კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

13 თებერვალი

1867 – ვენაში პირველად შესრულდა იოჰან შტრაუსის „ცისფერი დუნაი“.

1917 – ინგლისში ქალებს უფლება მიეცათ, ტაქსისტებად ემუშავათ.

1940 – მიხაილ ბულგაკოვმა დაასრულა წერა რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“.

1975 – კვიპროსი ორ ნაწილად გაიყო.

1984 – საბჭოთა კავშირის ლიდერი გახდა კონსტანტინ ჩერნენკო.

14 თებერვალი

269 – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს, იმპერატორ გალიენეს ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს წმინდა ვალენტინი.

1924 – დაარსდა კომპანია IBM.

1996 – დაიშალა ინგლისური ჯგუფი „Take thft“.

15 თებერვალი

1902 – გაიხსნა ბერლინის მეტროპოლიტენი.

1947 – საბჭოთა კავშირში აიკრძალა უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დაქორწინება.

1965 – პირველად აფრიალდა კანადის თანამედროვე დროშა  ადრის ფოთლის გამოსახულებით.

1994 – უკრაინაში დახვრიტეს მანიაკი ანდრეი ჩიკატილო.

16 თებერვალი

1859 – ლონდონში ვინმე ნიკოლოს ვანაკესმა გამოწერა ისტორიაში პირველი ჩეკი (400 ფუნტზე).

1923 – არქეოლოგებმა კარნაგორნმა და კასტერმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს ტუტანჰამონის აკლდამა.

1937 – უოლეს კაროზერსმა დააპატენტა ნეილონი.

1968 – ამერიკაში, ქალაქ ჰეივილში, პირველად გაიხსნა სატელეფონო დახმარების სამსახური – 911.

1980 – საფრანგეთში, ქალაქ ლინთან, წარმოიქმნა 176 კილომეტრის სიგრძის საცობი.

17 თებერვალი

1876 – ჯულიუს ვოლფმა (ამერიკის შეერთებული შტატები) პირველად დაამზადა თევზის კონსერვი თუნუქის ქილაში.

1947 – საბჭოთა კავშირში დაიწყო ტრანსლაცია რადიო „ამერიკის ხმამ“.

18 თებერვალი

1825 – იაპონიამ გამოაცხადა თვითიზოლაცია და უცხო ქვეყების მოქალაქეებს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

1913 – ინგლისელმა ქიმიკოსმა ფრედერიკ სოდიმ დაამტკიცა ქიმიური ელემენტების  – იზოტოპების არსებობა. მანვე შემოიღო ტერმინი „იზოტოპი“.

1930 – ამერიკელმა მეცნიერმა კლოდ ტომბომ აღმოაჩინა მზის სისტემის ბოლო პლანეტა – პლუტონი.

1979 – მოხდა უცნაური ფაქტი – საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა.

19 თებერვალი

1199 – რომის პაპმა ინოკენტი მესამემ დაამტკიცა „ტევტონთა ორდენი“.

1878 – თომას ალვა ედისონმა დააპატენტა ფონოგრაფი (პირველი ხმის ჩამწერი მოწყობილობა).

скачать dle 11.3