კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გარეშე არ შეიძლება, ადამიანის მიერ მარხვის შენახვა და როგორ მიდის ის ამ დროს სულიერ აშლილობამდე

აღდგომის მარხვას ყოველთვის წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დაცვა ისევე აუცილებელია, როგორც 7-კვირიანი მარხვის შენახვა. ამ დღეებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს და მათი გააზრების შემდეგ, ადამიანს კიდევ უფრო მეტად უჩნდება სურვილი, სწორად შეინახოს დიდმარხვა. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის, მარხვისა თუ დღესასწაულის წინ, ნებისმიერ ქრისტიანს გარკვეული შემზადება სჭირდება. ვისაც აქვს სურვილი, შეინახოს დიდი მარხვა, მან აუცილებლად უნდა გაიაროს მოსამზადებელი პერიოდი. ამიტომაც, ეკლესიამ განაჩინა ოთხი განსაკუთრებული კვირიაკე, რომლებიც დიდმარხვას წინ უძღვის და რომელიც იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირით. ამ დროს ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, არის თუ არა ის მზად შეინახოს მარხვა, არის თუ არა მასში სიმდაბლე, სინანული. ვისაც არ გააჩნია სიმდაბლე ან სურვილი სიმდაბლისა, ბუნებრივია, მას არანაირი მარხვა არ სჭირდება და არ სჭირდება მას მაცხოვარი. ერთადერთი ცოდვა, რითაც ადამიანი სამოთხეში დაეცა, ხოლო ანგელოზი – სასუფეველში, ეს იყო მედიდურობა, ეს იყო საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულება, მოხიბვლა საკუთარი მდგომარეობით, ღმერთისგან განშორება, ღმერთის გარეშე ღმერთობა. ადამიანი უნდა ევედრებოდეს ღმერთს და აღიარებდეს საკუთარ ცოდვებს. მთელი აღდგომის მარხვის განმავლობაში შენდობა ითხოვეთ ადამიანებისგან, უარი თქვით სიზარმაცეზე, ულოცველობაზე, მარხვის არშენახვაზე, უზიარებლობაზე, იყავით თავმდაბლები, ითხოვეთ სიმშვიდე, სიყვარული, არ განიკითხოთ სხვა, იპოვეთ საკუთარ თავში ცოდვები და უფალი ამ ყველაფერს ასმაგად მოგაგებთ. 

– მეორე მოსამზადებელი კვირა, ეს არის უძღები შვილის კვირა. მამაო, რა იგულისხმება უძღებ შვილში?

– დიახ, მეორე კვირა ეს არის უძღები შვილის კვირიაკე. „უძღები“ – დაკარგულს, გაძევებულს ნიშნავს, ეს არის ადამიანი, რომელიც დაღუპული, წარწყმედილი იყო, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და დაბრუნდა მამასთან. თუ ადამიანი საკუთარ თავში ჯერ სიმდაბლეს მოიძიებს, მერე მოიპოვებს, ჩავარდება სინანულში, ექნება სურვილი, დაბრუნდეს მამასთან, ის დაბრუნდება ეკლესიაში, ღმერთთან. მესამე კვირა არის საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე, რომლის შესახებ მაცხოვარი გვასწავლის: როდესაც ძე კაცისა მოვა, ის მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ – თხებს. ანუ, ვინც იყო მორჩილი, მოინანია საკუთარი ცოდვები, მშიერს აპურებდა, საპატიმროში პატიმრებს მოინახულებდა და ქველმოქმედი იყო, მისთვის სამსჯავრო იქნება მსუბუქი, მიუტევებს უფალი ცოდვებს, ეტყვის კურთხეულ სიტყვებს: „წარვედით საუკუნო ნეტარებაში“! ის ადამიანები, რომლებიც მშიერს არ აპურებდნენ, საპატიმროში არ ნახულობდნენ პატიმრებს, სნეულებს არ ანუგეშებდნენ, არ იყვნენ ქველმოქმედნი, თხებს ჰგვანან და ასეთი ადამიანები სამსჯავროზე მოისმენენ: „წარვედით ჩემგან საუკუნო სატანჯველში“! მეოთხე კვირა კი უკვე არის ადამის სამოთხიდან გამოძევების კვირიაკე. ეკლესია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რატომ გამოაძევა უფალმა ადამი სამოთხიდან და რომ ის უნუგეშოდ არ დაუტოვებია – მას სამოთხეშივე მისცა აღთქმა, რომ მოვიდოდა მესია და ის, ანუ დედაკაცის თესლი, გველს, ანუ ეშმაკს თავს გაუჭყლეტდა.

– გარდა მოსამზადებელი კვირებისა, აღდგომის მარხვა გამოირჩევა იმითაც, რომ ამ დროს სხვა მარხვებისგან, დღესასწაულებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ლოცვები იკითხება და მსახურებაც  განსხვავებულია. 

