კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: მოგახსენებთ, რომ ვარ ეგრეთ წოდებული „ატსტუპნიკი“. ძველ მესაკუთრესთან დადებული შინაურული ხელშეკრულების თანახმად 1960 წელს ვიყიდე 50 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, რომელსაც მივაშენე 35 კვადრატული მეტრი აღნიშნულ ფართთან ერთად, ვფლობ მოშორებით ეზოს სიღრმეში არსებულ სათავსოს (ვიყენებ, საკუჭნაოდ და აბანოდ). აღნიშნული მიჩნეულ უნდა იქნას თუ არა საცხოვრებელ ფართში?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, „საცხოვრებელი ფართის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საცხოვრებლად განისაზღვრება ის ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის, ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით. როცა სახეზეა რეგისტრაციით და კომუნალური გადასახადების გადახდით წარმოშობილი ურთიერთობა და მოსარგებლე მიუთითებს, რომ საცხოვრებლად, ფაქტობრივად დაკავებულ ფართთან ერთად, ფლობს ეზოს სიღრმეში არსებულ სათავსოს (საკუჭნაოდ, აბანოდ...), აღნიშნული მიჩნეულ უნდა იქნას საცხოვრებელ ფართში. მოცემულ ფართზე დათმობის გარიგების არსებობა კი, უნდა დადასტურდეს უშუალოდ აღნიშნული ფართის მოხმარების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებებით.

კითხვა: ჩემი მეუღლე მუდმივად მაყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს სახლიდან გამომაგდო, წამოვიყვანე მხოლოდ ჩემი უფროსი, 2 წლის შვილი, ხოლო მეორე – ერთი წლის ბავშვი ჩემმა ქმარმა არ გამომატანა. ბავშვი ავადმყოფია. აქვს გადატანილი სხვადასხვა სახის დაავადებები. საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემი ქმარი მას არ მკურნალობს. მაქვს თუ არა უფლება სასამართლოს დასრულებამდე დავიბრუნო შვილი აღსაზრდელად?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ როგორც ბავშვის დედას, გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ დროებითი განკარგულება, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემის თაობაზე.

კითხვა: ვარ 70 წელს მიღწეული შვილმკვდარი დედა, მყავს 3 შვილიშვილი. შვილიშვილებს, ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ, ვაჩუქე საცხოვრებელი სახლი (სადაც მე ვცხოვრობდი). ჩემმა შვილიშვილებმა, ბინის ჩუქებიდან 3 თვის შემდეგ, მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეს, მაიძულებენ დავცალო ბინა. აღნიშნულის გამო კი ქუჩაში აღმოვჩნდები უპატრონოდ. გთხოვთ მაცნობოთ, მაქვს თუ არა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სახლის უკან დაბრუნების უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს მჩუქებელს. ასეთ შემთხვევაში, მჩუქებელს შეუძლია, გაჩუქებული ქონება უკან გამოითხოვოს.

კითხვა: გავასესხე თანხა, რომლის თაობაზეც შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოვალემ არ აასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მივმართე არბიტრაჟს, მოვითხოვე თანხის დაკისრება და ბინის რეალიზაცია. გადაწყვეტილება და სააღმსრულებლო ფურცელი წარვადგინე სააღმსრულებლო ბიუროში, ბინაზე ყადაღის დადებამდე მესაკუთრემ გაასხვისა ბინა. აღნიშნულის გამო სააღმსრულებლო ბიურო უარს აცხადებს სააღმსრულებლო ფურცლის აღსრულებაზე, იმ მოტივით, რომ იპოთეკით დატვირთული ბინა დღეის მდგომარეობით აღარ ირიცხება ძველ მესაკუთრის სახელზე, გთხოვთ მაცნობოთ, ვის უნდა მივმართო, აქვს თუ არა აღმასრულებელს უარის თქმის უფლება და აღსრულდება თუ არა გადაწყვეტილება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სააღმსრულებლო ბიუროს უფლება აქვს აღესრულოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მოვალე მხარე მითითებულია სააღმსრულებლო ფურცელში. მოცემულ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ არბიტრაჟს და მოითხოვოთ, ვალის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, სადაც მოვალე მხარედ მითითებულ იქნება ბინის ახალი მესაკუთრე. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ეძლევა სააღმსრულებლო ბიუროს უფლება აღასრულოს გადაწყვეტილებები.

კითხვა: ვარ მეორე რიგის იპოთეკარი, მოვალე მხარე არ ასრულებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებას და აღნიშნულის გამო, მივმართე არბიტრაჟს. არბიტრაჟის გადაწყვეტილება და სააღმსრულებლო ფურცელი წარვადგინე სააღმსრულებლო ბიუროში აღსრულების მიზნით, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სააღმსრულებლო ბიუროში სააღმსრულებლო ფურცლით მიუმართავთ აღნიშნული ბინის პირველი რიგის იპოთეკარებსაც. მათ შორის, ერთ-ერთ პირველი რიგის იპოთეკარს წარდგენილი აქვს სააღმსრულებლო ფურცელი, რომლითაც მოვალეს დაკისრებული აქვს იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. ბინა შეფასებულია ექსპერტიზის მიერ და მისი ფასი არ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნას. იმ შემთხვევაში თუ ბინა აღნიშნულ ფასში გაიყიდა, მექნება თუ არა მოვალის სხვა ქონებიდან სესხის თანხის მოთხოვნის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იპოთეკარს ეძლევა უფლება, სხვა კრედიტორთან შედარებით, მიიღოს მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება ამ ნივთის რეალიზაციით. მისი რეალიზაციის დროს აუქციონზე გატანილი უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებით, აღსრულების ხარჯებით და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. მეორე აუქციონზე კი პირველ აუქციონზე გამოცხადებული თანხის ნახევარი ცხადდება საწყის ფასად. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი გაიყიდა იმ ფასში, რომ თქვენს მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, თქვენ სხვა ქონებიდან ვალის მოთხოვნის უფლება გეკარგებათ.


скачать dle 11.3