კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია ძაღლის კბილები მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან

შინაური ცხოველებისთვის კბილები არის საკვების მოპოვებისა და მისი მექანიკური დამუშავების საშუალება, ასევე, ის არის ბრძოლისა და თავდაცვის იარაღი. პირის ღრუს და კერძოდ, კბილების ჯანმრთელობა, პირდაპირაა დამოკიდებული საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოების დაავადებების განვითარებასა და მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.

 

– როგორც ვეტერინარს, ყველაზე ხშირად ამ საკითხთან დაკავშირებით რის გამო მოგმართავენ ძაღლის პატრონები?

– პატარა შინაური ცხოველების პატრონები განსაკუთრებით ხშირად ისეთი სიმპტომებით მოგვმართავენ, როგორიცაა: არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ნერწყვის დენა, საკვების გაძნელებული მიღება, პირის ღრუს ქავილი, გულისრევა, მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის ნესტოებიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს პირის ღრუს დაავადებაზე. 

 პირის ღრუს დაავადებების განვითარება დამოკიდებულია ჯიშობრივ თავისებურებებზე. არსებობს განსაკუთრებული ჯიშები, რომლებსაც მიდრეკილება აქვს  ამ პათოლოგიების მიმართ. ყველაზე ხშირად აღნიშნული სიმპტომებით ავადდებიან კოკერ-სპანიელები, პატარა პუდელები, პეკინესები, ბალონკები და ტაქსები; იშვიათად – მიტელ შნაუცერები, ელდერ-ტერიერები და სხვები. 

– რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი?

– აღნიშნულის გამომწვევი მიზეზებია, პირველ ყოვლისა წვრილად დისპერსიული საკვების (ფაფები, ორცხობილები, ხაჭო და რამდენიმე სახის მშრალი საკვები), ასევე, მუდმივად პატარ-პატარა ნაჭრებად დანაწევრებული საკვების თავისუფლად, ანუ, არა ულუფებით მიცემა. აღნიშნული რეჟიმი იწვევს პირის ღრუს მუდმივ დაბინძურებას საკვების ნაწილაკებით. ამ ნამცეცებით აქტიურად იკვებებიან ბაქტერიები და ხდება ნადების წარმოქმნა, რაც შემდგომში იწვევს კბილის ქვების წარმოქმნას, ღრძილების ანთებას, გინგივიტს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებასა და სტომატიტებს. ბაქტერიული ინფექციის კოლონიებმა შეიძლება შეაღწიოს უფრო ღრმა ქსოვილებსა და ძვლოვან სტრუქტურებში.

– რომელიმე კონკრეტულ ასაკში წარმოიქმნება კბილის ქვები?

– კბილის ქვების წარმოქმნა ხდება ძირითადათ ცხოველის სიცოცხლის მეორე ნახევარში. კბილის ქვები ვითარდება მხოლოდ კბილის მინანქარზე, რადგან ლორწოვანი გარსი აქტიურად გამოყოფს სეკრეტს და სწრაფად ხდება მისი დაზიანებული ზედაპირის აღდგენა. ყველაზე ხშირად კბილის ქვები წარმოიქმნება კბილის წინა და უკანა ზედაპირზე, რაც განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ზედაპირები ნაკლებად განიცდიან მექანიკურ დატვირთვას. ის ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ კბილების ზედაპირზე, მეტაბოლიზმის პროცესში გამოყოფენ მინერალურ და არაგაწოვად ნაერთებს, რომლებიც ფიქსირდება ცილოვან მატრიცებზე და იძენს მყარ სტრუქტურას. რაც უფრო ხშირად და ბევრს ჭამს ცხოველი, მით უფრო მალე ვითარდება კბილის ქვები.

ხშირად მყოლია პაციენტები, რომლებსაც საერთოდ არ უჩანთ კბილის ქსოვილი და მათი ზედაპირი მთლიანადაა დაფარული კბილის ნადებით, ქვებით. ასეთ სიტუაციაში შეიძლება შედეგი დრამატული იყოს, რადგან, აღნიშნულ დროს ინფექციური პროცესი მიდის ღრძილების ქვეშ, რაც იწვევს პარადონტიტის წარმოქმნას, რის შემდეგაც ვითარდება კბილის ფესვების დაშლა; ასევე, ვითარდება ფისტულები. ბაქტერიები აპროდუცირებენ სხვადასხვა სახის ტოქსინებს, რომლებიც, ხვდებიან რა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვემოთ მდებარე განყოფილებებში, იწვევენ გასტრიტებს, წყლულებს, ჰეპატოპათიებსა და სიმსივნურ პროცესებსაც კი. ხდება იმუნური სიტემის  გადატვირთვა, უარესდება საჭმლის მონელება, გადამუშავება და შეთვისება. აღნიშნული პროცესები ახდენს ღრძილებიდან სისხლდენის პროვოცირებას, რაც შემდგომში იწვევს ანემიებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი აუარესებს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამცირებს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას.

– როგორ უნდა ავაცილოთ ძაღლს ეს პრობლემა და როგორი უნდა იყოს მკურნალობის პროცესი?

– კბილის ქვების მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ გამოცდილ ვეტერინარს, რომელიც მოაშორებს ძაღლს კბილის ნადებს სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით და მდგომარეობის შესაბამისად დაუნიშნავს მკურნალობას – ანტიბიოტიკურ, ვიტამინურ თუ სხვა სახის თერაპიას, ყველა ეს მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. 

– რა უნდა მოიმოქმედოს პატრონმა ძაღლის ჯანმრთელობის პროფილაქტიკის მიზნით?

– აღნიშნული პათოლოგიის პროფილაქტიკისათვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები: უნდა შეეცადოთ, არ აჭამოთ წვრილდისპერსიული საკვები; ასევე, ძაღლი კვებეთ ულუფებით; პერიოდულად უნდა კბილების გამწმენდი სპეციალური ძვლები, ხოლო, საჭმლის მიცემის შემდეგ – ,,დენტა ფანები.” ისეთი ჯიშებისთვის, რომლებსაც აქვთ აღნიშნული პათოლოგიისკენ მიდრეკილება, უნდა გამოიყენოთ სპეციალური საკვები, რომლებიც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ. ასევე, რეგულარულად უნდა მიაქციოთ ყურადღება ძაღლის პირის ღრუს მდგომარეობას და წელიწადში ორჯერ მაინც მიიყვანეთ ვეტერინართან კბილების მდგომარეობის შესამოწმებლად. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და შეასრულებთ, თქვენს ძაღლს საფრთხე ნაკლებად დაემუქრება.

 

скачать dle 11.3