კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს 30 წლის წინ დაშორებულმა მეგობრებმა ერთმანეთი და როდის ელით მათ დაუვიწყარი შეხვედრა

 

ლია ტაბატაძე, მანანა ჯლანტიაშვილი და ქეთინო ნიკოლაიშვილი ეძებდნენ დაახლოებით 50-53 წლის ნელი წერეთელს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ წინა ნომერში დაიბეჭდა. საბედნიეროდ, ქალბატონი ლიას მეგობარი, ნელი წერეთელი სტატიის გამოქვეყნების დღესვე,  6 თებერვალს  ვიპოვეთ. დღესდღეობით მეგობრებს სატელეფონო კავშირი აქვთ და მათ სულ მალე, თებერვალშივე ელით შეხვედრა – ისინი პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების 30 წლისთავს აღნიშნავენ.

ინტერვიუ ლია ტაბატაძესთან

 – ქალბატონო ლია, თქვენი მეგობარი ნაპოვნია, გჯეროდათ თუ არა, რომ მას ასეთ მოკლე დროში იპოვიდით?

– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნელის ასეთ მოკლე დროში გვაპოვნინებდით. ნელისთან კავშირი 1982 წლის შემდეგ არ გვქონია. ბოლოს ის, როგორც გითხარით, რუსთავში ცხოვრობდა. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვახსოვდა მისი მეუღლის გვარი, მათი მისამართიც კი არ ვიცოდით, რადგან ყოველთვის, როცა კი ჩავსულვართ ნელისთან სტუმრად, რუსთავში მცხოვრებ საერთო მეგობარ ქალს მივყავდით ხოლმე, რომელიც დიდი ხანია, გარდაიცვალა. ნელის პოვნა ძალიან გვინდოდა, მაგრამ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის თბილისში ცხოვრობს. ვიცოდით, რომ ფოტოს გარეშე ჩვენი მეგობრის პოვნა უფრო გაჭირდებოდა, მაგრამ, გაგვიმართლა.

– როგორც ნელისგან ვიცი, ისიც გეძებდათ. რა რეაქცია ჰქონდა მას, როდესაც დაურეკეთ?

– ძალიან გაუხარდა, სიხარულისგან ტიროდა კიდეც. ბოლოს და ბოლოს, 30 წელია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთი ვნახეთ. პირველ ყოვლისა, ის მკითხა, როგორ გაგახსენდითო (იღიმება), შემდგომ ბევრი ვილაპარაკეთ. აღმოჩნდა, რომ მასაც ძალიან უნდოდა ჩვენი პოვნა, მაგრამ, ამას ვერანაირად ვერ ახერხებდა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჟურნალის რედაქციას ასეთი სიკეთისა და სასწაულისთვის. დღეს ისეთი გახარებული ვარ, სიტყვით ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს.

– წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ნელისთან რუსთავში 8 მარტს, მისი შვილის დაბადების დღეზე ჩადიოდით. ახლა როდის და სად გეგმავთ შეხვედრას?

– როდესაც მითხარით, რომ ნელი ნაპოვნია და ჩემს ზარს ელოდება, ჯერ ვიფიქრე, რომ ჩემს მეგობრებს, მანანას და ქეთინოს გავაგებინებ-მეთქი და მერე ერთად დავურეკავდით, მაგრამ, შემდეგ გამახსენდა, რომ დაახლოებით 15-დან 20 თებერვლამდე ჩვენი ჯგუფი (პოლიტექნიკური ინსტიტუტის 1982 წელს კურსდამთავრებულთა 26-ე ჯგუფი) ბანკეტის მოწყობას ვაპირებთ. ამიტომ, ვამჯობინე, არაფერი მეთქვა მათთვის და სიურპრიზი გამეკეთებინა, თუკი, რა თქმა უნდა, ნელი დამეთანხმებოდა. ვფიქრობ, ყველასთვის ძალიან სასიხარულო იქნება ნელის ნახვა ბანკეტზე. მით უმეტეს, როდესაც მას იქ არ ელიან, რადგან, არც კი იციან, რომ ის ნაპოვნია. ნელი მართლაც ძალიან ძვირფასი ადამიანია ყველა ჩვენგანისთვის. ჯგუფში ისედაც არ ვიყავით ბევრნი, სულ 13 ადამიანი ვსწავლობდით, მაგრამ, ნელის პოვნა თითქმის ყველას ერთნაირად გვინდოდა. ნელიმ მითხრა, სადაც 30 წელია, არ გვინახავს ერთმანეთი, სულ ცოტასაც მოვითმენო (იცინის).

ინტერვიუ ნაპოვნ ნელი წერეთელთან:

– გვიამბეთ, როგორ გაიგეთ, რომ მეგობრები გეძებდნენ და რა გრძნობა დაგეუფლათ?

– თქვენი სტატია წავიკითხე. სათაურმა იმით მიმიზიდა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი რომ იყო ნახსენები. როგორც კი გავიგე, რომ მე მეძებდნენ, გამიხარდა, სიხარულის ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, რადგან, მეც რამდენი ხანია, მინდოდა მათი მოძებნა და ნახვა. რა თქმა უნდა, ყველა მახსოვდა. მართლაც რომ შემთხვევითობამ დაგვაკარგვინა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია გასული ჩვენი ბოლო შეხვედრიდან მე ჩემი მეგობრები ისევ ისე მიყვარს. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ჩვენი ბანკეტის დღე და როდის ვნახავ ყველას.

– როგორ ეძებდით თქვენს მეგობრებს?

– როგორც იცით, ჩვენ ყველანი თანაჯგუფელები ვიყავით და, შესაბამისად, სწავლაც ერთ წელს უნდა დაგვემთავრებინა, მაგრამ,  ოჯახური პირობების გამო მე აკადემიური ავიღე და რადგან ინსტიტუტში ვეღარ ვხვდებოდით ერთმანეთს, ისინი ჩემთან, რუსთავში ჩამოდიოდნენ ჩემი გოგონას, ეკას დაბადების დღეზე, 8 მარტს. ბოლოს თბილისში 1982 წელს ვიყავი ჩამოსული და ლიას სამსახურში მივაკითხე, მაგრამ, ლია იქ არ დამხვდა და მას შემდეგაც ჩვენ ერთმანეთი ვეღარც ვნახეთ და ვერც დავუკავშირდით. შემდგომ ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ. ამის მერე რუსთავიდან ოჯახთან ერთად, თბილისში ჩამოვედი საცხოვრებლად, მაგრამ ჩემს მეგობრებს ვერსად მივაგენი.  დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ჟურნალს ასეთი კეთილშობილური რუბრიკისთვის.

 

скачать dle 11.3