კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცევიან რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები გადასაღებ მოედანზე რომან ქადარიასთან და რის გამო ეშინია ბევრ მათგანს გახდა

 

ბევრი კამათი შეიძლება იმ თემაზე, თუ რა არის რომან ქადარიას წარმატების საიდუმლო – იღბალი თუ შრომისმოყვარეობით მიღწეული შედეგი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, მასზე თანამედროვე რუსეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა და ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფია. მისი არტპროექტები და ფოტოგამოფენები დიდი მოწონებით სარგებლობს მოსკოვში.

რომან ქადარია: დავიბადე სოხუმში, 1973 წლის 23 ივნისს, ოჯახთან ერთად აფხაზეთში ვცხოვრობდი, თუმცა თბილისშიც გვქონდა ბინა. ბებია-ბაბუა წარმოშობით სოხუმელები იყვნენ. სკოლის პირველი-მეორე კლასი სოხუმში დავამთავრე, თბილისში რვა კლასამდე  ვისწავლე და შემდეგ თოიძის სამხატვრო სასწავლებელში გავაგრძელე სწავლა. ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში და ბოლო კურსიდან მოსკოვში წამოვედი, სადაც თითქმის 20 წელია, ვცხოვრობ. თბილისში ნათესავები და მეგობრები მყავს, შარშან ვიყავი ჩამოსული. თუმცა, მანამდე, 7 წელი არ ვიყავი ნამყოფი. 

– მოსკოვში რომ ჩახვედი, რთული იყო თავის დამკვიდრება?

– 1991 წელს, როდესაც მოსკოვში ჩავედი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და მხატვრობით ვირჩენდი თავს. ვყიდდი ნახატებს, ვაწყობდი გამოფენებს და ამით ვცხოვრობდი. პერსპექტივა კი იყო, თუმცა 1998 წელს, როდესაც რუსეთში კრიზისი დაიწყო, ნახატები ცუდად იყიდებოდა და თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე. 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, იყო ასეთი ჟურნალი „საქმიანი საქართველო”, წელიწადში ერთი ნომერი გამოდიოდა. იქ სარეკლამო დიზაინს ვაკეთებდი. თუმცა, იქაც არ ჩანდა პერსპექტივა და გადავწყვიტე, ისევ მოსკოვში დავბრუნებულიყავი. თბილისში მოგროვილ უკანასკნელი ფულით ჩავედი იქ. მეგობრები კი მეუბნებოდნენ,  რა გინდა მოსკოვში, იქ ახლა კრიზისიაო. თუმცა, ჩასვლიდან ერთ კვირაში, ოთხი სამსახური ვიშოვე სარეკლამო კომპანიებში და თვითონ გადავწყვიტე, რომელი ამერჩია, სად უფრო საინტერესო იყო მუშაობა და მოვედი ერთ-ერთ კომპანიაში. საინტერესო და სასაცილო ისტორია იყო – მომთხოვეს პორტფოლიო, აინტერესებდათ, რის გაკეთება შემეძლო. მე ავიღე და „საქმიანი საქართველოს” ორი ნომერი დავუდე მაგიდაზე. დიდხანს უყურეს გაფართოებული თვალებით და ვერ მიხვდნენ რა იყო, რადგან ყველაფერი ქართულად ეწერა. ისინი კი ჩემგან ეტიკეტებს, სარეკლამო პროსპექტებს ითხოვდნენ. ბოლოს მკითხეს, რის კეთება შემეძლო დამატებით, ვუთხარი, ფერმწერი ვარ-მეთქი და ჩემი რამდენიმე ნახატი ვაჩვენე. ამით დაინტერესდნენ, მითხრეს, რომ ნიჭიერი ვარ და სამსახურში ამიყვანეს. შვიდი წელი ვიმუშავე იმ კომპანიაში და არტდირექტორის თანამდებობას მივაღწიე, ამის შემდეგ, მივხვდი, რომ ან საკუთარი კომპანია უნდა გამეხსნა, ან ისევ იგივე მიმართულებით მემუშავა, წინსვლის გარეშე. ამ დროს დავინტერესდი ფოტოგრაფიით.

– უფრო დაწვრილებით გვიამბე, რატომ დაინტერესდი ფოტოგრაფირებით? 

