სპორტის მინისტრი და “მის საქართველო„ მშობლები გახდნენ
8 თებერვალს, ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეული და ლამაზი „მის საქართველო“ მისებს შორის, დედა გახდა. ირინა ონაშვილი და მისი მეუღლე, სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი მშობლები გახდნენ. ირინამ ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში გააჩინა ვაჟი. ლადოს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – ბიჭი და გოგონა, ირინასთვის კი საბა პირველი შვილია. პატარა საბა ახალშობილისთვის საკმაოდ დიდია წონითაც და სიმაღლითაც – სამი კილოგრამი, ცხრაასი გრამი და ორმოცდაცამეტი სანტიმეტრი. ირინაც და ბავშვიც არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს და როცა ჩვენი ჟურნალი გამოვა, ისინი უკვე სახლში იქნებიან. ჟურნალის სახელით ვულოცავთ წყვილს ამ უდიდეს ბედნიერებას, პატარა საბას ჯანმრთელობას და სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებთ მშობლებთან ერთად!