურვილით დებს, უნდა შეასრულოს კიდეც. თუმცა, ადამიანი სუსტია და ზოგჯერ დადებული აღთქმის შესრულება მის ძალებს აღემატება. მაგრამ, უფალი ყველაფერს ითვალისწინებს. მიბრძანდით ეკლესიაში და მოძღვარს გაანდეთ, რაც გიჭირთ. ის თქვენი სულიერი ძალების გათვალისწინებით დაგეხმარებათ აღთქმის შესრულებაში ან გაგათავისუფლებთ მისგან.

კითხვა: როგორ და სად უნდა წარმოიდგინოს მორწმუნემ ღმერთი – ზეცაში, საკუთარ თავში თუ კიდევ სხვანაირად?

პასუხი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ღმერთი ყველგან არის და ხედავს ყველაფერ დაფარულს. უფლის მიმართ უნდა გამოხატავდეთ კრძალვასა და სიყვარულს მისი ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე.

კითხვა: ჩემს შვილს რელიგიის მასწავლებელმა აუხსნა, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელსაც უფალი არ აპატიებს მონანიების შემთხვევაში. ისიც ერთსა და იმავე ცოდვას სჩადის და მიმტკიცებს, მოვინანიებ და უფალი შემინდობსო. როგორ შევაგნებინო, რომ ცოდვა აღარ გაიმეოროს?

პასუხი: აუხსენით ბავშვს, რომ ცოდვა ჭეშმარიტად მიტევებულად ითვლება მაშინ, თუ მას აღარ გაიმეორებს. მონანიების არსი არის ცოდვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა და ბრძოლა მის აღმოსაფხვრელად.

კითხვა: შეიძლება თუ არა შეურაცხადი ადამიანის ზიარება? ის ხომ ვერ აცნობიერებს თავის ჩადენილს და არც სინანული გააჩნია?

პასუხი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეკლესია აზიარებს. მათთვის ეკლესიაში არის განსაკუთრებული ადგილი – სტოა, სწორედ იქ ხდება მათი ზიარება. მეტიც, თუ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი თვითმკვლელობას ჩაიდენს, მისთვის დაშვებულია წესის აგების შესრულებაც და ეკლესიაში მოხსენიებაც.

 

скачать dle 11.3