კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

ფინეთის ახალი პრეზიდენტი

ფინეთს ახალი, რიგით მე-12 პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება, ხმათა 63 პროცენტით, კონსერვატორმა, 63 წლის საული ნიინისტომ მოიპოვა. სხვადასხვა დროს, ნიინისტოს ფინეთის ფინანსთა მინისტრის და იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა. ის ასევე, იყო ფინეთის პარლამენტის სპიკერი. ნიინისტოს ცხოვრებიდან ცნობილია რამდენიმე ფაქტი: 1995 წელს ავტოავარიაში მას მეუღლე დაეღუპა; შვილთან ერთად 2004 წელს იგი სასწაულებრივად გადაურჩა დამანგრეველ ცუნამის ტაილანდში; 2009 წელს ნიინისტო ხელმეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული 29 წლით უმცროსი, კონსერვატიული პარტიის პრეს-სამსახურის თანამშრომელი გახდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პოსტზე ნიინისტომ ტარია ჰალონენი შეცვალა, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეკავა აღნიშნული თანამდებობა. ასევე, საინტერესოა, რომ ნიინისტოს კონკურენტი არჩევნების მეორე ტურში, „მწვანეთა კავშირის” ლიდერი – პეეკუ ჰაავისტო, რომელმაც ხმათა 37 პროცენტი დააგროვა, პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია, რომელსაც ღიად ჰქონდა დაფიქსირებული თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. 

პრინცი უილიამი ფოლკლენდის კუნძულებზე სამხედრო სამსახურს შეუდგა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი უილიამი სამხედრო სამსახურს შეუდგა ფოლკლენდის კუნძულებზე. პრინცი სამძებრო ვერტმფრენის პილოტის ამპლუაში მოიხდის სავალდებულო სამსახურს. პრინცის სამსახური ექვს კვირას გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში ის ვერტმფრენ „სი კინგის” ეკიპაჟის წევრი იქნება. პრინცის გადასროლა ფოლკლენდის კუნძულებზე, არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაპირისპირების 30-ე წლისთავს დაემთხვა. კუნძულების თემა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ორ სახელმწიფოს შორის. აღსანიშნავია, რომ პრინც უილიამს, თავისი ძმისგან – პრინიც ჰარისგან განსხვავებით, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ოპერაციებში, რადგან ტახტის მემკვიდრეა.

ფიდელ კასტროს მემუარები

კუბური რევოლუციის ლიდერმა, კომანდანტე ფიდელ კასტრომ მოგონებების წიგნი გამოაქვეყნა. „დროის პარტიზანი”, ასე ეწოდება წიგნს, სადაც აღწერილია ფიდელის ცხოვრება ბავშვობიდან 1959 წლის რევოლუციამდე. წიგნი ორ ტომად გამოიცა. მისი პრეზენტაციის დროს, კასტრო თავად შეხვდა მკითხველებს და ექვსი საათის განმავლობაში თავის წარსულზე საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის გაზაფხულის შემდეგ, ფიდელ კასტრო პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. კასტრო სახელმწიფო მმართველობას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 2006 წელს ჩამოშორდა და მას შემდეგ კუბის კომპარტიის თავმჯდომარე მისი ძმა, რაულ კასტროა.

ფქვილში „გახვეული” პრეზიდენტობის კანდიდატი

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ფრანსუა ოლანდს ერთ-ერთმა ქალბატონმა ფქვილი შეაყარა. ინციდენტი პარიზში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მოხდა. ორლანდს 45 წლის ქალბატონი მიუახლოვდა, ჩანთიდან მუჭით ფქვილი ამოიღო და შეაყარა. ოლანდის დაცვამ მალევე გაანეიტრალა ქალბატონი, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ასეთი გზით იძია შური მან ოლანდზე, წარსულში შეუსრულებელი დაპირებების გამო, რაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ახალი კანონმდებლობის მიღებას ეხებოდა. სოციალისტური პარტიის ექსპირველი მდივანი, ფრანსუა ოლანდი ნიკოლა სარკოზის ყველაზე „სახიფათო” მეტოქედ სახელდება მოახლოებულ არჩევნებზე. 

ობამას ბებია ავარიაში მოყვა

ბარაკ ობამას ბებია, ბაბუამისის მეორე ცოლი, 91 წლის სარა ობამა, რომელიც კენიის სოფელ კოგელოში ცხოვრობს ავტოავარიაში მოყვა. მძღოლთან ერთად პრეზიდენტის ბებია ქალაქ კისუმუდან მშობლიურ სოფელში მიემართებოდა. მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა და ავტომობილი გზიდან გადავარდა. მანქანაში ბებიასთან ერთად, კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არც ერთს დაზიანება არ მიუღია. სარა ობამა ბარაკ ობამას სისხლით ნათესავი არ არის. თუმცა, თავის წიგნში „ოცნებები მამაჩემზე” ობამას ის როგორც საყვარელი ბებია ისე ჰყავს ნახსენები. თავად პრეზიდენტი სამჯერ არის ნამყოფი სოფელ კოგელოში, სადაც ბებიის გარდა, მისი ნათესავები ცხოვრობენ მამის მხრიდან.

 

 

скачать dle 11.3