კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** მაღაზიაში რამდენიმესაათიანი მორიგი ვოიაჟის შემდეგ მოთმინებადაკარგულ სიძეს სიდედრი ეუბნება: – თუ შენ ასე არ მოგწონს მაღაზიებში ჩემი ტარება‚ მართვის მოწმობას ავიღებ და შენი მანქანით თვითონ ვივლი ხოლმე. – ჯობია‚ მფრინავის მოწმობა აიღე, მფრინავის – გადაა

 

– მიხო‚ შენა ორი ბიჭი არა გყავ? ერთ მანქანას რო ყიდულობ‚ მეორეც წაიღე‚ დახოცავენ ბიჭები ერთმანეთს... რას ძუნწობ?

– ვძუნწობ კი არა... ბოქსიორები მინდა რომ გამოვიდნენ და „ვატრინიროვკებ...“

*** 

ზის სამი ბუდისტი ლოტოსის პოზაში.

– სანამ გამონათებას ვიგრძნობდი და ტრანსს მივაღწევდი, ხუთი წელი ვვარჯიშობდი‚ – თქვა პირველმა.

– მე მაგისთვის მხოლოდ სამი წელი დამჭირდა‚ – თქვა მეორემ.

– მე კი, თავში აგურის ერთი ჩარტყმაც მეყო... – თქვა მესამემ.

 

*** 

მამაკაცს ორ შემთხვევაში ესმის ქალის – ქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ.

*** 

„შეიძინეთ „სისხლის სამართლის კოდექსი“ ყველაზე ექსტრემალური გართობების „პრაისი“!

*** 

ამბობენ‚ მათემატიკოსები უსასრულობამდე სვამენ‚ ფიზიკოსები – სიმძიმის ცენტრის დაკარგვამდე‚ ბუღალტრები კი – ბალანსის...

*** 

მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტების დიალოგი:

– ლიკ‚ გინდა‚ ჩემთან ავიდეთ სახლში, არავინაა და გავაკეთოთ ის‚ რაც არ შეიძლება...

– რა‚ ნულზე გაყოფა?

*** 

განსაკუთრებული აღფრთოვანებით ხვდებიან პენსიის ყოველ მომატებას... მოხუცთა შვილები და შვილიშვილები.

*** 

სალონში სარკის წინ ზის ახალგაზრდა‚ ძალიან გრძელი‚ ხვეული და გაწეწილი თმა აქვს, პარიკმახერი მაგნიტით ხელში უვლის გარშემო.

– ეს რა, თმის შეჭრის ახალი სტილია? – ეკითხება ახალგაზრდა.

– სტილი კი არა... მაკრატელს ვეძებ.

*** 

საბანკო კრიზისის პრობლემებიდან გამომდინარე‚ ბანკებმა გადაწყვიტეს, თავიანთ მეანაბრეებს ფულის ნაცვლად მისცენ „საპატიო მეცენატის“ სერტიფიკატი.

*** 

ბავშვობაში სპორტზე მატარებდნენ‚ თითქმის 6 თვე ვიარე კრივზე... მერე მსხალი იყიდეს და...

*** 

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ სცენას უბრუნდება შოუ-ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის წინასწარ გამართავს საჩვენებელ გამოსვლას‚ თუმცა, რის ჩვენებას აპირებს‚ ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

*** 

 დაღამდება თუ არა, სოფლის კაცები მიხოსთან იკრიბებიან‚ ორ-სამ ჭიქას გადაკრავენ‚ დომინოს ურახუნებენ‚  მასლაათობენ... დააკვირდნენ, რომ ვანუა სულ ერთი და იმავე გზით მოდის‚ თითქოს ერთი ხაზიაო გასმული‚ გვერდზე ერთ ნაბიჯსაც არ დგამს‚ თუნდაც უკუნეთი სიბნელე იყოს‚ თანაც, ფანარსაც არ იყენებს... გადაწყვიტეს გააშაყირონ – გზაზე ნაკელი დაუდეს და ელოდებიან. ზუსტად თავის დროზე შემოაღო ვანუამ კარი.

– ხალხო‚ ნახეთ‚ როგორ გადავრჩი‚ კინაღამ ამაში ფეხი არ ჩავაბიჯე?! – და ხელი‚ რომელშიც ნაკელი ეჭირა‚ მაღლა ასწია.

*** 

ამონაწერი ახსნა-განმარტებითი ბარათიდან:

„მან მიწოდა ის‚ რითაც მე მამაჩემმა შემქმნა“.

*** 

სვანი მამაკაცი ქალს „კერავს“.

– ეჰ‚ ვიცი თქვენი ამბავი‚ თქვენ მხოლოდ სექსი გინდათ‚ ჩვენთვის‚ ქალებისთვის კი ყურადღებაა უპირველესი...

