კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დაავადებების დროს ვითარდება უეცარი გულის წასვლა

 

 

გულის უეცარი წასვლა ცნობიერების დაკარგვაა. მისი საფუძველი თავის ტვინის მწვავე, მაგრამ მცირე ხნით განვითარებული სისხლნაკლებობაა. ეს კი, როგორც წესი, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით არის განპირობებული. გულის წასვლა ვითარდება ნერვული გადაძაბვის, შიშის, გადაღლის, სისხლის დაკარგვის დროს. ასევე, გულის დაავადებების, მწვავე სისხლდენის, შიმშილის, ჩახუთულ ჰაერში ყოფნის დროსაც. ზოგჯერ გულის წასვლა აღინიშნება ფეხზე დგომისას, ან ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში უეცარი გადასვლის დროს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ფერს კარგავს, ოფლიანობს, ვითარდება ჰიპოთერმია, ანუ სხეული ცივდება, სუნთქვა ნელდება, არტერიული წნევა ქვეითდება.

ამ დროს აუცილებელია გულწასული ადამიანის დაწვენა. ტვინის სისხლმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სასურველია, მას ფეხები ააწევინოთ, რომ სისხლმა თავისკენ დაიწყოს სვლა. გახანგრძლივებული გულის წასვლის დროს, შესაძლოა, განვითარდეს ტვინის ინფარქტი, ამიტომ დროზე უნდა დაეხმაროთ ადამიანს.

ზოგჯერ, გულის წასვლას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილი. ეს გულის იშემიურ დაავადებაზე მეტყველებს, გულის ფრიალი კი შესაძლოა, არითმიამ გამოიწვიოს. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება სისხლის წნევის გაზომვას. ასევე, მნიშვნელოვანია გულის წასვლისგან სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული თავბრუხვევის, კერძოდ, ჰიპოგლიკემიის, ეპილეფსიური გულყრის, ისტერიული გულის წასვლის გარჩევა. ამ დროს არტერიული წნევა და გულისცემა ნორმის ფარგლებშია. ადამიანს არ აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა და სიფერმკრთალე.

ხშირი გულის წასვლის დროს, აუცილებელია, ჭარბი მარილის შემცველი საკვების მიღება და ვიტამინოთერაპია.

თუ მისი გამომწვევი მიზეზი რაიმე სერიოზული პათოლოგიაა, მაგალითად, გულის მანკი, გულის იშემიური დაავადება და სხვა, მაშინ საჭიროა ამ ძირითადი დაავადებების მკურნალობა. გაფრთხილებთ, აუცილებლად მიაქციეთ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება – თუ უეცრად გული წაგივიდათ, ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები.

 

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება თრომბოფლებიტის რისკს ზრდის

თუ რომელიმე ახლობელი დაავადებული იყო თრომბოფლებიტით, ანუ ვენების ანთებით, რასაც თან სდევს თრომბების გაჩენა, რისკი არსებობს, რომ ის თქვენც გადმოგეცემათ. მშობლების გენი სისხლის შენადედის წარმოქმნის ალბათობას ზრდის. ყველაზე ხშირად ამ სნეულებით ავადდებიან ორალური კონტრაცეპტივების გამომყენებლები, მწეველები და მფრინავები. თუ გსურთ, თავი დაიზღვიოთ, აუცილებელია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კონტრაცეპტივის სხვა საშუალებებით შეცვალოთ, მოწევას კი თავი დაანებოთ. კარგი ეფექტი აქვს ფიტოპრეპარატებს, კერძოდ, მწვანე ჩაის, ნიორს, ბილობას ექსტრაქტს. აღნიშნული გენის მატარებელ ქალებს ორსულობის პერიოდში გართულების რისკი აქვთ. ამიტომ, თქვენი მიდრეკილების შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ ექიმ-გინეკოლოგს.

