კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოწყობილობას უწოდებდნენ ბილ გეითსის მშობლები „ჯოჯოხეთის მანქანას” და რომელი კომპიუტერული ტექნიკით თამაშს უკრძალავს ის თავის შვილებს

 

უილიამ ჰენრი გეითს მესამე, ან უბრალოდ, ბილ გეითსი, როგორც მას ყველა იცნობს, ამერიკელი მილიარდერი და საზოგადო მოღვაწეა, ადამიანი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპიუტერული კომპანია „მაიკროსოფტი”. ის ასევე, არის ქველმოქმედი, რომელიც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს, მეუღლე, მელინდა გეითსთან ერთად დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით. მის შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი, ის არის პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგის მუდმივი წევრი. თუმცა, დროთა განმავლობაში რამდენიმე მანამდე უცნობი ფაქტებიც გავრცელდა, რომელთაც „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.

* ბილ გეითსის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი მისი ნებართვით, ან – უნებართვოდ. amazon.com-ზე სიტყვა Gates-ის ჩაწერის შემთხვევაში, საძიებო სისტემა 137,632 დასახელების წიგნს ამოაგდებს, სადაც „მაიკროსოფტის” თანადამფუძნებელზეა საუბარი.

* 13 წლის ასაკში ბილ გეითსმა, თანაკლასელებთან ერთად, გატეხა სასკოლო კომპიუტერი და საიდუმლო ინფორმაციას გაეცნო. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ სკოლის ადმინისტრაციას ახალგაზრდა ჰაკერი სამართალდამცველებისთვის გადაეცა, მათ ის სამსახურში აიყვანეს და თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფის განახლება დაავალეს.

* ბილ გეითსის მშობლები შეშინებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ შვილი დაინტერესებული იყო „ჯოჯოხეთის მანქანის” მუშაობით. ასე უწოდებდნენ ისინი კომპიუტერს და ერთი წლით აუკრძალეს მასთან შეხება. ამ ხნის განმავლობაში გეითსი ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს კითხულობდა ნაპოლეონიდან რუზველტამდე. მას ისტორიული პიროვნებების აზროვნების უნარი აინტერესებდა.

* ბილ გეითსი ოფიციალურად არის დასახელებული ყველაზე წარმატებულ ადამიანად მათ შორის, ვისაც კი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლა მიუტოვებია. სხვათა შორის, წლების შემდეგ, გეითსმა დაასრულა სწავლა ჰარვარდში და საპატიო დიპლომიც მიიღო.

* ბილ გეითსის მიერ პირველად დაარსებული კომპანიის სახელი იყო Traf-o-Data.

* თავდაპირველად, გეითსის მიერ დაარსებული კომპანიის სახელწოდება ცალ-ცალკე იწერებოდა – „Micro Soft”.

* 17 წლის ასაკში ბილ გეითსმა თავისი პირველი კომპიუტერული პროგრამა სკოლის ადმინისტრაციას 4 200 დოლარად მიჰყიდა.

* ბილ გეითსის დიდი ბაბუა მოსამართლე და მერი იყო, ბაბუა – შტატის სახელმწიფო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მამა – წარმატებული ადვოკატი.

* როდესაც 1968 წელს ლეიკსაიდის პრესტიჟულ კოლეჯში პირველი კომპიუტერები შეიტანეს, ბილ გეითსი დღე და ღამეს კომპიუტერულ დარბაზში ატარებდა და ამის გამო, გაკვეთილებზე მისი დასწრების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა.

* ბავშვობაში ბილ გეითსს ძალიან უყვარდა საქანელაზე ქანაობა. ახლაც კი, როდესაც ის განმარტოებით ფიქრობს რაიმეზე, საქანელაზე ჯდება.

* ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლა გეითსს მალევე მობეზრდა და დროის უმეტეს ნაწილს, პროგრამირებას ან პოკერის თამაშს უთმობდა.

* ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებს ბილ გეითსმა განუცხადა, რომ 30 წლის ასაკში მილიონერი გახდებოდა.

* ბილ გეითსი მილიარდერი 31 წლის ასაკში გახდა.

* ერთ-ერთმა პროფესორმა ბილ გეითსის შესახებ თქვა: „ბილი ბრწყინვალე პროგრამისტია, მაგრამ ამაზრზენი პიროვნება”.

