კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოსტფაქტუმ SURPRISE

 

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მელანი არც კი შეშრობოდა, მეტიც, ის უკვე გამოემზეურებინათ „საკანონმდებლო მაცნის“ ელექტრონულ გვერდზე, რომ ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორი ქვეყნის ელჩმა შეგვიცაცხანა და ეს გამოქვეყნებული კანონი გადაკეთდა („მეფის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაი-ლაი“!). შესაბამისად, კანონის ამოქმედებამდე პოლიტიკური გაერთიანებების ანგარიშზე შედინებული ფული უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება და ეს დათქმა მხოლოდ კანონის ძალაში შესვლიდან ამოქმედდება. ყოველ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ირწმუნებიან, რომ ხსენებული კანონი დამტკიცებისა და გამოქვეყნების შემდეგ გადაკეთდა, რასაც მმართველი გუნდი, ბუნებრივია, უარყოფს. მეტიც, ოდენ პოსტფაქტუმ, ანუ 2012 წლის დასაწყისში შევიტყვეთ, რომ ამ ჩვენს იუსტიციის მინისტრს 2011 წლის 29 დეკემბერს ბრძანება გამოუცია და „საკანონმდებლო მაცნისთვის“ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პუნქტუაციურ-ორთოგრაფიულ-ნუმერაციული ჩასწორებების უფლება მიუცია პარლამენტის ჩარევისა და თანხმობის გარეშე.

არასამთავრობოელები და ოპოზიცია ზემოხსენებულ ბრძანებას სწორედ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს“ უკავშირებენ და ახლა უკვე მის გაუქმებას მოითხოვენ. თავის მხრივ, „საკანონმდებლო მაცნეც“ ავრცელებს სპეცგანცხადებას (რამეთუ ბრძანების არასწორი ინტერპრეტაციით შეშფოთებულა): „იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებში არ არსებობს სარედაქციო განყოფილებები (მერედა, ვინ უშლის, რომ იარსებოს?!), ცალკეულ შემთხვევებში, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ფიქსირდება ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და ნუმერაციასთან დაკავშირებული ხარვეზები.“ ამიტომაც ამ ორგანომ თავის თავზე აიღო „ამ ხარვეზის გასწორება, როგორც განმარტავენ, „იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზის (ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და ნუმერაციის) გასწორებით არ იცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.“

და იქვე ვაწყდებით, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო დეტალს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საკანონმდებლო მაცნეს (საინტერესოს, რადგან „საკანონმდებლო მაცნის“ და არა „საკანონმდებლო მაცნეს“) აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება საქართველოს კანონების ტექსტსა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე.“

თავი რომ დავანებოთ ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს, სანამ ხელს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ორთოგრაფიულ-პუნქტუაციურ შეცდომების გასწორებას  მოჰკიდებდნენ ხელს, იქნებ საკუთარი სახელწოდების მართებულად ბრუნება დაესწავლათ?

P.S. იხ. „ე“-თი დაბოლოებული სახელების ბრუნება!

 

скачать dle 11.3