კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა შოთა ჩოჩიშვილი იაპონელების ტრაგედიის მიზეზად და რატომ გაიხადეს ის კერპად

 

„ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება როგორღაც ორ ურთიერთგადამკვეთ სიბრტყეში მდებარეობს, ერთი ჩვეულებრივი ბიოგრაფიული მოვლენებია – სად და როდის დაიბადა, ვინ იყვნენ მისი მშობლები, როგორი ბავშვობა ჰქონდა, სად და როგორ სწავლობდა. აქ არაფრის შეცვლა არ შეიძლება, რაც იყო, იყო. პიროვნებას, რომელსაც  ეს წიგნი ეძღვნება, პირადი ცხოვრების ყველა მოვლენა თავსდება დროში შეზღუდული ინტერვალის ჩარჩოებში“, – ასე იწყება ავთანდილ გიორგობიანის წიგნი შოთა ჩოჩიშვილზე.

1981 წლის 12 დეკემბერს გორის დრამატულ თეატრში გორელებმა დიდი ასპარეზიდან სიამაყით გააცილეს თავიანთი კერპი. ბატონი შოთა მაშინ 31 წლის გახლდათ. ოცი წლის შემდეგ შოთა ჩოჩიშვილი ხელში კალამს იღებს და განცდილი დღიურის ფურცლებზე გადააქვს:

შოთა ჩოჩიშვილი: „დავბადებულვარ ქართლის შუაგულში 1950 წლის 10 ივლისს, გორიდან 12 კილომეტრით დაშორებულ ულამაზეს სოფელ ღვლევში. ჩემი სოფელი შეფენილია მთის ფერდობზე და სულ 150 კომლს მოითვლის. ტრადიციულად იქ ცხოვრობენ შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანები, რომელთაც ჩემი მშობლებიც მიეკუთვნებოდნენ. თვალსაც სწვდება, სივრცესაც და დროის სიღრმესაც რუის-ურბნისი-სტეფანწმინდა – 1103 წელი, დავით აღმაშენებელი, სატახტო ქალაქი, საქართველოს ისტორიის თვალსაჩინო სურათი. აღმოსავლეთით დიდი მოწამის სალოცავია – გორიჯვარი, დასავლეთით – სარკისა და ჯვრის წმიდა გიორგის სალოცავი. ყინწვისის ანგელოზი ხომ მშვენებაა ქართლისა და მთლიანი საქართველოსი. ჩემს მშობლიურ სოფელში სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ ნაკურთხი ღვთისმშობლის ბაზილიკა დგას. სამხრეთიდან მშვენიერ პეიზაჟს თრიალეთის ქედები აკრავს. ასეა მოქცეული ჩემი სოფელი სალოცავთა და მთათა შორის, მათ შუა გულში. ეჰ, ბედნიერი ჩემი ბავშვობა. დედა – უსაზღვრო სითბო და სიკეთე, მამა – მფარველი, ყველაზე ძლიერი. ასეთი იყო მშობლებზე ჩემი წარმოდგენა და შეხედულება, როგორც ყველა ბავშვისა. ახლაც ჩამესმის დედის ხმა, წიგნებს რომ გვიკითხავდა კეთილსა და ბოროტზე. რამდენჯერ თავზე დაგვთენებია მის მხატვრულ კითხვაში. შრომისგან დაღლილს, ალბათ, ძილი ეძალებოდა, მაგრამ სურვილს გვისრულებდა და არ გვაწყენინებდა. შვილები კი ოთხნი ვყავდით – ორი ძმა და ორი და. გაჭირვების მიუხედავად, მან ადამიანებად გაგვზარდა. სამშობლოსადმი და ჩვენდამი მისმა სიყვარულმა ბევრი რამ დამანახვა და სიკეთის გზაზე გამიყვანა. სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი ჩემს სპორტულ მიღწევებს. მამაჩემს, სამსონს, იმდროისთვის საკმაოდ ცნობილი მოჭიდავისა და კარგი კაცის სახელი ჰქონდა. მეამაყება, რომ მე თვითონ ბევრჯერ მისარგებლია მამაჩემის სახელითა და ღირსებით. ყოველწამიერად ვუყურებდი ჩემი მშობლების დაუღალავ შრომასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. მეც, რაც შემეძლო ვშრომობდი, ვვარჯიშობდი და თან, კავკასიონის მთებისკენ გამირბოდა ოცნებები, მიხმობდა მწვერვალები. ვგრძნობდი და თავს შთავაგონებდი, რომ იმ სიმაღლეზე ასასვლელად და იქიდან გადმოსახედად, საჭირო იყო ენერგია, ძალა და ამ ძალისა და ენერგიის ძიების გასაღები შრომასა და სწავლაში იდო. ვირწმუნე, რომ დიდი ნახტომისთვის აუცილებელი იყო სიბეჯითე და მობილიზება. ეს დღეც დადგა, როცა დედამ და მამამ განსაზღვრეს, რომ მათი მერვეკლასელი ბიჭისთვის საასპარეზო ადგილი უკვე სოფელი აღარ იყო და გადაწყვიტეს, ბორჯომში, სატყეო ტექნიკუმში სასწავლებლად გავეგზავნე. კარგად მახსოვს, წასვლის წინა საღამო, როდესაც დედა ეზოში პურს აცხობდა, როგორ ჩუმად ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. მისი ცრემლები თონეში ცვიოდა, მე კი, ხელით ვიმშრალებდი თვალებს. ბორჯომი. რა დამავიწყებს ზღაპრულ პარკს, გოგიასა და პავლეს ციხეებს, ლომის მთას, ჩემს ტექნიკუმს, პედაგოგ-მასწავლებლებს“... 