* პირველი პროგრამა გეითსმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დაწერა. ის სასწავლო საათების დაგეგმარებას ეხებოდა. ამ პროგრამის საშუალებით, გეითსი იმ კლასებში ახერხებდა მოხვედრას, სადაც საუკეთესო გოგონები სწავლობდნენ.

* ბილ გეითსი და მელინდა ფრენჩი 1994 წელს ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე დაქორწინდნენ. ეს კუნძული გეითსმა სპეციალურად ამისთვის იქირავა.

* სანამ ინტერნეტი მსოფლიოში პოპულარული  გახდებოდა, ბილ გეითსმა გამოთქვა თავისი ყველაზე მცდარი ვარაუდი – „ინტერნეტი – ეს ხომ უპერსპექტივობაა”. მოგვიანებით, გეითსმა ამ სფეროში წარმატების მისაღწევად თავისი საუკეთესო რესურსები დახარჯა.

* ბილ გეითსმა დაწერა წიგნი – „გზა მომავლისკენ”, სადაც თავის შეხედულებას აფიქსირებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. ეს წიგნი 7 კვირის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ბესთსელერებს შორის პირველ ადგილს იკავებდა.

* ბილ გეითსი ყოველწლიურად ერთ მილიონამდე დოლარს იხდის კომუნალურ გადასახადებში.

* ბილ გეითსი წამში 250 დოლარს გამოიმუშავებს, დღეში დაახლოებით – 20 მილიონს, ხოლო წელიწადში – 7,8 მილიარდ ამერიკულ დოლარს.

* ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და საშინაო ვალი 5,62 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. თუკი ბილ გეითსი ამ ვალის გასტუმრებას დააპირებს, მას ამისთვის ათ წელზე ნაკლები დასჭირდება.

* ბილ გეითსს უყვარს ჩოგბურთის, გოლფის და ბრიჯის თამაში.

* 1977 წელს ბილ გეითსი ნიუ-მექსიკოს შტატის, ქალაქ ალბუკერკეს პოლიციამ დააპატიმრა ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარებისა და წითელ შუქზე გავლის გამო. 

* საერთო ჯამში, ქველმოქმედებაზე ბილ გეითსს თავისი სახსრებიდან 30 მილიარდამდე დოლარი აქვს დახარჯული.

* ბილ გეითსი ცნობილი აგნოსტიკია. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, სწამს თუ არა მას ღმერთის, გეითსმა უპასუხა – მე არ გამაჩნია მისი არსებობის არანაირი ფაქტი.

* ბილ გეითსს თავისი სამივე შვილისთვის აკრძალული აქვს კომპიუტერული თამაშები Microsoft – Xbox 360-ზე.

* ბილ გეითსი ოჯახთან ერთად ჯგუფ „U2”-ს და მისი ლიდერის, ბონოს დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. სიეტლში, გეითსს ჰკითხეს, შეხვდა თუ არა იგი ბონოს კონცერტის შემდეგ კულისებში, რაზეც ბილმა უპასუხა – სინამდვილეში იმ ღამით, ბონო ჩემთან, სახლში გაჩერდაო.

* 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე, მსოფლიოში მხოლოდ 18 სახელმწიფო იყო ბილ გეითსზე მდიდარი.

* სიკვდილამდე სტივ ჯობსი, ბილ გეითსის მიერ გამოგზავნილ გამოსამშვიდობებელ წერილს კითხულობდა. 

* 1994 წელს ბილ გეითსმა 30 მილიონ დოლარად ლეონარდო და ვინჩის ნამუშევართა კრებული „ლესტერის კოდექსი” შეიძინა. 2003 წლიდან ექსპონატი სიეტლის მუზეუმშია გამოფენილი.

* „ფორბსის” ინფორმაციით, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ბილ გეითსი ჯორჯ ბუშის საარჩევნო შტაბს უწევდა ფინანსურ დახმარებას. 

* 2005 წელს ჟურნალმა „თაიმმა” – ბილი და მელინდა გეითსები წლის ადამიანებად დაასახელა.

* ბილ გეითსი ჩართულია „ტვიტერში”, ხოლო „ფეისბუქთან” დაკავშირებით მას გარკვეული პრეტენზიები აქვს – „პრობლემები მაქვს მეგობრების დამატებასთან. მინდა, ზოგიერთი ჩემი ახლობლის დამატება, მაგრამ უამრავი მოთხოვნის გამო, ეს ვერ ხერხდება”, – აცხადებს გეითსი.

 

 

скачать dle 11.3