ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკშია ლეკვის აყვანა სასურველი?
პასუხი: სასურველია, ლეკვი დაბადებიდან 45 დღის შემდეგ აიყვანოთ. აუცილებელია, რომ 30 დღის ასაკამდე ლეკვი დედის რძით იკვებებოდეს. მართალია, ლეკვს ყურადღების მიქცევა მუდმივად სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 4-დან 6-თვის ასაკმდე უნდა გყავდეთ, რადგან ამ პერიოდში ის კბილების ცვლას იწყებს, რაც, სამედიცინო თვალსაზრისით, ერთ-ერთი რთული პროცესია. ამ პერიოდში ლეკვს დანამატის სახით ყველაზე ბევრი ვიტამინის მიცემა სჭირდება, რადგან მისი ორგანიზმი იფიტება და იმუნიტეტი უქვეითდება.
კითხვა: აუცილებელია, რომ ძაღლის აცრა ერთი თვის ასაკიდან დავიწყოთ?
პასუხი: ძაღლების აცრა 45 დღის ასაკიდან იწყება. ეს აუცილებელია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის, რადგან, მაღალკლასიფიცირებული ვაქცინა რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს შეიცავს: ენტერიტის, ჰეპატიტის, ძაღლის ჭირი, პარაგრიპის, ლეპტოსპიროზისა და ძაღლსაშენების ხველების სინდრომის. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები იმის საშუალებას იძლევა, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური ენტერიტი, რომ იტყვიან, შიდსზე მეტად საშიშია, რაც ცხოველის სიკვდილით მთავრდება. ენტერიტი კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ენტეროვირუსები და გამოვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით, რაც იმდენად მძაფრ და შემაწუხებელ სუნს გამოყოფს, რომ, ერთხელ მაინც თუ შეიყნოსეთ, ცხოვრებაში აღარ შეგეშლებათ. ძაღლს ეწყება უმადობა, ფაღარათი, აჩქარებული აქვს გულისცემა და თანდათან აპათიური ხდება.
კითხვა: ძალიან მინდა დეკორატიული ჯიშის ძაღლის შეძენა. მათი ხასიათის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე. მაინტერესებს, დეკორატიული ძაღლებიდან რომელს აქვს მინიმალური და მაქსიმალური წონა?
პასუხი: თბილისში ყველაზე მოდურ დეკორატიული ძაღლებს შორის, ყველაზე ნაკლებს იწონიან: იორკშირ-ტერიერები, ჩიხუახუა და რუსული ტიო-ტერიერები. მათი მინიმალური წონა დაახლოებით 1,600 კილოგრამიდან იწყება. რაც შეეხება მაქსიმალურ წონას, დეკორატიულ ძაღლებში ყველაზე დიდია სემბერნარი, რომელიც, საორიენტაციოდ, 60 კილოგრამზე ნაკლებს არ იწონის.