კვიცი გვარზე ხტის და როგორც შოთას ვაჟებს – რამაზისა და რეზოს მოჰყვებათ მამისეული გენი და ღირსება, შოთასაც სწორედ მამის დიდი ძალა და ავაზას მოქნილობა, დედის სიკეთე და მოყვასის სიყვარული მოსდევს. მაშინ, საქართველოში, მით უმეტეს სოფლად, ბიჭი ქართული ჭიდაობით იდგამდა ფეხს. ბორჯომის სატყეო ტექნიკუმში, მწვრთნელთან, თენგიზ გოგრიჭიანთან მეცადინეობამ ჭიდაობის ანბანი დაუხვეწა. დიდი გამარჯვება კი ქარელის რაიონიდან იწყება. შოთა ჩოჩიშვილი პირველად 1966 წელს გამოჩნდა არენაზე. ნამდვილი აღმასვლა და დაოსტატება კი, მის გორში გადასვლას მოჰყვა, როცა ის საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს, გურამ პაპიტაშვილს შეხვდა. თვით შოთას ბედმა მომავლისთვის გასათვალისწინებელი და განსასჯელი გამოცდა მოუწყო. ავსტრიელ ელენთან შეხვედრაში აშკარად მსაჯთა შეცდომების მსხვერპლი გახდა. დასანანმა წაგებამ წონასწორობიდან გამოიყვანა და შემდგომში ვეღარ აღიდგინა სულიერი სიმშვიდე. „შენ მეტად ნიჭიერი ათლეტი ხარ, მაგრამ მორალური სიმტკიცე გაკლია. დაიმახსოვრე, რომ სპორტში ზოგჯერ დასანანი შეცდომებიც ხდება და არ შეიძლება, აჰყვე გრძნობებს“, – მერამდენედ უმეორებდა მაშინ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ბიძინა მაზიაშვილი. ეს იყო მისთვის კარგი და აუცილებელი გაკვეთილი. ასეთი შემთხვევების წყალობით, თანდათან იწრთობოდა მისი ხასიათი. იაპონელებთან ნაცნობობა შოთა ჩოჩიშვილს ოლიმპიურ თამაშებამდე საკმაოდ ადრე მოუწია – ინგლისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ მშობლიურ გორში, მერე პოლონეთის სტუდენტთა ღია ჩემპიონატში მესამედ მოუსინჯა ძალა ამომავალი მზისა და ძიუდოს სამშობლოს წარმომადგენელს, თუმცა გაცნობა ფრიად ხანმოკლე გამოდგა. პოლონეთის ჩემპიონი გდანსკში გორელი ჭაბუკი გახდა. შემდგომშიც, შოთა ჩოჩიშვილს სპორტული კარიერის განმავლობაში, იაპონელებთან უწევდა უმაღლესი ტიტულისთვის დავა და ეს არცაა გასაკვირი: ჰოლანდიის, გერმანიის, საფრანგეთის მოჭიდავეთა მძლეველს საქმე პირდაპირ ძიუდოს სამშობლოს წარმომადგენლებთან ჰქონდა. ისტორიამ რამდენიმე ამაღელვებელი და გასაოცარი სილამაზის შერკინება შემოინახა ქართველი რაინდისა და კბილებამდე ტექნიკით აღჭურვილი სამურაის „შთამომავლის“ თავდაჯერებული და ბოლომდე მტკიცედ მებრძოლი ათლეტისა.

