კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიონიანი მემკვიდრეობა – მძღოლს და შვეიცარს

 

ნიუ-იორკის ხმის ჩამწერი კომპანია WIND-UP RECORDS-ის ყოფილმა უფროსმა, 67 წლის ალან მელტცერმა 1,5 მილიონი დოლარის მემკვიდრეობა თავის მძღოლსა და შვეიცარს დაუტოვა.

„მე ჯერ არ გადამიწყვეტია, რას გავაკეთებ ამ ფულით. მაგრამ, ერთი კი ზუსტად ვიცი: ყოველ წელს მივიტან ყვავილებს ალანის საფლავზე. იგი ყოველთვის მხიარული და ძალიან კარგი ბიჭი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გავმდიდრდი, არ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გახარებული ვარ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ალანი ჩვენთან აღარაა“, – აღნიშნა მოულოდნელად გამილიონერებულმა, 54 წლის მძღოლმა, ჟან ლაბორდმა. მას მელტცერმა 1 მილიონი დოლარი – თავისი ქონების 10 პროცენტი დაუტოვა.

მსხვილი თანხა – 500 ათასი დოლარი მაგნატმა მანჰეტენზე მდებარე თავისი სახლის შვეიცარს, შამილ დემირაჟს დაუტოვა. „მე და ალანი საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ ჩემთვის ასეთი გულუხვობა მოულოდნელი იყო“, – განაცხადა პორტიემ.

მელტცერი ოქტომბერში გარდაიცვალა – მეუღლე დიანასთან განქორწინების ერთი წლის თავზე. დიანასთან მან 13 წელი იცხოვრა. ბავშვები არ ჰყოლიათ. აღსანიშნავია, რომ ცოლს მილიონერმა ერთი ცენტიც კი არ დაუტოვა. თუმცა, დიანა ამით სულაც არ არის შეწუხებული. „მან ფული მას დაუტოვა, ვისაც სურდა. ჩვენ განქორწინებული ვართ და ჩემთვის სულერთია, რა უქნა მან თავის მილიონებს...“

 

скачать dle 11.3