კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აფინანსებს თუ არა სალომე ბაკურაძეს ფულიანი და გავლენიანი „ბიძა“ და რატომ „ემუქრება“ მას მამაო ჯვრისწერით

მომღერალ სალომე ბაკურაძის შესახებ, ბოლო დროს უამრავი ჭორი  შევიტყვე. ზოგი ამბობს, მან თავის შეყვარებულთან ჯვარი დაიწერა, მეჯვარედ ნოდიკო ტატიშვილი წაიყვანა და ამას მალავსო. ზოგიც ამტკიცებს, ეგ ამბავი ტყუილია, მას მილიონერი ბიზნესმენი ჰყავს საყვარლად, ის ასპონსორებს და შეყვარებული უბრალოდ შესანიღბავად სჭირდებაო. ენას ძვალი არ აქვს და უამრავი ასეთი ჭორი შეიძლება, მოიგონო. თუმცა, ასეა თუ ისე, ვინც სალომეს იცნობს, დამეთანხმება, რომ ეს აქტიური, რომანტიკული, მოსიყვარულე და თბილი ადამიანი,  შეყვარებულისა და მეგობრების გვერდით, თავს მშვიდად გრძნობს და ასეთი ჭორები მასზე არ მოქმედებს. 

 

სალომე ბაკურაძე: თავს ბედნიერად ვგრძნობ, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერაც არ მაკლია, მეგობრებიც გვერდით მიდგანან და საყვარელ საქმეს ვემსახურები. ბევრი ჭორი აგორდა ჩემს პირად ცხოვრებაზე. მაგრამ,  გეტყვით, რომ უკვე ხუთი წელია, პირად ცხოვრებაში სტაბილურად ვარ. ერთი ადამიანი მიყვარს, ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის ღალატს ნამდვილად არ ვაპირებ. 

– ესე იგი, რომ ამბობენ, სალომემ მის რჩეულთან, ვასკა გეგელიასთან ჯვარი ჩუმად დაიწერა და ნოდიკო ტატიშვილი და თიკა მახალდიანი იყვნენ მისი მეჯვარეებიო, ტყუილია?

– რასაკვირველია, ტყუილია. ამას როგორ დავმალავდი? იმას თუ ვამბობ, ვასკა მიყვარს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია-მეთქი, მასთან ჯვრისწერას და სასიყვარულო ურთიერთობის დაკანონებას რატომ დავმალავდი? ისე, ნოდიკო ჩემი უახლოესი, ბავშვობის მეგობარია და ხშირად გვეუბნება, როდის უნდა დაიწეროთ ჯვარი, მე, ხომ იცი, მეჯვარე ვარო. მამაოც გვემუქრება, სადაც ერთად დაგინახავთ, იცოდეთ, ექსპრომტად დაგწერთ ჯვარსო (იცინის). სხვათა შორის, ნოდიკოს და ვასკას ერთ დღეს, 5 ნოემბერს აქვთ დაბადების დღე და ამ დღეს სულ „ვიჭედები”. ორივესთან, აუცილებლად უნდა ვიყო და ხომ არ გავიჭრები შუაზე? (იცინის). ნოდიკო „შაყირობდა”, დიდ დაბადების დღეს ვიხდი, შენ და ვასკა მოდით და ბარემ ქორწილი გავაჩაღოთო. ჩემი აზრით, ალბათ, აქედან წამოვიდა ეს ჭორი. კი არ ვბრაზდები, უბრალოდ, გული მწყდება, ჭორებს რომ ვიგებ ჩემს პირად ცხოვრებაზე. 

– სხვათა შორის, ხმა გავრცელდა, რომ ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენი გაფინანსებს, რომელსაც შენს მიმართ გრძნობაც გააჩნია და მის გამო იკავებ თავს გათხოვებაზე. ამაზე რას იტყვი?