–  მეგობარი გოგონას ნაჩუქარი სამოყვარულო ფოტოაპარატით – „მილნიცით” დავიწყე ფოტოების გადაღება. შიშველ გოგონებს ვუღებდი, შემდეგ ფოტოშოპში ვამუშავებდი და ფოტოსაიტზე ვტვირთავდი. მოსკოვში სპეციალური ინტერნეტპორტალია, სადაც მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები თავიანთ ნამუშევრებს დებენ და შემდეგ განიხილავენ მას, ქულებს უწერენ. სიმართლე რომ გითხრა, არ ვაპირებდი ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდებოდი, უბრალოდ, ერთმა ქალბატონმა შეამჩნია ჩემი ნამუშევრები და შემომთავაზა ფოტოსტუდიაში მემუშავა ფოტოგრაფად. მე ვიფიქრე, ალბათ, ხუმრობს და ამ გზით ჩემი გაცნობა უნდა ინტერნეტის საშუალებით-მეთქი. მე ვუთხარი, რის ფოტოგრაფი, ცხოვრებაში არ მინახავს  პროფესიული ფოტოკამერა-მეთქი. თუმცა, ამ ქალბატონმა დამარწმუნა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. ჩვენ შევხვდით, მიმიყვანა იმ ფოტოსტუდიაში. სტუდია საკმაოდ პრეზენტაბელური იყო – 200 კვადრატული მეტრი ფართობის აპარტამენტები: ცალკე საძინებლით, სამზარეულოთი, აბაზანით, უზარმაზარი სტუდიით. ამან დიდი როლი ითამაშა, როგორც ამბობენ, ამით „მიყიდა” და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი პროფესიონალი ფოტოგრაფი, ვიფიქრე – რატომაც არა, მოდი, ვცდი-მეთქი. გადავწყვიტე, გამერისკა. მიმიყვანეს ამ სტუდიის დირექტორთან, გავლენიან ადამიანთან, რომელმაც პირველი დავალება მომცა. უნდა გადამეღო პოპულარული რუსული ჯგუფის, „სტრელკის” ექსწევრი, იულია ბერეტა, რომლის პროდიუსერობას ჩემი უფროსი ითავსებდა. თუ მათ მოეწონებოდათ ფოტოსესია, სტაბილურ სამსახურს და იგივე პირობებს მთავაზობდნენ, რაც სარეკლამო კომპანიაში სტუდიაში, სადაც დამხვდა მისი მენეჯერი, რომელიც კარგად ერკვეოდა ტექნიკურ საკითხში – იცოდა, განათებების დაყენება და ათასი ნიუანსი. მისგან ფოტოგრაფიის პირველი გაკვეთილები მივიღე. ძალიან დამეხმარა სამხატვრო აკადემიის გამოცდილება, – შუქის დაყენება, კომპოზიცია. ამას პლუს ფოტოშოპი და, პირველი ფოტოებით სტუდიის ხელმძღვანელი კმაყოფილი დარჩა. ასე დავიწყე მუშაობა ფოტოსტუდიაში. ხშირად, მეგობრებს ვიღებდი, მათზე ვატარებდი ექსპერიმენტებს და პრაქტიკულად იმ სტუდიაში ვცხოვრობდი. ერთი წლის შემდეგ უკვე საკუთარი პორტფოლიოც მქონდა და შემეძლო სხვა პროექტებზეც დამეწყო ფიქრი. დამატებითი შემოსავლისთვის და მეგობრების დახმარებით მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, „მარტინის” სპონსორობით, მოვაწყვე არტპროექტი – ჩემი პირველი გამოფენა. იქ მოვიდნენ ვარსკვლავები, რომელთაც არ იცოდნენ მე ვინ ვიყავი, თუმცა იცოდნენ ჩემი ნამუშევრების შესახებ. ამის პარალელურად, ვმუშაობდი შემოქმედებით პროექტებზე. მეგობარმა გოგონამ გამაცნო ერთი ფრანგი, რომელსაც საკუთარი გალერეა ჰქონდა და იქ მოვაწყვე პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – „ანგელოზების ქალაქი”. სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ პროექტზე. ვეძებდი მოდელებს, ადგილებს, სადაც უნდა გადამეღო და საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა. ლამაზი გამოფენა იყო და გეტყვით, რომ რამდენიმე ნამუშევარი საკმაოდ მაღალ ფასად გაიყიდა. ეს ხდებოდა პირველი ერთი წლის განმავლობაში, რაც  ფოტოგრაფიას მოვკიდე ხელი. ამ გამოფენის დახმარებით, უფრო თავდაჯერებული გავხდი. ამას მოჰყვა აღიარება და მრავალი შემოთავაზება. ამ ექვსი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 20-მდე გამოფენა, არტპროექტი მოვაწყვე. გამიჩნდა დიდი სანაცნობო წრე, მათ შორის არიან ვარსკვლავები, რომელთა უმეტესობასთან ვმეგობრობ კიდეც. მუშაობასთან ერთად, მსოფლიოს ნახვასაც ვახერხებ. თანაც, საყვარელი საქმით ვარ დაკავებული. ძალიან ბევრი მომცა ფოტოგრაფიამ და იმით, რასაც ვაკეთებ, ძალიან დიდ „კაიფს” ვიღებ.

– ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ეროტიკულ ფოტოგრაფიაში. ჟანრი – ნიუ, ეს არის ერთგვარი ჭა ფსკერის გარეშე. შენ აგრძელებ ვარდნას და ძირი არ ჩანს. პლასტელინივითაა, ნებისმიერი ფორმის გამოძერწვა შეგიძლია. ყველაფერი დამოკიდებულია შენს წარმოსახვაზე, ფანტაზიაზე, თვითონ ქალზე. ასევე, ენერგეტიკაზე – რას გასცემ, რას იღებ, გადაღების ადგილებისგან. მინდა ვთქვა, რომ არასდროს ვყოფილვარ რომელიმე ცნობილი ფოტოგრაფის ფანი. მომწონებია ნამუშევრები, თუმცა არ მიცდია, მათი გამეორება. ფოტოგრაფია და კომპოზიცია მოლეკულასავით, ინფორმაციასავითაა, რომელსაც გარედან იღებ, შემდეგ აერთიანებ და  საკუთარს ქმნი. მნიშვნელოვანია იმპროვიზაცია, როდესაც შემთხვევით აგნებ სწორ რაკურსს. ხანდახან ფოტოს დგამ, როცა მანამდე გაქვს  მოფიქრებული სიუჟეტი, თუმცა ეს ყველაფერი ქვეცნობიერად ხდება – შენ არ იგონებ, უბრალოდ მიღებული გაქვს ეს ინფორმაცია და ახლა იყენებ. 

– იოლად თანხმდებიან მოდელები გახდაზე?

– მოდელის გახდა არ არის რთული, მთავარია, გენდოს. ისინი თანხმდებიან, რადგან მე როგორც ფოტოგრაფი, არასდროს ვაძლევ მათ საბაბს – მუშაობის პროცესში მე მათ ვექცევი, როგორც ობიექტს და არ შევხედავ როგორც ქალს. ეს იგივეა, როგორც მოქანდაკე ექცევა თიხას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მუშაობა ეროტიკულ ფოტოგრაფიაში. სხვანაირად არაფერი გამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება არა ფოტოსესია, არამედ პორნოგრაფია. გადაღების დროს ვცდილობ, გოგონებს არ ვუყურო თვალებში. ჟესტებით ვურთიერთობ, გულგრილად ვუყურებ, რადგან ისინი უნდა მოეშვნენ, არ უნდა დაიძაბონ იმ სიტუაციაში. ასევე, იოლად თანხმდებიან გოგონები, როდესაც ნანახი აქვთ ჩემი წინა ნამუშევრები. ხედავენ, რომ ლამაზია, არ არის გარყვნილი. თვითონაც რწმუნდებიან, რომ მათ შემთხვევაშიც, იგივე იქნება.

– ვარსკვლავები კაპრიზულები არიან გადასაღებ მოედანზე, ისინი თუ გაგიხდია?

– შიშველი ვარსკვლავები პრაქტიკულად არ გადამიღია. უმეტესობას იმ კრიტიკის, ნაკლოვანებების აფიშირების ეშინია, რაც შეიძლება შიშველმა ფოტოებმა გამოიწვიოს. ზოგი კი არ არის ამისთვის ჯერ მზად. ფეშენისა და რეკლამის სფეროში მათთან ბევრს ვმუშაობ. ბევრთან ვმეგობრობ კიდეც. რაც შეეხება კაპრიზებს, მათ იციან, რომ კაპრიზის შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებენ და ფოტოგრაფებთან მეგობრობაა საჭირო. მეც მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შესაძლოა ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაცა არ მოსწონებიათ, თუმცა მე ვუხსნი, რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა, შედეგი არ იქნება. 

– შენმა პროექტმა „ანგელოზები და დემონები” დიდი მოწონება დაიმსახურა. მოყევი ამის შესახებ?

