კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევიცნოთ მოყვასი

 

იგავი მოწყალე სამარიტელზე

„ერთი კაცი იერუსალიმიდან ქალაქ იერიქონისკენ მიდიოდა. გზად ყაჩაღები დაესხნენ თავს, უმოწყალოდ სცემეს, გაძარცვეს და იქვე დააგდეს ცოცხალმკვდარი. გამოიარა ერთმა მღვდელმა, დაინახა, თვალი აარიდა და გზა განაგრძო. გამოიარა მეორემ, ლევიტელმა და იმანაც გვერდი აუქცია. მესამე გამვლელი სამარიტელი იყო. დაინახა საბრალო კაცი და შეეცოდა. მივიდა, ჭრილობები შეუხვია, მოასულიერა, თავის სახედარზე შესვა და მახლობელ სასტუმროში მიიყვანა; სასტუმროს პატრონს ფული დაუტოვა და სთხოვა, კარგად მიეხედა მისთვის, თან დაჰპირდა, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, უკან მობრუნებისას გადაგიხდიო“.

ლუკა 10, 25-35.

ვინ არის მოყვასი ჩემთვის?

შენ თუ იცი, ვინ არის შენთვის მოყვასი? პასუხს ამ იგავში იპოვი, რომელიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ერთ რჯულის მცოდნეს უამბო.

ეს რჯულის მცოდნე უკეთური განზრახვით მივიდა იესოსთან და შეკითხვები დაუსვა გამოსაცდელად, იქნებ, რამე შეეშალოს და რჯულის კანონი დაარღვიოსო. მან ჯერ საუკუნო ცხოვრებაზე იკითხა, როგორ დავიმკვიდროთ სასუფეველიო. უფალმა რჯულის მცოდნეს ჰკითხა: რჯულის წიგნებში რა წერია, ღმერთი რას გეუბნება?

რჯულის მცოდნე იძულებული გახდა, თავის შეკითხვაზე თვითონვე გაეცა პასუხი და თქვა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი... და გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. უფალმა მას უთხრა, ასე მოიქეცი და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებო. საქციელწამხდარმა რჯულის მცოდნემ თავის გამართლება მოინდომა და ახლა ეს ჰკითხა იესოს: ვინ არის ჩემთვის მოყვასი? და უფალმაც საპასუხოდ გულმოწყალე სამარიტელის იგავი უამბო.

ალბათ, მიხვდი, ამ სამ გამვლელს შორის რომელია უმოწყალოდ ნაცემი კაცის მოყვასი – რა თქმა უნდა, ის მესამე, სამარიტელი, რომელმაც გულმოწყალება გამოიჩინა. ეს შერცხვენილმა რჯულის მცოდნემ აღიარა.

ვინ არიან ლევიტელი და სამარიტელი? ლევიტელები ებრაელთა იმ ტომს ეკუთვნოდნენ, რომლებიც მღვდელმსახურებას ასრულებდნენ და ხალხს ღვთისმოშიშებას ასწავლიდნენ. სამარიტელი კი, სამარიას მკვიდრს ერქვა, სამარია ებრაელთა მეზობელი მხარე იყო. სამარიტელებსა და ებრაელებს იმ დროს მტრობა ჰქონდათ ერთმანეთში. მღვდელი და ლევიტელი ებრაელები არიან, სამარიტელი კი მათი მტერია. ნაცემი ებრაელი თავისიანებმა არ შეიბრალეს, მტერმა კი შეიცოდა. სამარიტელმა დაინახა თუ არა გაჭირვებული, შეიწყალა და ზრუნვა არ მოაკლო მას, მოყვასივით მიიღო და ისე მოეპყრო, „ვითარცა თავსა თვისსა“.

ხომ ხედავ, რა დიდი სასწაული მოახდინა გულმოწყალებამ? – მტერი მოყვასად აქცია! მოყვასი იგივე მოძმეა, მახლობელია, მეგობარია. რა ჰქვია ამ ძალას, რომელიც მტერს მოყვასად გიქცევს და მოძულეს მოძმედ გაგიხდის? ეს ძალაა მოწყალება და სიყვარული.

ამ იგავით უფალი გასწავლის, რომ შენი მოყვასია ყველა გაჭირვებული და უბედური: ვისაც შია, სწყურია, სტკივა, სცივა, ვისაც ამცირებენ და შეურაცხყოფენ, და ისიც – ვინც სცოდავს. ყოველი მათგანი შენგან ელის ხელის გამართვას.

უფალი ყოვლისა მხილველია, შენს გულმოწყალებასაც დაინახავს და არც შენ მოგაკლებს თავის წყალობას.

 

скачать dle 11.3