2 სექტემბერს ქვემძიმე წონის ძიუდოისტთა ასპარეზობა გაიმართა. აქ ყველა ელოდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ფუმიო სასახარას იოლ გამარჯვებას. იაპონელი მისთვის ჩვეულ კარგ სპორტულ ფორმაში იყო, თანაც მეორე შეხვედრა „ვიღაც“ შოთა ჩოჩიშვილთან ჰქონდა. როცა იაპონელი ჩოჩიშვილის მოპირდაპირე მხარეს დადგა, მას ფოტორეპორტიორები მისცვივდნენ – ყველას უნდოდა, წინასწარ მოემარაგებინა მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის სურათები. „შეხვედრის დამთავრებამდე 40 წამი იყო დარჩენილი, – იგონებს შოთა ჩოჩიშვილი, – როცა ტრიბუნიდან ჩემი მწვრთნელის, გურამ პაპიტაშვილის ხმა შემომესმა: „კისრული!“ – და მყისვე მივიღე გადაწყვეტილება – მეტოქე დიდი სიმაღლიდან ბეჭებით დაეშვა ტატამზე. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სასახარა ძლეულ იქნა. დარბაზი უეცრად დადუმდა. მაყურებელი ჯერ ვერ მიხვდა, რა მოხდა, მსაჯისთვის კი მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი ფინალი და, როცა იგი გონს მოეგო, თავისთან იხმო ორივე სპორტსმენი, ხელი აღმართა ქართველი ათლეტისკენ და შთამბეჭდავად შესძახა: „იპონ!“ ეს წამი იაპონელებისთვის ტრაგედიის მაუწყებელი აღმოჩნდა – ძიუდოს ჯადოქრებმა ქვემძიმე წონაში პირველად დათმეს ჩემპიონობა.

მოსკოვში სახელგანთქმული სტადიონის პირდაპირ, მრავალსართულიანი სახლის ერთი ბინის შესასვლელში ცისფერთვალება ლამაზი ყმაწვილის სურათი დაკიდეს. თუმცა, ვინც ეს პორტრეტი თავისი ხელით ჩამოჰკიდა, უკვე გარდაცვლილია. სურათს რუსულ ტრადიციულ ოჯახში საგანგებოდ ინახავენ. ჩვეულებრივმა რუსმა ინტელიგენტმა, სპორტსმენმა და შემდგომში სახელგანთქმულმა მწვრთნელმა ასე უშუალოდ გამოხატა თავისი გრძნობა, პატივისცემა და სიყვარული 22 წლის ჭაბუკის მიმართ, რომელსაც ენდო და მისი ბედის ვარსკვლავი იწამა. ვლადიმირ ანდრეევმა, საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა, ძიუდოში პირველი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელის, შოთა ჩოჩიშვილის სურათს თავის ოჯახში მიუჩინა ადგილი. ეს მოხდა 1972 წელს, გვიან შემოდგომით. მანამდე კი...