ტვინში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევა, ანუ ინსულტი, რასაც თან სდევს უეცარი გულის წასვლა და დამბლა, ხშირად დაკავშირებულია ათეროსკლეროზთან და მაღალ არტერიულ წნევასთან. ამიტომ, თუ თქვენს წინაპარს აწუხებდა ეს დაავადება, დიდი შანსია, თქვენც დაავადდეთ. ინსულტის საუკეთესო პროფილაქტიკაა ცხოვრების ჯანსაღი წესი. ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგანაც მოწევა ინსულტის რისკს ზრდის. ასევე, მოერიდეთ ალკოჰოლიანი სასმელების მიღებას. ყურადღება მიაქციეთ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, სოიის პროდუქტები.

ორგანიზმის პირველივე სიგნალებს ყურადღება მიაქციეთ. ხშირად ისინჯეთ პულსი, გაიკეთეთ ელექტროკარდიოგრამა. დაიცავით უცხიმო ან დაბალი ცხიმების შემცველი პროდუქტების დიეტა. აუცილებელია მიირთვათ ფორთოხალი, ბადრიჯანი, გოგრა, კამა, გარგარი, ცირცელი, ვაშლი და სვათ მწვანე ჩაი. ასევე, აუცილებელი და სასარგებლოა ფიტოესტროგენებითა და სხვა მცენარეული ჰორმონებით მდიდარი სუნელების გამოყენება კერძებში.

 

საჭმელსა და განწყობას შორის პირდაპირი კავშირია

თანამედროვე ფარმაკოლოგია ათასგვარ ტრანკვილიზატორს გვთავაზობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ აღმოჩენილია რამდენიმე ეფექტური ხერხი, რაც წამლების გვერდის ავლით, ხასიათის გამოკეთებას უწყობს ხელს.

განწყობის შეცვლის ხერხებიდან ყველაზე ეფექტურად აერობიკა სახელდება. ძალიან სასარგებლოა ბიოქიმიური და სხვა ცვლილებები, რაც ფიზიკური სავარჯიშოების შედეგად ვითარდება. განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი, ველოსიპედით სიარული, სეირნობა და ცურვა. კერძოდ, ყველაფერი ის, რაც გულის მუშაობას, სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს და ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს. დღეში მხოლოდ ოცი წუთის განმავლობაში ვარჯიში თქვენს განწყობას საგრძნობლად აამაღლებს.

ტვინისთვის ფერი ისეთივე მკვებავია, როგორც ორგანიზმისთვის ვიტამინები. იმისთვის, რომ თავიდან  აიცილოთ გაღიზიანება და სიბრაზე, თავი აარიდეთ წითელ ფერს. თუ დეპრესიასთან ბრძოლა გსურთ, არ ატაროთ ასეთი ფერის სამოსი. ასევე, თუ სევდას გსურთ, თავი დააღწიოთ,  ნუ ჩაიცვამთ შავ და მუქ ნაცრისფერ სამოსს. აირჩიეთ თბილი, ნათელი და ცოცხალი ფერები. იმისთვის, რომ დაწყნარდეთ და მოიხსნათ დაძაბულობა, უყურეთ ნეიტრალურ ფერებს, მაგალითად, ღია ცისფერს, ღია ვარდისფერს და ასე შემდეგ.

ასევე, მეცნიერებმა საჭმელსა და ხასიათს შორის უშუალო კავშირი აღმოაჩინეს. პროდუქტები, რომლებიც, ძირითადად, ნახშირბადს შეიცავს, თავისებურ დამაწყნარებელ საკვებად მიიჩნევა და მათ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. საჭმელში ცილების გამოყენება ტვინის სიცოცხლისუნარიანობას და გონებრივი ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს. ცილების ყველაზე დიდი შემცველობით გამოირჩევა: თევზი, მოლუსკები, ქათმისა და ხბოს ხორცი.

