კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამი მილიარდი დოლარის „საბჭოთა განძი“ ამერიკაში

 

ამერიკელი ზღვის განძზე მონადირე გრეგ ბრუკსი ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინა ჩაძირული ხომალდი პლატინის ტვირთით, რომლის ღირებულება სამი მილიარდი დოლარია. პლატინის ზოდები წყლის ქვეშ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, მას შემდეგ, რაც 1942 წელს ბრიტანული სავაჭრო გემი „პორტ ნიკოლსონი“, გერმანულმა წყალქვეშა  ნავმა ჩაძირა.

ბრუკსის სიტყვებით, რომელიც ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ჩანაწერებს იშველიებს, ხომალდის ტვირთი საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა და იმ საფასურის ნაწილია, რომელსაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო მომარაგებისთვის უხდიდა. ჩატარებულმა გადაღებებმა საშუალება მისცა, აღმოეჩინა პლატინის ზოდებით სავსე  30 ყუთი.

ბრუკსის გუნდი  ძვირფასეულობის ამოღების დაწყებას თებერვლის ბოლოსთვის გეგმავს. „ვაპირებ,  მივიღო განძი, ფსკერიდან მთელი გემის ამოღებაც რომ დამჭირდეს“, – ამბობს განძის მაძიებელი. მან განაცხადა, რომ ნაპოვნის შესახებ ოთხი წლის განმავლობაში დუმდა. არ უნდოდა, განძის შესახებ მანამ გაემხილა, სანამ არ გაირკვეოდა მისი უფლება საკუთრების შესახებ.  თუმცა, საკითხი, თუ ვის ეკუთვნის ზოდები, ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. 

აღსანიშნავია, რომ ჩაძირული ხომალდის პატრონს, ბრიტანეთს, ეეჭვება, რომ ხომალდზე პლატინაა.

„წინასწარმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ხომალდზე, ძირითადად, მანქანები და ტყვია-წამალია“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ენტონი შუსტამ. ამავე დროს ბრიტანელები აპირებენ დაელოდონ ხომალდის წყლიდან ამოღების სამუშაოების დაწყებას და შემდეგ  გადაწყვიტონ, ღირს თუ არა, ტვირთზე პრეტენზიის წაყენება.

 

скачать dle 11.3