კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო რეალობა

 

მართალია, ცოტათი დაუჯერებელი ფაქტებია, მაგრამ საინტერესო და სახალისო:

* ავსტრალიაში ორჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე კენგურუ. თანაფარდობა ზუსტად ასეთია: 1X2.

* სტივ ჯობსმა 2006 წელს ათი „მერსედესის“ კლასის ავტომობილი მხოლოდ იმიტომ გამოიცვალა, რომ უნომრო ავტომობილით სეირნობა მოსწონდა. ყოველი ექვსი თვის შემდეგ ის აბარებდა  მაღაზიაში ძველ ავტოს და ახალი გამოჰყავდა – კალიფორნიის კანონმდებლობით, უნომრო მანქანით სიარული მხოლოდ 6 თვე შეიძლება.

* 2011 წლის ზამთარში სამეფო ბაზრობაზე განსაკუთრებულ ფასად – 1 300 000 დოლარად გაიყიდა ჰოლშტონური ჯიშის ძროხა, რაც ფანტასტიკურად დიდი თანხაა.

* ამერიკაში ძირითადი გზატკეცილები დუაიტ ეიზენჰაუერის გეგმის მიხედვით არის აშენებული. ის მოითხოვდა, რომ გზის ყოველი მეხუთე მილის შემდეგ ერთი მილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად სწორი, რათა, ომიანობის შემთხვევაში, ის ასაფრენ ბილიკად გამომდგარიყო.

* ზუსტად ერთ ტონას იწონის ყველაზე დიდი ოქროს მონეტა, რომელიც ავსტრალიაში ჩამოასხეს. ის სპეციალურად გამოუშვეს სახელმწიფოთა მეთაურების ნაციონალურ შეხვედრაზე და 53,5 მილიონი ავსტრალიური დოლარი ღირს.

* დიდ ბრიტანეთში, კენტის საგრაფოს ერთ-ერთ ნუდისტურ პლაჟზე, მეორე მსოფლიო ომის დროიდან შემორჩენილი 61 ცალი მოქმედი ბომბი იპოვეს.

 

скачать dle 11.3