ერთადერთი ადამიანი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა შოთა ჩოჩიშვილის ნაკრებში შეყვანას, დიდ წინააღმდეგობას წააწყდა საბჭოთა სპორტის მესვეურთაგან. ანდრეევს წარმოუდგენელი ბრძოლა დასჭირდა განზრახულის შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჩოჩიშვილი სოლოდუხინს უკვე აშკარად სჯობდა. ანდრეევმა ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა. არგუმენტები საკმაოდ მეტი ჰქონდა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად – დაე, ნახონ, რა ქარიშხალს დაატრიალებს ტატამზე უცნობი ქართველი. წინა წლის შემოდგომაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულმა მსოფლიო პირველობამ საბჭოთა მოჭიდავეებს დაფნის გვირგვინი ვერ მოუტანა. ნაკრები სუსტად გამოვიდა. იაპონელმა ძიუდოისტებმა კი, ისევ ბრწყინვალედ იასპარეზეს და შინ ორი მედლით დაბრუნდნენ. გაზეთ „სოვეტსკი სპორტში“ დაიწერა – „მძიმე ხომ არაა ჩვენთვის კიმანო?“ ნაკრების ახალმა ხელმძღვანელობამ კორექტივები შეიტანა მზადებაში და მთავარმა მწვრთნელმა ოლიმპიურ იმედად სწორედ შოთა ჩოჩიშვილი წარმოიდგინა. ზემოთ აღწერილი შეხვედრა მაწანწალა ბიჭისა და იაპონელი მწვრთნელისა, სწორედ 1972 წელს შედგა, როცა ანდრეევმა ნაკრები წინასაოლიმპიადო შეკრებაზე მთავარი კონკურენტის ქვეყანაში წაიყვანა და მომავალი მეტოქეების გვერდით ავარჯიშებდა. იაპონელ და საბჭოთა მოჭიდავეთა შეხვედრა მიუნჰენში, ჩვენს სასარგებლოდ, 2:1 დამთავრდა. წლების განმავლობაში იაპონელების წინაშე შექმნილმა შიშის ბარიერმა რღვევა დაიწყო.

უცხოეთის სააგენტოების კორესპონდენტები ოლიმპიურ პრესცენტრში ერთი მთავარი კითხვით მიდიოდნენ – ვინ არის შოთა ჩოჩიშვილი, ოლიმპიადის ახალი ჩემპიონი? თვით იაპონელებიც, რომელთაც, როგორც წესი, თავიდან ბოლომდე ყველანაირი დოსიე გააჩნდათ მსოფლიოს ძიუდოისტებზე, ამ შეკითხვით მიმართავდნენ ჟურნალისტებსა და დელეგაციის წევრებს. შოთამ ასე დაასრულა თავისი პრესკონფერენცია: „როცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დავამარცხე, ვიგრძენი საკუთარი თავის რწმენა. იაპონელებთან შეხვედრის წინ, სპეციალურად შევისწავლე მათი ყველა ილეთი და ჭიდაობის მანერა, მაგრამ გადამწყვეტ პაექრობაში სულ სხვა ილეთის გამოყენება მომიწია. ამ ილეთს ქართულ ჭიდაობაში „კისრული“ ჰქვია. გამარჯვების ძირი კი მიუნჰენიდან შორს, ქარელის რაიონის სოფელ ღვლევში, სოფლის ნახერხმოყრილ საჭიდაო სარბიელზეა და ეროვნული სულითაა ნაკვები. დღეს იაპონიაში  ბევრ ადამიანს შეხვდებით, რომელსაც შოთა ჩოჩიშვილის სიყვარულითა და პატივისცემით, შოთა ჰქვია, მათ ხომ ლეგენდარული ქართველი თავის დროზე კერპად გაიხადეს.

 

 

скачать dle 11.3