მაგიური თარიღი
2012 წლის მეთორმეტე თვე... 21 რიცხვი – მაგიური თარიღი, რომელიც ბევრ ადამიანს უკარგავს მოსვენებას. რა არის ეს, დედამიწაზე სიცოცხლის დასასრული თუ, პირიქით, ახალი ერის დასაწყისი?
მეცნიერებმა: სოლ პერლმუცერმა, ადამ რაისმა და ბრაიან შმიდტმა 2011 წლის 10 დეკემბერს ნობელის პრემიაც მიიღეს ერთი მილიონი ევროს ოდენობით. პრემია თავად შვედეთის მეფემ, კარლოს გუსტავ მეთექვსმეტემ გადასცა. მათ პირველებმა აღწერეს მეცნიერულად სამყაროს შესაძლო აღსასრულის სავარაუდო სცენარი.
ცოტა ადრე მიაჩნდათ, რომ მოხდებოდა დიდი აფეთქება, თითქმის ისეთივე, როგორმაც თავის დროზე ჩვენი სამყარო წარმოშვა... შედეგად, გაჩნდებოდა ახალი სამყარო, ძველი კი გაიყინებოდა, მაგრამ ეს ვერსია იგნორირებულია.
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში აპოკალიპსის რამდენიმე სცენარი გაჩნდა და თარიღიც ბევრი დასახელდა. ხან უცხოპლანეტელების შემოჭრა „იწინასწარმეტყველეს“, ხან ეკოლოგიური კატასტროფა, ხან საშინელი სამსჯავრო და ხანაც ბირთვული აფეთქება. საქმე მაიას ტომის ინდიელების კალენდარშია, რომლის მიხედვით, ამ წლის 21 დეკემბერს ბოლო მზის ეპოქა მთავრდება. კიდევ ერთი პოპულარული ვერსიაა, დედამიწასთან პლანეტა ნიბირუს შეჯახება, თუმცა, „ნასას“ სპეციალისტებმა უკვე გამოაქვეყნეს არმაგედონის ოფიციალური უარყოფა – დედამიწას არაფერიც არ შეეჯახებაო... მაშ, რა ვუყოთ მაიას წინასწარმეტყველებას?!
2011 წლის მიწურულს გერმანელმა ისტორიკოსმა სვენ გრონემეიერმა განაცხადა, რომ ინდიელების „გზავნილის“ ჭეშმარიტი ახსნა სულ სხვაგვარია, კერძოდ, 2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწაზე სიცოცხლე კი არ განადგურდება, არამედ, ახალი კალენდარული ციკლი დაიწყება. დაველოდოთ, 2012 წელი მხოლოდ დაიწყო...