– ნამდვილად არ ვიცი, ვინ მაფინანსებს. თუ ვინმე მესაყვარლება და არ ვიცი, ვერ ვხვდები (იცინის). გადაირევი ადამიანი?! მოკლედ, თუ წარმატებული ხარ და შენს საქმეს აქტიურად აკეთებ, აუცილებლად ვინმე ფულიანი და გავლენიანი უნდა გმფარველობდეს და გაფინანსებდეს? ვასკა, ანი კეკუას ბიძაა და აქედან გამომდინარე, ასეთი ჭორი დადიოდა, სალომეს ვიღაც „ბიძა” ჰყავს შეყვარებულიო. ხომ იცით, „ბიძა” უფროს კაცთან და საყვარელთან ასოცირდება. ეტყობა, ვიღაც-ვიღაცეებმა იფიქრეს, რომ ეს ფულიანი „ბიძა” კაცია ჩემი საყვარელი (იცინის). არ შეიძლება, ბიძა ასაკით პატარა იყოს და ბევრი ფული არ ჰქონდეს? აბსურდული ჭორები ჩემზე ადრეც აგორდა, თითქოს მამაჩემი, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როცა ცხრა წლის ვიყავი, აღმოჩნდა, ჯეოსტარზე რომ გამოვდიოდი მაშინ მაფინანსებდა. ეს ჭორი ტრანსპორტში გაიგო ჩემმა ბიძაშვილმა და აღშფოთებული მოვარდა ჩემთან. არ ვიცოდი, გარდაცვლილი ბიძაჩემი საიქიოდან თუ ფულს აგზავნიდა შენს მხარდასაჭერადო. დედაჩემი კი ერთ-ერთი მოსკოვის საფეხბურთო გუნდის მფლობელი ყოფილა და ეს მეც არ ვიცოდი. არადა, ისე შორს არის დედაჩემი ფეხბურთისგან, როგორც ცა და დედამიწა. საფეხბურთო გუნდის მფლობელი კი არა, სტადიონზეც არ არის ნამყოფი. ასეთ ჭორებზე მეცინება. ხან რას მიგონებენ და ხან – რას. ეს უსამართლობაა და მეტი არაფერი. სიმართლე გითხრათ, ახლა ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, ნაკლებად ვფიქრობ ამ ჭორებზე. ხომ იცით, ისეთი ხალხი ჭორაობს, ვისაც საქმე არ აქვს, ან პირად ცხოვრებას ვერ იწყობს და სხვის დაწყობილ ცხოვრებას მიმოიხილავს. მეც ბევრჯერ მტკენია და დამწყვეტია გული, მაგრამ ამის გამო არ გავბოროტებულვარ და სხვისი წარმატება არ შემშურებია. თუ შრომისუნარიანი ხარ, ყოველთვის მიაღწევ დასახულ მიზანს. ლანგრით არაფერი მოსულა ჩემს ცხოვრებაში და მით უმეტეს, წარმატება. ვაღიარებ, ყოველთვის მეხმარებოდნენ და მეხმარებიან ჩემი მეგობრები, ახლობელი ადამიანები, ოჯახის წევრები და პედაგოგები. სწორედ მათ მიუძღვით დიდი წვლილი ჩემს წარმატებებში და ვარ ის, ვინც დღეს ვარ. მათ ამისთვის დიდი მადლობა. ადამიანი კეთილი რომ ხარ და გიხარია სხვისი წარმატება, ამაზე კარგი არაფერია. ეს ვიღაცას უკვირს, ზის ფეხიფეხზე გადადებული და ჰგონია, აუცილებლად საყვარლის დახმარებით უნდა „გაიქაჩო”. ასე პრიმიტიული ადამიანები აზროვნებენ და ეს მათი პრობლემაა. რჩევას მივცემ მათ: სხვაზე ჭორაობას, გირჩევნიათ, მეტად დაიხარჯეთ, კეთილი საქმეები აკეთეთ და თქვენც გახდით წარმატებულები. ღმერთი, რჯული, არავისთვის არაფერი წამირთმევია. თუკი რამე გამაჩნია და მაქვს, ჩემია და ჩემი შრომითა და კეთილი გარშემო მყოფების დახმარებით. საყვარლის თემა ჩემგან შორსაა და თუ ვინმე ბიზნესმენი დამეხმარება უანგაროდ, ამას მარტო მივესალმები (იცინის). როცა მეგობარი სიმღერას გირჩევს, ეძებს რომელი მოგიხდება და რომელი მიგესადაგება, ეს დახმარება და წინსვლისკენ ხელის კვრა არ არის? ფულზე ხომ არ არის ყველაფერი დამოკიდებული. კიდევ ვამბობ, თუ ფული აქვს ვინმეს და კლიპს დაგიფინანსებს, ან სიმღერის ჩაწერაში დაგეხმარება, ამას რა ჯობია? ეს ჭორის მიზეზი ხომ არ უნდა გახდეს?! უმადურობა დამღუპველია. რაც მაქვს და გამაჩნია, ღმერთის მადლობელი ვარ. მე გაჩერებას არ ვაპირებ – მინდა, მეტს მივაღწიო და გაცილებით წარმატებული ვიყო. 

მე ბედს არ ვუჩივი. რადგან ცოცხალი ვარ, ჯანმრთელი და აქტიური. ეს უკვე ნიშნავს, რომ იღბალი მწყალობს. შეყვარებულიც ვარ და თვალებიც სხვანაირად მიციმციმებს. (იცინის). როცა ადამიანს სიყვარული შეგიძლია, ეს ბედნიერებაა. ამ დროს თვალებიც უნდა გიციმციმებდეს და გონებაც. ჭორიკანა ადამიანებმა კი ილაპარაკონ, ამით ჩემს ცხოვრებას მაინც ვერ მიაყენებენ ზიანს. 

 

 

скачать dle 11.3