– მოსკოვის ერთმა იტალიურმა რესტორანმა, წარმოჩენის მიზნით, სარეკლამო ფოტოსესია შემიკვეთა. ბევრს ვფიქრობდი, როგორ გამეკეთებინა და უცებ თვალწინ დამიდგა მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა – ანგელოზები, დემონები და გადავწყვიტე ამ სტილში გადამეღო ვარსკვლავები. ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო. მე თავად ავარჩიე 6 ანგელოზი და 6 დემონი. გავაკეთეთ დიდი ტილო – 2X3 მეტრზე და ეს იყო ერთი ტილოს გამოფენა, რომელიც შედგა რესტორანში. საღამოს დაჯილდოების ფორმატი ჰქონდა. სხვადასხვა ნომინაციები – მაგალითად, წლის ყველაზე ანგელოზური ხმა ან წლის დემონური ჩაცმულობა. საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იყო, ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო. თვითონ ვარსკვლავებთან მუშაობის პროცესი (ვიქტორია ბონია, სტას პიეხა, „უმა ტურმანის” სოლისტი ვლადიმირ კრისტოვსკი, ნატალია პოდოლსკაია, „ვიაგრადან” მესედა ბაგაუტდინოვა, ჟენია მალახოვა, რომან არხიპოვი, მიტია ფომინი, ნატალია რუდოვა, ვლად ტოპალოვი – ავტორი) საინტერესო იყო. ისინი ჰაერში, დაკიდებულ მდგომარეობაში უნდა გადამეღო და თავდაპირველად, მოვიწვიეთ ადამიანი, რომელიც ცირკში მუშაობდა. მან სპეციალური დასაკიდები მოიტანა, რომელიც მაგრდებოდა საცვლებზე და ბაგირის საშუალებით ჰაერში სწევდა მოდელს. პირველი, ვისაც ვიღებდი, ვლად ტოპალოვი იყო, მან ამ ბაგირებით ერთი ადგილი კინაღამ დაიზიანა (იცინის). ჩვენ კი გადავიღეთ, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, აღარავინ დაგვეკიდა ბაგირზე და ტუმბოზე გადაწოლილებს, ფეხები ჰაერში რომ ჰქონდათ, ისე ვუღებდი. შემდეგ ყველაფერი ფოტოშოპის დახმარებით დავამუშავე. ამ ფოტოზე ყველაფერი რეალურია, მტრედები, ფრთები, მხოლოდ ფოტოების შეერთება ხდებოდა კომპიუტერში. იმედი მაქვს, ასეთი პროექტები მომავალშიც მექნება.

– თუ არიან ისეთი ვარსკვლავები, რუსულ ან დასავლურ შოუ-ბიზნესში, რომელთა გადაღებაზეც ოცნებობ და გინდა იმუშაო მათთან?

– ორიენტაცია მაქვს აღებული დასავლეთზე, რადგან მოსკოვში, პრაქტიკულად, ყველა გადაღებული მყავს. დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ევროპელ, ჰოლივუდელ ვარსკვლავებს. ახლახან ვიყავი ჰოლივუდში. ლოს-ანჯელესში მქონდა შეხვედრები შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. თუმცა, წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი.

– მოსკოვში მოღვაწე ქართველებთან თუ გაქვს შეხება, თუ იკრიბებით ერთად?

– ვმეგობრობ ქართულ დიასპორასთან, ხშირი კავშირი გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა ქართველ არტისტს ვიცნობ, ვინც კი მოსკოვშია. ვიკრიბებით ხოლმე სახინკლეში, კაფეში. მიმუშავია მათთან. ირაკლი ფირცხალავა გადამიღია არაერთხელ. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს თამრიკო გვერდწითელთან ფოტოგადაღების თაობაზე. პირადად არ ვიცნობ და თუ შედგა ფოტოსესია მოხარული ვიქნები. დიანა ღურწკაია, თინა კანდელაკი, სოსო პავლიაშვილი, დათო ხუჯაძე, ქეთა თოფურია გადამიღია. თუმცა, ყოველდღე ვერ ვხედავ მათ. ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს, დაკავებული ვართ.

იმდენად გადავიღალე მუშაობით, სამკვირიანი შვებულება მოვიწყვე და ახლახან დავბრუნდი მოსკოვში. ახლა ვფიქრობ, რას გავაკეთებ. პაუზა უნდა ავიღო ვარსკვლავებთან და მთლიანად ეროტიკულ ფოტოგრაფიაზე მინდა გადავერთო. რუსეთში ჯერჯერობით ფოტოხელოვნება არ არის სათანადო სიმაღლეზე, ისე როგორც ევროპაში ან ამერიკაშია, არ არიან აგენტები.

 

 

скачать dle 11.3