კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკა და ჩინეთი ანტიკრიზისულ გარდაქმნას აბრკოლებენ


ოცი წამყვანი ქვეყნის ძალისხმევა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი მსოფლიო ეკონომიკის ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯებსა და ჩინეთის დანაზოგებზე დამოკიდებულების შემცირებაა, შესაძლოა, უშედეგო აღმოჩნდეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო უფლებამოსილებები არ გააჩნია, – აცხადებენ ცნობილი ეკონომისტები კენეტ როგოფი, რაგურან რაჯანი და საიმონ ჯონსი, რომლებიც 2001-2008 წლებში სავალუტო ფონდის კვლევით დეპარტამენტს ედგნენ სათავეში. როგორც სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ „დიდი ოცეულის“ წარმომადგენლები, დაპირებების მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევების უგულებელყოფას განაგრძნობენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში ყველაზე დიდი ბრალი ამერიკასა და ჩინეთს მიუძღვით, პირველის სავაჭრო დეფიციტისა და მეორის დადებითი სალდოს წყალობით. ეკონომისტების აზრით, ვაშინგტონს დაგროვილი მარაგების მნიშვნელოვნად გაზრდა სჭირდება, პეკინს კი – დანახარჯების გაზრდა. „ვიდრე ჩინეთი მზად არის, შეერთებულ შტატებს დიდი თანხები დაბალი პროცენტით ასესხოს, ამერიკისგან ხარჯების შემცირებას არ უნდა ელოდნენ“, – აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი კენეტ როგოფი. თუმცა, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროსკანი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ ამერიკელმა მომხმარებლებმა უკვე შეამცირეს საკუთარი დანახარჯები, ჩინეთმა კი თავისი ეროვნული ვალუტის – იუანის კურსის განმტკიცების კურსი აიღო.




скачать dle 11.3