კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაუაზიეს კანონი

„ტირის აჩეხილ ვენახივით „ქართლის ცხოვრება“

 

შესაძლოა, იმიტომ, რომ ყველაფერი უცხო სა-უცხო-ოა, ან, სულაც, წამბაძველობის გამო, ისე მოხდა, რომ ქართველმა მეღვინეებმა მსოფლიო ღვინის ბაზრის დაპყრობა მაინცდამაინც ევროპული წესით დაყენებული ქართული ღვინით სცადეს (ამ ცოდვილ დედამიწაზე კი ღვინის დაყენების სულ რაღაც სამად-სამი წესია: ევროპული, რაჭული და კახური). ხოლო, რაკი მცდელობა გაუცუდდათ (ან კი როგორ არ გაუცუდდებოდათ, როდესაც ღვინის ბაზარი უკვე მიჩვეულია ევროპულად დაყენებულ ღვინოსაც და დამყენებელ ბრენდებსაც), ხელი ისევ მამაპაპურს მიჰყვეს (ჯერ ერთი, დანარჩენებისთვისაა უცხო და, რაც მთავარია, ეგზოტიკური).

ამ თუ სხვა მიზეზით, გასულ კვირას პრეზიდენტმა ქვევრს „ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“ მიანიჭა (ქართული ღვინის სავიზიტო ბარათი სწორედ ქვევრია). ამ მიზნით სპეციალური ბრძანებულებაც გამოსცა, სხვათა შორის, მეტად გრძელი და ტევადი სახელწოდებით: „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“. თავად ბრძანებულებაში კი ვკითხულობთ, რომ „ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვროს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს – ქვევრს“.

ჩვენ, ბუნებრივია, არ ვუწყით, რას შეჰმატებს ქვევრს სტატუსის ამაღლება (ან კი მეტად რაღა უნდა შეგმატოს, როდესაც ერთადერთი ხარ მთელ დედამიწაზე?!), თუმცა, არც ჩვენ გვაწყენდა რამე ბრძანებულებით სტატუსის ამაღლება, ბოლოს და ბოლოს, როგორც ირკვევა, იმდენად უნიკალურები ვართ, რომ არც სიცხეში ვიწვით (მაშინ, როდესაც დასავლელები, როგორც კი თერმომეტრი 40 გრადუსს ასცდება, პანტაპუნტით იხოცებიან), არც სიცივეში ვიყინებით (მაშინ, როდესაც დასავლელებს სიცივეშიც ის ემართებათ, რაც სიცხეში) და კოჭებშივე გვეტყობა, რომ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, მალე არც წყალში ჩავიძირებით! 

 

скачать dle 11.3