კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არ დატოვა რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილმა ბაბუა მარტო და რისი ყურება გახდა მისთვის აუტანელი

 „არავისთან დავიწყებ სერიოზულ ურთიერთობას, სანამ ისეთი სიყვარული არ მექნება, როგორიც ბებიას და ბაბუას”... – უმცროსი ნატაშა ჩხიკვაძე დღეს საოცარი ემოციითა და თვალზე ცრემლით საუბრობს რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების ურთიერთობაზე, რაც ასე ავსებდა მასაც. ამ დიდი ტკივილისა და დანაკლისის გაზიარებას ქართველი მაყურებლისთვის ნატაშა 28 თებერვალს, ბაბუს დაბადების დღეზე აპირებს.

 

 ნატაშა ჩხიკვაძე: ბებია და ბაბუა ძალიან საინტერესო წყვილი იყო, ერთმანეთთან ურთიერთობაშიც და ჩვენთანაც. ვერ ვიტყვი, რომ ნატაშა ტიპიური ბებია იყო. მას აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვებოდი. დამირეკავდა და მკითხავდა: „ნუ, კაკ ტამ პაკლონნიკი”? აინტერესებდა ყველაფერი ბიჭებზე, ტანსაცმელზე, სწავლაზე. ხშირად დავდიოდით მაღაზიებში ერთად და მისგან გამომდინარე, კლასიკური, ელეგანტური სტილი მეც მიყვარს. ძალიან უყვარდა, ჩემთვის ტანსაცმლის ჩუქება და გიჟდებოდა როდესაც კარგად გამოვიყურებოდი. იმდენად გახსნილი ურთიერთობა მქონდა ორივესთან, ისე ახლოს ვიყავით, რომ პატარაობისას ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო ბაბუაჩემზე ასეთი ამბავი. ვიცოდი, რომ დიდი მსახიობია, ვგიჟდებოდი მის ფილმებზე, სპექტაკლებზე, რომლებიდანაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი მაქვს ცოცხლად ნანახი, მაგრამ, მაინც მიკვირდა მის მიმართ ყურადღება. ახლა უფრო დავინახე მაყურებლის, მისი თაყვანისმცემლების თვალით და აღარ ვხედავ მას მხოლოდ ერთ – ბაბუის ჭრილში.

– მათი ურთიერთობის შესახებ რა შეგიძლია გაიხსენო?

– ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მძაფრად მახსოვს. ხომ წარმოგიდგენიათ, ბებიაჩემი როგორ ნერვიულობდა  და ბოლოს სწორედ ამით გარდაიცვალა. საოცრად უვლიდა ბაბუას, სულ მასთან ერთად იყო. დასაძინებლად რომ დაწვებოდნენ, ბებია ბაბუას სამჯერ პირჯვარს გადასწერდა, მის ჯვარს აკოცებდა და მერე იძინებდნენ. ღმერთს სულ იმას ეხვეწებოდა, ოღონდ რამაზი გადაარჩინე, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებო. ბაბუაჩემი თავმდაბალი ადამიანი იყო, არ უყვარდა დიდად სითბოსა და ემოციების გამოხატვა, არ უყვარდა ჩახუტება, კოცნა, მაგრამ, რომ ვკოცნიდი, ვხედავდი როგორ უხაროდა და სიამოვნებდა. „კოცნიას“ მეძახდა, დამანებე თავი, შე კოცნიაო და თან ვხედავდი, როგორი სიამოვნების ღიმილი ეფინებოდა სახეზე. ერთადერთი, ბებიას მიმართ იყო საოცრად თბილი. ისეთ სასიყვარულო სახელებს ეძახდა, ისე ეფერებოდა და ჰკოცნიდა, გეგონებოდა, თექვსმეტი წლის ბავშვებს უყვართ ერთმანეთიო. მათი ამდენწლიანი ურთიერთობა არ გადაზრდილა არც შეჩვევაში, არც რუტინულ ცოლქმრობაში, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ანთებული სიყვარული ჰქონდათ. ერთხელ ვთქვი, მანამ არ გავთხოვდები, სანამ ვინმე ასე არ შემიყვარდება-მეთქი. ეს კი რთულია, მართლა ძალიან რთული.

– მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ. 

– ბებია სულ მეუბნებოდა, ძალიან დიდხანს უნდა იფიქრო, სანამ რამეს გადაწყვეტ; არ მინდა, სისულელე დაუშვაო. სულ მათ გვერდით ვიყავი, ამ სიყვარულს ვუყურებდი და, მართლა არ მეპატიება შეცდომის დაშვება. ბაბუა სპექტაკლების წინ საშინლად ნერვიულობდა...

– მძიმე ხასიათი ჰქონდა ბაბუას?

– არა, მძიმე მართლა არ ყოფილა. ჩუმი, წყნარი კაცი იყო. მის ხმამაღალ სიტყვას თუ გავიგებდი, ეს ნიშნავდა, რომ მართლა რაღაც ძალიან სერიოზული დავაშავე. ჩხუბი და ყვირილი ძალიან შორს იყო ჩვენი ოჯახისგან.  

– შენი ამბავიც მოგვიყევი, ვიცი თბილისში არ ცხოვრობ.

– 5 წლის ვიყავი, როდესაც მამამ პრაღაში დაიწყო მუშაობა – „ორბის” ავიახაზების ოფიციალური წარმომადგენელი იყო პრაღაში და მთელი ოჯახი წაგვიყვანა. ბებია და ბაბუა ძალიან ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან. ვერც კი ვგრძნობდი მათ სიშორეს, იმდენად ხშირად ვიყავით ერთად. ორივეს ძალიან უყვარდა კარლოვი ვარი, ბაბუა ყველაზე კარგად იქ ისვენებდა და სულ ერთსა და იმავე სასტუმროში დადიოდნენ. სკოლა და კოლეჯი პრაღაში დავამთავრე, იქ ვსწავლობ უნივერსიტეტში და წელს ვამთავრებ.

– ფიარის განხრით ხომ?

– დიახ. ეკონომიკური მაქვს დამთავრებული კოლეჯში, კურსები მაქვს გავლილი დიზაინში და ბავშვობაში ვმოდელობდი კიდეც. ნატაშა ამ ამბავზე გიჟდებოდა, სახლში დიდი სურათი ეკიდა ჩემი პირველი ჩვენებიდან. უზარმაზარი კაბა მაცვია. ახლა მეცინება ამ ყველაფერზე – ჩემი მონაცემები და სიმაღლე შორს არის მოდელის სტანდარტისგან (იცინის). 

– 28 თებერვალს ჩვენებას უძღვნი ბაბუას და ბებიას ხსოვნას?

– დიახ და მოვყვები ამის იდეა საიდან წამოვიდა: მე და ბებია ერთად ვემზადებოდით ჩვენებისთვის. ყოველთვის ვრთავდი ჩემს საქმეებში, აბსოლუტურად ვენდობოდი მის გემოვნებას ნებისმიერ საკითხში. ვერ წარმოიდგენთ, მის გარეშე ამ ყველაფრის კეთება ჩემთვის რამდენად რთულია. ბავშვობიდან ვხატავ, ხშირად ტანსაცმელსაც ვხატავდი. ბოლო პერიოდში დახატული რაღაცეები ვაჩვენე და მოეწონა.

