სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დიჯეის ამპლუაში
ორი ლამაზი და ნიჭიერი გოგონა თბილისის მოდუნებულ ცხოვრებას სისტემატურად აფერადებს და საინტერესოს ხდის. ანუკა ხომერიკი და მარიკა გელაშვილი – „ივენთ გრუპის” დამფუძნებლები, ცდილობენ, კლუბური გართობის მოყვარულებს ყოველთვის საინტერესო და განსხვავებული საღამო შესთავაზონ. ერთ-ერთი ასეთი, 3 თებერვალს ჩატარდა. კლუბ „ლანში“ (ლოქალ არეა ნეთვორქ) ის ადამიანები შეკრიბეს დიჯეის აპარატურასთან, რომლებიც პროფესიიით მეტ-ნაკლებად შორს არის მუსიკის ამ მიმდინარეობისგან. ეკო ფანგანი, ბონდო გოლეთიანი („გოლეთიანის” დამფუძნებელი), როსტო, თავად ანუკა ხომერიკი, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელი ილიკო სხირტლაძე და მე, ჟურნალ „თბილისელების” ჟურნალისტი, მიქშერთან აღმოვჩნდით. თითოეულის მუსიკა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, მაგრამ მსმენელი არაჩვეულებრივად გაერთო. საღამომ ისე გაამართლა, როგორც ანუკა ხომერიკმა თქვა – „გადაამართლა”. ამიტომ, „ივენთ ჯგუფი” მსგავს საღამოებს სისტემატურად შემოგთავაზებთ. გაითვალისწინეთ და სანამ პარასკევ საღამოს დაგეგმავთ, თვალი გადაავლეთ „ფეისბუქს”, გაიგეთ რა ხდება „ლანში“.