კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

მაკედონია პირველ პრეზიდენტს დაემშვიდობა

94 წლის ასაკში, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი კირო გლიგოროვი გარდაიცვალა. გლიგოროვი 1991 წელს, ჯერ კიდევ იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალი მაკედონიის მეთაურად დაინიშნა. 1994 წელს კი, იგი პირველი დამოუკიდებელი არჩევნებით აირჩიეს პრეზიდენტად. 1999 წლამდე გრიგოროვი მეთაურობდა მაკედონიას და 1995 წელს მასზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც მისი მძღოლი დაიღუპა, თავად კირომ კი ცალ თვალში მხედველობა  დაკარგა. გლიგოროვის მთავარ მიღწევად სახელდება ის, რომ მაკედონია არ მონაწილეობდა არც ერთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში იუგოსლავიის ტერიტორიაზე. საინტერესოა, რომ კიროს ვაჟი – ვლადიმირი სერბეთის დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელია, რომლის ლიდერი სერბეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ბორის ტადიჩია.

ბრძოლა სენეგალის პრეზიდენტობისთვის

ცნობილმა მუსიკოსმა იუსუ ნ’დურმა სენეგალის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გააკეთა განცხადება. ნ’დურის კონკურენტი არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, აბდულა ვადი იქნება, რომელიც მესამედ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ვადი 11 წელია, რაც სათავეში უდგას სენეგალს და ქვეყნის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მესამე ვადით არჩევა კონსტიტუციის უხეში დარღვევა იქნება. იუსუ ნ’დური სენეგალის ოპოზიციიდან ყველაზე შესამჩნევი ფიგურაა და პოლიტიკაში მოსვლამდე ის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ საქმეში – იუნისეფის კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ასრულებდა აფრიკის ამ ქვეყანაში. მის ყველაზე ცნობილ კომპოზიციად, 1994 წელს ნენე ჩერისთან დუეტში შესრულებული სინგლია – „7 seconds”.

სარკოზი და მერკელი კომედიური სკეტჩის გმირები გახდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი 60-იან წლებში პოპულარული კომედიური სკეტჩის რიმეიკის მთავარი გმირები გახდნენ. ვიდეორგოლში, რომელიც „იუთუბიზე” უკვე ნახა ნახევარ მილიონამდე ადამიანმა, 90 წლის ქალბატონის დაბადების დღის სუფრაა აღბეჭდილი, სადაც მისი მოსამსახურე მამაკაცი ოთხი გამოგონილი სტუმრის როლს ასრულებს და პერიოდულად იცვლის ადგილს სუფრასთან. მერკელის სახე მოხუცი ქალბატონის სხეულზეა დადებული, ხოლო სარკოზი მოსამსახურეს განასახიერებს, პერიოდულად იცვლის სახეებს და მაყურებელს ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კამერონის, საბერძნეთის ექსპრემიერის – გეორგიოს პაპანდრეუს და ესპანეთის ექსპრემიერის – ხოსე-ლუის როდრიგეს საპატეროს სახეებს იღებს. რგოლზე დადებული ხმა გვამცნობს, რომ ასეთ ვითარებაში წყდება ევროზონის გადარჩენის პოლიტიკა.

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მეთაურია

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის აწ გარდაცვლილი ბელადის, კიმ ჩენ ირის უმცროსი ვაჟი-კიმ ჩენ ინი, ფხენიანიში გამართული მუშათა პარტიის პოლიტბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დაინიშნა ჩრდილოეთ კორეის არმიის მთავარსარდლად და ქვეყნის მეთაურად. პოლიტბიუროს წევრები, კიმ ჩენ ირის 2011 წლის 8 ოქტომბერს დაწერილი ანდერძით ხელმძღვანელობდნენ და კიმ ჩენ ინი მრავალი ტიტულით, მათ შორის „დიადი ლიდერის” ეპითეტითაც შეამკეს, რასაც მანამდე მხოლოდ კიმ ჩენ ირის და კიმ ირ სენის მიმართებაში იყენებდნენ. კიმ ჩენ ინმა თავის პირველივე გამოსვლაში განაცხადა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს პოლიტიკურ კურსს და რაიმე სახის გარიგება სამხრეთ კორეასთან გამორიცხულია. 

 

скачать dle 11.3