 ზოგიერთ კოსტიუმში კორექტივები შეიტანა, გადააკეთა და, მოკლედ, ბოლომდე ჩაერთო ამ საქმეში. ეს ხდებოდა ორი წლის წინ. იმ პერიოდში თან ვმუშაობდი და დიდად არ მქონდა ამისთვის დრო. მერე გერმანიაში წავედით, ბაბუა იქ მკურნალობდა და იქაც განვაგრძე ხატვა. ჩვენება ორ ნაწილად იქნება გაყოფილი და მეორე ნაწილის ძალიან ბევრი კოსტიუმი ბებიას იდეებით იქნება წარმოდგენილი. მოკლედ, ასე გადაწყდა ჩვენების გაკეთება და ვთქვით, პრაღაში რომ ჩავალთ, ამაზე აქტიურად დავიწყოთ მუშაობაო. ბებიას გარდაცვალება დღემდე არ მჯერა, მართლა. სულ თვალწინ მაქვს ის მომენტი, კარლოვი ვარში ცუდად რომ გახდა და გარეთ რომ გამიშვეს. ოთახში არ მიშვებდნენ. ის ჩემთვის ყველაფერი იყო. ბებიას გარდაცვალების შემდეგ თბილისში ჩამოვედით და ვცდილობდი, ხატვაში გადამეტანა ეს მონატრება. მალევე მიწევდა პრაღაში დაბრუნება და ძალიან რთული იყო ბაბუას დატოვება. წასვლის წინ მასთან მივედი, ძილ-ბურანში იყო, შევაღვიძე და ვთხოვე: გეხვეწები, დამელოდე, უჩემოდ არ წახვიდე, ძალიან გთხოვ, ძალიან მიყვარხარ-მეთქი. არსად არ წავალ, მე შენ გელოდებიო, ასე მიპასუხა. იქ წასვლაზე რთული ჩემთვის არაფერი ყოფილა. ვიცოდი, რომ არ დამელოდებოდა. ნოემბერში ჩემი დეიდაშვილის ქორწილში უნდა ჩამოვსულიყავი და, შინაგანად ვგრძნობდი, ნოემბრამდე ვერ გაძლებდა. 

– ბოლო ფოტოები, „ფეისბუქზე” რომლებიც გავრცელდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო.

– ძალიან მეწყინა ამ ფოტოს გავრცელება. ვიღაცამ ჩუმად, ბებიას პანაშვიდზე გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ეს ფოტო უკვე თბილისში ყოფნის დროს ვნახე. პრაღაში ვერ გავჩერდი, მეორე დღესვე დავურეკე მამაჩემს, აქ ვერ გავძლებ-მეთქი. უნივერსიტეტში ამბები გავარკვიე და ერთ კვირაში ისევ თბილისში ვიყავი. იქ ყოფნისას რომ გამეგო მისი გარდაცვალების ამბავი, ალბათ, გავგიჟდებოდი. რომ დავურეკე და ვუთხარი, ბაბუ, მოვდივარ-მეთქი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა.

 

– ანუ, საღ გონებაზე იყო?

– კი, ბოლო დღემდე. 

– რა იყო მისი დიაგნოზი?

– სწორი ნაწლავის სიმსივნე ძალიან მძიმე ფორმებში და, თამამად შემიძლია, ვთქვა, ბებიამ აცოცხლა ამდენი წელი – არ ნებდებოდა. როდესაც ეუბნებოდნენ, თავი დაანებეო, ბრაზდებოდა, კბილებით იბრძოდა დაავადების წინააღმდეგ. სულ ამბობდა, ვერ მივუშვებო. ერთი სიტყვით, წამოვედი. ბაბუას არ ვუთხარი, აკადემიურს ვიღებ-მეთქი, ეს არ ესიამოვნებოდა, ჩემს სწავლაზე ჰქონდათ აქცენტი გადატანილი ყოველთვის. სულ აქტიურობდნენ, რომ კარგ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სწორი პროფესია ამერჩია, თორემ, მე მსახიობობა მინდოდა, რისიც კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ.

– რატომ?

– ამ გადმოსახედიდან ვხვდები მართლები იყვნენ. ახლა ორი ძალიან ძლიერი პროფესია მაქვს. შეიძლება, რაღაც არტისტული ნიჭი არის ჩემში, მაგრამ, არა იმხელა, რომ ჩემი გვარით ამ პროფესიაში შესვლა ადვილი ყოფილიყო. რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი როგორ უნდა დადგეს სცენაზე და იყოს საშუალო მსახიობი?! ეს სირცხვილია. ამას ჯობია, ვიყო პირველი იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ. ამის კომპლექსი ყოველთვის მქონდა. სულ ვცდილობდი, ისე მესწავლა, ისე მეცხოვრა, რომ ჩემით ეამაყათ. ყოველთვის იმასაც განვიცდიდი, რომ არ ეთქვათ: აი, ეს აქ იმიტომ მოხვდა, ამ საფეხურზე იმიტომაა, რომ ამის და ამის შვილიშვილიაო. გვარით სარგებლობა ჩემთვის მიუღებელია, ამიტომაც მიადვილდება სხვა პროფესიაში ყოფნა. 