კოფეინის ჭარბი გამოყენება იწვევს ხასიათის ცვლილებებს და ეს გაითვალისწინეთ. აგრეთვე, ძილს შეუძლია განწყობის გაუმჯობესება, დაღლილობის მოხსნა. სიზმარი კი ეგრეთ წოდებულ ფსიქოთერაპიულ როლს ასრულებს. სიზმარი გვეხმარება დაძაბულობის მოხსნასა და ხასიათის დარეგულირებაში.

 

რომელ დაავადებებს შველის

ბალბის ყვავილებისა და ფოთლების ნახარში

მცენარე ბალბა უნიკალური სამკურნალო საშუალებაა. კარგია მისი ყვავილების, ფოთლების ნახარშისა და ნაყენის გამოყენება საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს, ხმის ჩახლეჩისას, კანის დაზიანებისა და დამწვრობის დროს. ბუასილის სამკურნალოდ კი გამოიყენება მისი საფენები. ნაყენი ასე მზადდება: ოცი გრამი ნედლეული ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და დადგით წყლის ორთქლზე, დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და დარჩენილი მასა კარგად გაწურეთ. ანადუღარი წყლით შეავსეთ მიღებული ნაყენი საწყისი რაოდენობის, ანუ ერთი ჩაის ჭიქის მიღებამდე. დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ.

ბალბას ხალხურ მედიცინაში იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ანთებითი დაავადებების, ხველების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის დროს. ასევე, გარეგანი კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების მოსაწმენდად. ნაყენი კი ამისთვის ასე მზადდება:

ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალბის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ ხუთი საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში 3-ჯერ, ყლუპ-ყლუპით.

ყვავილების ცხელი ნაყენის მოსამზადებლად კი, ერთ ჩაის კოვზ გამხმარ ყვავილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, ათი წუთის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში, დაახლოებით 3-ჯერ.

პირის ღრუში გამოსავლებად და კომპრესებისთვის ორ ჩაის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე თხუთმეტი-ოცი წუთი და შემდეგ გადაწურეთ.

 

ყოველდღიურ რაციონში სელის ზეთი შეიტანეთ

ვიტამინი E ორგანიზმის ბიოაქტიური ფაქტორების მუშაობის კოორდინატორია. მას „ახალგაზრდობის ვიტამინსაც“ უწოდებენ. ამ ვიტამინის გარეშე, ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები ადამიანისთვის არცთუ სასარგებლო, არამედ ზიანის მომტანიც კი იქნებოდა.

ვიტამინი E, როგორც უძლიერესი ანტიმჟანგავი და ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის უჯრედების ჟანგვის, ანუ დაბერების პროცესსაც.

ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების დიდი რაოდენობით ჩართვა საკვებში ზრდის E ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. ეს განსაკუთრებით შემწვარი და ცხიმიანი კერძების მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგან ასეთ საკვებში ნახევრად ნაჯერი და ცხიმოვანი მჟავები შედის, ვიტამინი E კი – არა.

გაითვალისწინეთ, რომ რაფინირებულ ზეთებში E ვიტამინი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე არარაფინირებულში.

ცნობილია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების პირველი მიზეზი ათეროსკლეროზია, ანუ არტერიის კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქების დალექვა, რაც აფერხებს გულისთვის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას, იწვევს გულის შეტევის პროვოცირებას. ქოლესტერინის დონის შემცირება, როგორც კვლევებით აღმოჩნდა, მეტ-ნაკლებად სელის ზეთს შეუძლია.

ამიტომ, აუცილებელია, რომ სელის ზეთი ყოველდღიურ რაციონში შეიტანოთ. სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც ეს პროდუქტი შეიცავს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და აუცილებელია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ინსულტი, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება. ნახევარი სუფრის კოვზი სელის ზეთი უზრუნველყოფს უჯერი ცხიმების მჟავის დღეღამურ მოთხოვნილებას. ეს მჟავა სელში ორჯერ მეტია, ვიდრე თევზის ქონში.

მისი მიღება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დარღვეული აქვთ ცხიმოვანი ცვლა, ასევე, ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც თევზს არ მიირთმევენ.

 

скачать dle 11.3