***
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და თავისი რუსული პასპორტი კრემლს ფოსტით გაუგზავნა.
დიმიტრი მედვედევმა მადლობა გადაუხადა მას და ამ პასპორტით ბანკიდან კრედიტი აიღო.
***
– ვახტანგ, გამაგებინე, რა მოხდა, ორმოცი წელი იცხოვრე ცოლთან და ახლა გაცვალე ახალგაზრდაში?
– შენ რა გესმის! იმ ძველ ცოლთან ღამით იმდენს ვწვალობდი: იქ ფანჯარა გააღე, ვალიდოლი ან წვეთები მიუტანე... ახალგაზრდა კი, საღამოს გავა, დილით დაბრუნდება, შენ კი გძინავს წყნარად...
***
ცხოვრებაში აბსოლუტურად შეუძლებელია სამი რამის გადაწყვეტა: გამოიგონო მუდმივი ძრავა, მოატყუო ებრაელი და გაუგო ქალს... თუმცა, მუდმივი ძრავის გამოგონების ცდები ნამდვილად იყო.
***
სამარშრუტო ტაქსიში მგზავრები შეკავებულად სუნთქავენ ოთხმაგი დოლბანდით ცხვირპირაკრულები. ამოვიდა ასეთივე ნიღბიანი კაცი, დაჯდა და მაშინვე ხველა დაეწყო...
მგზავრები შეშინებული შესცქერიან.
– ნუ ნერვიულობთ, ეს გრიპი არ არის, ტუბერკულოზია...
– ააა...
***
ამბობენ, უკრაინელებს ღორები სალის გამო უხდიან სამაგიეროსო.
***
რესტორანში მაგიდასთან მსხდომებმა ოფიციანტი იხმეს:
– შეჭამს თქვენი შეფ-მზარეული იმას, რაც ჩვენ მოგვიმზადა და თქვენ მოგვართვით?
– ჩვენი შეფ-მზარეულის მოვალეობაა საჭმელები აკეთოს და არა ჭამოს ისინი, რომ მერე საავადმყოფოებში იკოტრიალოს...
***
საგამოფენო დარბაზში:
– ამ ახალ ხელოვნებას ვერაფერი გავუგე...
– ძალიან მარტივ ხერხს გასწავლი: თუ შეგიძლია, რომ ნამუშევარს გარშემო შემოუარო – ეს სკულპტურაა, თუ კედელზეა დაკიდებული – ესე იგი, ნახატი.
***
ნამდვილი ინტელიგენტი არასდროს იტყვის: „იდიოტი შენ თვითონ ხარ“, ის იტყვის: „თქვენ არ გაქვთ საკმარისი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ჩემ მიმართ კრიტიკა გამოთქვათ“.