კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უდედო და მამით ობოლი

გამომცხობ-ამფუებლები

 

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ისეთი ჩემპიონი ორგანოა (ბუნებრივია, საკანონმდებლოებს შორის), რომ კანონს კანონზეც აცხობს და ცვლილება ცვლილებაზეც შეაქვს უკვე გამომცხვარ (ზოგჯერ გამოსაცხობ კანონებშიც). ერთ-ერთი ასეთი სულ ახლახან მომზადდა ასაფუებლად: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის. კერძოდ, თუკი აქამომდე მოსამართლეს კანონის უხეშ დარღვევად საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა ეთვლებოდა, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა ან შეეძლო მიეყენებინა პროცესის მონაწილის, მესამე პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ან საჯარო ინტერესებისთვის. ამიერიდან, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ეს რეგულაცია კანონიდან ამოდის და უქმდება. 

ერთი სიტყვით, მოსამართლეს კანონის, მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად აღარ ჩაეთვლება. მეტიც (თუმცა, რაღა მეტიც, ნაკლებიც), დისციპლინურ გადაცდომად აღარც შრომის დისციპლინის დარღვევა მიეთვლება. თუმცა დისციპლინურ გადაცდომად რჩება: კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება.

კანონპროექტის ინიციატორები, ჩვეულებისამებრ, არიან ხალხის რჩეულები: პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რას უშავებდათ ეს ჩანაწერი (დისციპლინურ გადაცდომად კონსტიტუციის დარღვევა მაინც დაეტოვებინათ), მაგრამ, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ჩვენს კონსტიტუციას დედა აღარ ჰყავს, არადა, მამით დაბადებიდან ობოლი გვყავს.

 

скачать dle 11.3