– სანამ ადამიანის სული ცოცხალია – ცისქვეშეთში მყოფი, მანამდე უნდა ევედროს ღმერთს, უნდა თქვას აღსარება, მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი სული არ გარდაიცვალოს, არ განეშოროს უფალს. სამოთხეში ადამიანი ჯერ სულიერად კვდება, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, განეშორება ღმერთს, დაეცემა და მერე, შედარებით მოგვიანებით, უფლისგან განშორების შემდეგ, კვდება უკვე ხორციელად. ანუ, ყოველივეს წინ მაინც სულიერი გარდაცვალება უძღვის. მარხვაში აუცილებელია საეკლესიო ლიტერატურის კითხვა, სადაც გადმოცემულია სწავლება სინანულის შესახებ. იოანე კრონშტადტელის სიტყვებს შევახსენებ ყველას: „საბრალოა ის ადამიანი, რომელსაც ჰქვია ქრისტიანი და არ იცის, რა არის ქრისტიანობა“. მოძღვართან შეთანხმებით უნდა წაიკითხოთ საეკლესიო ლიტერატურა, ეფრემ ასურის ცხოვრება, რომლის ლოცვის წაკითხვის გარეშე, დიდმარხვა წარმოუდგენელია. ასევე, უნდა წაიკითხოთ ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც იკითხება მარხვის პირველ კვირაში ხუთშაბათამდე. შეგიძლიათ ეკლესიაში მობრძანდეთ და იქ მოისმინოთ ანდრია კრიტელის კანონი, ან სახლში წაიკითხოთ. რა თქმა უნდა, მთავარი, მხოლოდ ანდრია კრიტელის კანონის ან ეფრემ ასურის ლოცვების წაკითხვა კი არ არის, არამედ იმის გააზრება და გაცნობიერებაა, რაც ამ ლოცვებშია მოცემული. ამ ყველაფრის კითხვის გარეშე, ადამიანებისთვის ძნელია ეკლესიური ცხოვრება. როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, ქრისტიანობა არის მიბაძვა საღვთო ბუნებისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მიეცა საღვთო ბუნება. მასში თავისუფალი ნება – ბუნების ნაყოფია, ხოლო არჩევანი – მისი პიროვნების. თუ შენ ხარ ადამიანი, უფალმა მოგცა თავისუფალი ნება, ამ თავისუფალი ნებით უნდა შეინახო მარხვა და გამოამჟღავნო პიროვნული არჩევანი – გინდა თუ არა, რომ იყო ქრისტიანი. თუ გინდა, რომ იყო ქრისტიანი, უნდა შეინახო მარხვა. რადგან, იყო ქრისტიანი, მართლმადიდებელი და არ შეინახო მარხვა, ეს ნიშნავს, რომ მაიმუნივით გაქვს ნიღაბი ჩამოცმული. ჩვენი ნიღაბი და თავის მოტყუება არავის სჭირდება. ვიყოთ ქრისტიანები, დავიწყოთ მზადება დიდი მარხვისთვის, რის გარეშეც ჩვენი ცხოვრება, ცხონება, უფალთან ურთიერთობა, წარმოუდგენელია. მინდა, ყველას შევახსენო იოანე ოქროპირის სიტყვები: ის ხალხი, ვინც საერთოდ არ დადის ეკლესიაში, თუ მართებულად, სწორად იმარხულებს დიდმარხვაში, ღმერთი მთელი წლის ცოდვებსაც შეუნდობსო.

– მამაო, ხშირ შემთხვევაში ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს მარხვის შენახვაში, განსაკუთრებით დიდმარხვის, რომელიც ერთგვარი სიმკაცრით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ბევრი მაინც ინახავს, რასაც საბოლოო ჯამში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვება. 

– ქრისტიანები უფლის მიერ დადგენილ მარხვებს ისეთი დამშვიდებული სინდისით არღვევენ და არ ასრულებენ, თითქოს უმნიშვნელო საქმეს ეხებოდნენ. ყველამ უნდა შეიგნოს ეკლესიის განჩინება მარხვის უარმყოფელთა მიმართ (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საპატიო მიზეზის მქონეთ, სწორედ მათ, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს): მარხვის დამრღვეველნი (განსაკუთრებით – სააღდგომო მარხვის) რამდენიმე წლით განიკვეთებიან ეკლესიიდან ან წმიდა საიდუმლოებებისგან, განსაკუთრებით კი – ზიარებისგან. საერთოდ, მარხვის დარღვევად მიიჩნევა: სიხარბემომეტებული ჭამა თუნდაც სამარხვო საკვებისა; ფუჭი, ამაო საუბარი და უხამსი ხუმრობა. მარხვა მკაცრად უნდა იყოს შეფარდებული ადამიანის ჯანმრთელობასთან. მარხვის დაწყებისთვის აუცილებელია მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. დღეს ბევრი ადამიანი ეკლესიური ცხოვრებისა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე მარხულობს, რაც უმეტეს შემთხვევაში, დიეტას ემსგავსება და ხშირად მძიმე ავადმყოფობით, სულიერი აშლილობით მთავრდება. 

 

 

скачать dle 11.3