კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1969 წლის 20 ივლისს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია დედამიწაზე არის ის, რომ იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. საჭიროა ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. იყავით, ასევე, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი და ფულის ყაირათიანი მხარჯველი. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, წინდახედულება, ერთგულება და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. დაასტაბილურეთ თქვენი ცხოვრება, იქნება ეს ოჯახში, სამსახურში, სანათესაოსა თუ სამეგობრო წრეში. ესაა თქვენი კოსმიური მისია და წარმატებების მომტანი ფაქტორები ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 17 იანვარს. მინდა უცხოეთში წასვლა. ასტროლოგიურად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, ის არც ცუდია. ქვეყნებიდან კი უმჯობესია: ინგლისის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, უელსი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია.

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 17 აპრილს, საღამოს საათებში, დაახლოებით 9-10 საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატებების მომტანი?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საქველმოქმედო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია, იურისპრუდენცია.

 

скачать dle 11.3