კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილი ქალბატონები შვილების მოლოდინში

 

 

ულამაზესი და საინტერესო მოდელი მანიკა ასათიანი შვილს ელოდება. მანიკას მეუღლეა კალათბურთელი ბექა წივწივაძე. წყვილს ქორწილი 2010 წლის გაზაფხულზე ჰქონდა და ახლა მათ ცხოვრებაში უკვე ახალი ეტაპი დადგება. სულ ცოტა ხანში მანიკა და ბექა ბიჭის მშობლები გახდებიან.

 პირველი შვილის მოლოდინშია ასევე, სულ ახლახან დაოჯახებული, მსახიობი თაკო აბაშიძე. ნოემბერში ის ცოლად გაჰყვა ლაშა როსტომაშვილს, რის შესახებაც ჩვენი ჟურნალის საშუალებით დეტალურად გიამბეთ. თაკო დედობისთვის ემზადება, ორსულობის მეცამეტე კვირაშია და აგვისტოს ბოლოს უკვე დედაც გახდება. მსახიობი სულ ცოტა ხანში აპირებს ბავშვის სქესის გაგებას, მაგრამ როგორც მან გვითხრა, სპეციალური გამოთვლებით დადგინდა, რომ ბიჭის დედა გახდება. გამართლდება თუ არა თაკოს ვარაუდი, ამას უკვე აგვისტოს ბოლოს გავიგებთ. თაკო თავს ძალიან კარგად გრძნობს. როგორც თავად ამბობს, მსოფლიოში ყველაზე უპრეტენზიო ორსულია – არც არაფერი აწუხებს და არც ზედმეტად უნდება რაიმე პროდუქტი. მოკლედ, როსტომაშვილ-აბაშიძის ოჯახში დიდი მოლოდინია. 

 

скачать dle 11.3