კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზარალაუნაზღაურებლები

„მკვირცხლთა ნებაზე არ არის რბოლა და არც მამაცთა ნებაზე – ომი“

 

მართალია, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოშივე გვპირდებოდა მაშინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, რომ რფ-ის შეიარაღებულ ძალებს მსოფლიო თანამეგობრობა ბორჯომის გადამწვარ ტყეებს ძმრად ამოადენდა (გვაიმედებდა, ქვას რომ გახეთქავს ისეთ დოკუმენტებს წარვადგენთო), მაგრამ, რაკი „არც მკვირცხლთა ნებაზეა რბოლა და არც მამაცთა ნებაზე – ომი“, რფ-ის ჯარებისთვის, არც მათი სარდლობისთვის, არავის ბუზიც კი არ აუფრენია და ტყეებიც გადამწვარი შეგვრჩა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეგულაცია ქვეყნის  მოქალაქეებისთვის გამკაცრდა. „კანონში გარემოს დაცვის შესახებ“ უკვე შესულია ცვლილება, რის თანახმადაც, გარემოსთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 წელი იქნება. 

მეტიც, ახალი რეგულაციით ისიც დადგინდა, რომ პირს გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის დაკისრება ზიანის ანაზღაურებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. ხოლო, თუ დამზიანებელი გადახდის ვადებს დაარღვევს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,5 პროცენტიც დაერიცხება (ერთი ისაა, რომ ჯარიმის ჭერი ასანაზღაურებელი, მთლიანი თანხის 10 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს).

ცხადია, ოთხივე კიდურით მისასალმებელია ქართული სახელმწიფოს ზრუნვა გარემოზე (მით უფრო, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, მხოლოდ ზრდილობის გამო არ ვამბობ, უმეტესობა-მეთქი, გარემოს, მაინცდამაინც, დიდი სიყვარულითა და მოქალაქეობრივი შეგნებით არ იცავს), თუმცა ურიგო არ იქნებოდა, ამის პარალელურად, იმ ზიანზეც თუ დააწესებდნენ ჯარიმებს, რაც ამ ჩვენს ქვეყანას (და არა ოდენ მის ბუნებას) ამა თუ იმ ჩინოვნიკის გადაწყვეტილებამ, მავანი და მავანი კანონმდებლის მიერ უხეიროდ დაწერილმა კანონმა, ისევე, როგორც ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ უხერხემლოდ მომზადებულმა სარჩელებმა მიაყენა.

 

скачать dle 11.3