– ყურადღება! ახლა კი იქნება სექსი... – არ დაიბნა სვანი.

*** 

– ესე იგი‚ თქვენ ჩემს ქალიშვილზე გსურთ დაქორწინება. შეგიძლიათ მითხრათ‚ რისი პატრონი ხართ‚ რით აპირებთ ჩემი ქალიშვილი არჩინოთ?

– ჩემს განკარგულებაში დაახლოებით 300 000 ევრო იქნება.

– ო‚ ეს არც ისე ცუდია... თუ ამას ჩემს 300 000 ევროსაც მივუმატებთ‚ რასაც ჩემს ქალიშვილს მზითევში მივცემ...

– იცით‚ ეგ თანხა უკვე მივუმატე...

*** 

პოლიციაში ტიპი მივიდა.

– ორი დღეა‚ ჩემი ცოლი არ ჩანს – სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სადაც კი შეიძლებოდა‚ მისულიყო‚ ყველგან მოვიკითხე‚ მაგრამ... იქნებ‚ მომიძებნოთ...

– მეუღლის ფოტო თუ გაქვთ?

– კი‚ როგორ არა...

დახედა პოლიციელმა ფოტოს, თვალები გაუფართოვდა და კაცს ეკითხება:

– უკაცრავად‚ თქვენ ნამდვილად გინდათ‚ რომ ის ვიპოვოთ?..

*** 

– ბიჭო‚ შენ რა გესმის მუსიკის და, საერთოდ‚ სად იყავი‚ მე რომ ლენონი მიყვარდა და მაბოდებდა?! სცენაზეც კი ვამბობდი მასზე ლექსებს: „ლენონს უყვარდა ბავშვები‚ თავს ევლებოდა პატარებს‚ ამბობდა: მათთან თამაში‚ გულს მიხალისებს‚ მახარებს...“

*** 

სვანი სტუმრადაა. ჭამს „ხალადეცს“‚ გადმოიღო მეორე ნაჭერი‚ მესამე... თან‚ სადაც შავი პილპილის ბურთულები შეხვდა‚ ხელსახოცზე დადო‚ შემდეგ შეახვია და ჩიბეში ჩაიდო. გამომშვიდობებისას დიასახლისი ეუბნება:

– შეგამჩნიეთ‚ ჩემი გაკეთებული „ხალადეცი“ მოგეწონათ და გაგატანთ‚ აი‚ მოგიმზადეთ...

– არა‚ რად მინდა‚ თესლი მიმაქვს...

*** 

– სამუშაო 10 საათზე იწყება‚ თქვენ კი რომელ საათზე მოხვედით? უკვე 11-ია‚ რა ხდება?

– იცით ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ამეკიდა‚ მთელი გზა უკან მომყვებოდა...

– უკან მოგყვებოდა‚ წინ ხომ არ გადაგიდგა‚ ან ხელით ხომ არ დაგიჭირა?

– არა‚ უკან მომყვებოდა‚ მაგრამ, ძალიან ნელა...

*** 

მამაკაცი თამბაქოს მაღაზიაში შევიდა‚ ხელში სიგარეტი უჭირავს.

– უკაცრავად‚ ბატონო‚ აქ არ ეწევიან.

– რა მოხდა? ვითომ რატომ არ უნდა მოვწიო‚ აქ ხომ სიგარეტებს ყიდით და მოწევა აკრძალეთ? ყველას უნდა შეეძლოს აქ მოწევა‚ ის კი არა, ამ ქუჩაზე მოსაწევი ადგილი სწორედ აქ უნდა იყოს, ეს ერთგვარი რეკლამაც იქნება...

– მაპატიეთ‚ მაგრამ, ეგ ლოგიკა არ გამოგადგებათ. სიახლეს ხომ ადვილად აიტაცებენ და, აფთიაქებზეც რომ გავრცელდეს?! – იქ  ხომ პრეზერვატივები იყიდება?..

*** 

– იცით‚ გოგოებო‚ ძალიან ვკომპლექსდები ჩემი გარეგნობის გამო...

– დაიკიდე‚ მე მომბაძე – ხომ ხედავ, მე სულაც არ ვკომპლექსდები შენი გარეგნობის გამო.

*** 

– მაპატიეთ‚ ბატონო‚ ვერ შეგიშვებთ‚ ეს ელიტური კაზინოა‚ თქვენ კი ჰალსტუხი არ გიკეთიათ.

– კი მაგრამ‚ ეს ბატონი რომ თითქმის შიშველია?!

– ჰო, მაგრამ‚ ის გამოდის...

*** 

– ახლა მე რომ შენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმოგეცი‚ ესე იგი, ჯაშუში გამოვდივარ?

– არა, ჯაშუში მე ვარ‚ შენ – უბრალოდ‚ გამყიდველი.

 

скачать dle 11.3