კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შევსება

მხარშემშველებლები

 

მართალია, „ძლიერი საქართველო“ ჰქვია, თუმცა, თუ ამ სახელწოდების ფრაქციაში შემავალი დეპუტატების ოდენობით ვიმსჯელებთ, ვერც მთლად ძლიერის შთაბეჭდილებას ტოვებს და, მაინცდამაინც, ვერც სრულიად საქართველოსი (ოღონდ, ისიცაა, რომ სრულიად საქართველოს შთაბეჭდილებას ამ ეტაპზე თვით სრულიად საქართველოც ვერ ტოვებს, იმიტომ რომ, მიჭრილ-მოჭრილია).

უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ამ მქუხარე სახელწოდების ფრაქცია, თურმე, შესაძლოა, საერთოდაც დაიშალოს (ფრაქციის თავჯდომარე ბ-ნი თორთლაძეა). დაიშალოს, რადგან, მისი აწ უკვე ყოფილი წევრი, ხალხის რჩეული რომან მარსაგიშვილი, ახლა უკვე „ქართულ ოცნებას“ თანაუგრძნობს. ბ-ნი მარსაგიშვილი უფრო შორსაც მიდის და „ძლიერ საქართველოს“, ერთი მხრივ, „უმრავლესობის დანამატი“ უწოდა, ხოლო, მეორე მხრივ, ფრაქციაში „ერთობა სამართლიანობისთვის“ გაწევრიანების გადაწყვეტილებაც მიიღო. ბუნებრივია, პოლიტპლატფორმა ხალხის რჩეულის ასარჩევია (ვითომ, არც პოლიტიკურ გემოვნებაზე დავობენ?!), თუმცა, როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში კვლავაც აქტუალურია კითხვა „დიდი მწვანე ველიდან“: განა მაშინაც მენახირე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „უმრავლესობის დანამატი“) არ იყო, ცოლად რომ მიჰყვებოდიო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ძლიერ საქართველოში“ რომ წევრიანდებოდიო)?

ასეა თუ ისე, რადგან კეთილი ადამიანები არა მხოლოდ სამყაროში, თვით საქართველოს პარლამენტშიც კი მოიძებნებიან, გაირკვა, რომ „ძლიერ საქართველოს“ ქრისტიან-დემოკრატები შეეხიდებიან: კერძოდ, თამაზ კვაჭანტირაძესა და რატი მაისურაძეს გაიღებენ შეთხელებული „ძლიერი საქართველოს“ შესავსებად (თუ გავიხსენებთ, რომ პარლამენტში ღვწის რამდენიმეწლიან პერიოდში ბ-ნ კვაჭანტირაძისგან ასო-ბგერაც არ გაგვიგონია, ისიც საქმეა, თუ მთლად სიტყვას არა, ბ-ნ თორთლაძეს მხარს მაინც შეაშველებს).

ზემოთქმული კი ბადებს ეჭვს, რომ, „მენახირის“ მოტივების პარალელურად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის არც ხალხური მოტივებია უცხო: ძმაო (სახელდობრ, ამ შემთხვევაში, კონსტრუქციულო საპარლამენტო ოპოზიციავ) ძმითა (ასევე, საპარლამენტო და არანაკლებ კონსრუქციული ოპოზიციით) ხარ ძლიერი!

 

скачать dle 11.3