კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „რავ 4”, 2002 წლის, დიზელის ძრავათი, რომელსაც გავლილი აქვს 218 ათასი კილომეტრი. გამოვცვალე მოდების დისკი, რის შემდეგაც 46 ათასი კილომეტრი გავიარე  და ამის შემდეგ დაიწყო ეგრეთ წოდებული „ბუქსაობა”. თუ შეიძლება, მისი დარეგულირება? ხელოსნებმა მითხრეს, არ რეგულირდება, დისკი ხელახლა უნდა შეცვალოო. გარდა ამისა, ძრავა მაღალ ბრუნზე მუშაობს, 1,2-ს აჩვენებს ტახომეტრი. არის თუ არა ეს ნორმა და თუ – არა, რითი შეიძლება, დარეგულირდეს?  

პასუხი: სავარაუდოდ, თქვენ მიერ შეცვლილმა მოდების, იგივე „ცეპლენიის” დისკმა არ ივარგა, მალე გაცვდა და გამოვიდა მწყობრიდან. მისი დარეგულირება გამორიცხულია, არ არსებობს მოდების დისკის რეგულაცია და შესაბამისად, მისი შეცვლა მოგიწევთ. გირჩევთ, ეს მალე გააკეთოთ, სანამ სხვა დეტალებსაც დააზიანებს – ბუქსაობამ შეიძლება, იოლად დაწვას ეგრეთ წოდებული „მახავიკი” და „პლიტა“. ზოგადად, ხარისხიანი „ცეპლენიის” დისკის შოვნა საკმაოდ რთულია. შესაძლებელია, მისი გადაკვრაც, რადგან დიდი განსხვავება არ არის გადაკრულ დისკსა და ახალ, მაგრამ უხარისხო დისკს შორის. რაც შეეხება ბრუნებს, ის აშკარად მაღალია, მით უმეტეს დიზელის ავტომობილისთვის. თქვენი ავტომობილის ბრუნი 0,8-ს არ უნდა აცდეს. მიდით ვაშლიჯვრის დასახლებაში, სადაც დიზელზე მომუშავე ავტომობილების სპეციალისტები არიან და იქ ძალიან მარტივად მოახდენენ ბრუნების რეგულაციას. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”, 2001 წლის, „ტიპ-ტრონიკი“. სიჩქარეთა სხვადასხვა პოზიციაში გადატანისას, ვთქვათ „ერ”, „ენ” ან „დე”-ში, ბერკეტის ჩაგდებისას, დაბალი ხმა აქვს, თითქოს დგაფუნობს. სახიფათოა თუ არა ეს და როგორ შეიძლება ამ გაუმართაობის გამოსწორება. საერთოდ, რა შემთხვევებში იცვლება სიჩქარეთა კოლოფში ზეთი. როგორ უნდა დადგინდეს გამოსაცვლელია თუ არა ის?

პასუხი: პოზიციებში გატანისას, თუ ხმა აქვს და იმავდროულად, ალბათ, ბიძგიც იგრძნობა ძარაზე, მაშინ ტრანსმისიის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე. თუმცა, კონკრეტულად რა პრობლემაა ცოტა ძნელი სათქმელია. უმჯობესია, ხელოსანს ანახვოთ. რაც შეეხება კოლოფში ზეთის შეცვლას, ის გარკვეული გარბენის შემდეგ იცვლება. დაახლოებით, ყოველ 50 000 კილომეტრის შემდეგ. რა მდგომარეობაშია დონე, ამის დადგენაც არ არის რთული. ეს ადვილად შესამჩნევია, რადგან ავტომატური კოლოფი სიჩქარეების გადართვას აგვიანებს, ანუ სიჩქარეებს დიდი ინტერვალებით რთავს. გარდა ამისა, შესაძლებელია, „შუპზეც“ ნახოთ, თუ როგორ მდგომარეობაშია ზეთი.

 

скачать dle 11.3