– ანუ, ბოლო დღეები ბაბუასთან ერთად გაატარე?

– სულ მასთან ერთად ვიყავი, ვაჩვენებდი ჩემს ნახაზებს. ძალიან მოსწონდა კაბები და, ისიც, რომ ვენდობოდი და აზრს ვეკითხებოდი. სულ მარიგებდა; ისტორიაში, ლიტერატურაში, გეოგრაფიაში გამოცდებს მიტარებდა. 

– ნატაშას გარდაცვალების შემდეგ, ალბათ, ძალიან მოტყდა.

– ბებიას გარდაცვალებამდე ყველა ვნერვიულობდით იმაზე, თუ როგორ ჩამოგვეყვანა თბილისში, როგორ გადაიტანდა ფრენას. ბებიას გარდაცვალების შემდეგ ბაბუა დაჯდა და თქვა: თბილისში უნდა ჩავიდე, რომ ჩემი ნატაშა ღირსეულად დავკრძალო, მერე კი უკვე ღმერთის ნებაა, როდის წავალო. ყველაზე მძიმე მომენტი იყო, როდესაც საფლავის ნახაზს, თუ როგორი უნდა გაკეთებულიყო მისი საფლავი, ხელი თავად მოაწერა. გვერდით ვეჯექი და ამის ყურება ისეთი აუტანელი იყო, ვერ აგიწერთ. ყველამ ვიცოდით, თვითონ კი – ყველაზე კარგად, რა ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ბევრი ვარიანტიდან თავად აარჩია, რომ მათ საფლავზე ყოფილიყო ის, რაც დღესაა. 

– შენს ძმაზეც გვიამბე.

– პატარა რამაზიკო უსაყვარლესი, მოუსვენარი ბავშვია. იმდენად ჭკვიანია, რომ ტვინი მოსვენების საშუალებას არ აძლევს. ახლა, ვალენტინობას, 15 წლის ხდება. ბებია და ბაბუა გიჟდებოდნენ მასზე. ჯერჯერობით სკოლაში სწავლობს.

– მოდი, ბოლოს, ჩვენებაზე ვისაუბროთ: რას აპირებ?

– 28 თებერვალს, ბაბუს დაბადების დღეს, ძალიან დიდი საღამო კეთდება მის ხსოვნასთან დაკავშირებით, რომლის რეჟისორიც ბატონი გოჩა კაპანაძეა. საღამოს დაწყებამდე კი იქნება ჩვენება: პირველ ნაწილში ვაჩვენებ სამოსს, რომელზეც დაპრინტული იქნება ბაბუას ნახატები და მისი სახასიათო ფოტოები როლებიდან. ბევრმა არ იცის, თუ რა კარგად ხატავდა ბაბუა. მისი აბსტრაქციები სამოსს ძალიან მოუხდა. პარალელურად, ამ ნახატების გამოფენაც იქნება. ჩვენების მეორე ნაწილში კი, ჩემი და ბებიას ერთად შექმნილ სამოსს წარმოვადგენ. მსურს, ეს ჩვენება ორივეს მივუძღვნა. საშინლად ვნერვიულობ. მინდა, ყველაფერი ისე ელეგანტურად, სადად და გემოვნებით იყოს, მათ რომ მოეწონებოდათ. მიჭირს მათ გარეშე, უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ეს ყველაფერი მათი მოსაწონი გამოვიდეს. ჩვენების შემდეგ იქნება საღამო. ასევე, გაიხსნება დაფა, ჭავჭავაძის ¹5-ში, სადაც ბოლოს ცხოვრობდნენ. ქუჩას დაერქმევა მისი სახელი, ალექსანდროვის ბაღის ერთ ნაწილს კი, აზდაკის ბაღი დაერქმევა და საფუძველი ჩაეყრება აზდაკის ქანდაკების კეთებას. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ისე, როგორც მათ ეკადრებათ.

 

 

 

скачать dle 11.3