კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთი ჯიშისანი

ანუ სამუდამოდ გაუჩინარებულები

 

მართალია, ჩვენთვის სეპარატისტი სეპარატისტია, მიუხედავად სქესისა თუ პოლიტპლატფორმისა (ანუ, რა – ალა ჯიოევა, რა – ედუარდ კოკოევი), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ცხინვალის სეპარატისტული სცენიდან ედუარდ-ჯაყო, სავარაუდოდ, სამუდამოდ გაუჩინარდა. მეორე მხრივ, იმავე ბედს უწინასწარმეტყველებენ მის ყოფილ სიყვარულს (თუმცა, ახლა დანასისხლად გადაკიდებულ) – ალა ჯიოევას, რომლის ინაუგურაციაც გასული კვირის მიწურულს უნდა გამართულიყო. მაგრამ, რაკი ერთი სეპარატისტი ბჭობდა, მეორე იცინოდაო, ამ ღირსშესანიშნავი თარიღის წინა ღამით  ალა ჯიოევას შტაბს თავს დაესხნენ. მიარბ-მოარბიეს და, გავრცელებული ინფორმაციით, თავად ალა ჯიოევა (იმ მარტივით მიზეზით, რომ ერთ-ერთ სპეცრაზმელს მისთვის ბლაგვი საგანი ჩაურტყამს) საავადმყოფოში მოათავსეს. ზოგი ამბობს, კომაშიაო, დანარჩენები კი ამტკიცებენ, რომ ჯიოევას თავადაც აძლევს ხელს ვითარების დამძიმება და არც ისე შეუძლოდაა, როგორც ამას აბრალებენ.

რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ალა ჯიოევა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტობას გადაიფიქრებს“, ქართველი ექსპერტების ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ჯიოევამ ინაუგურაციის სურვილიც გაითამაშა და შემდგომი მოვლენებიც, რათა პოლიტიკას გმირის სახელით ჩამოშორდეს.

თუმცა, რაკი სეპარატისტი მაინც სეპარატისტია (მეტიც, რადგან პროქართული ორიენტაციის აწ უკვე კენჭიც აღარ გდია ლიახვის ხეობებში), საქმეს უჩვენოდაც მოაგვარებენ (მით უფრო, რომ ბევრი ვერც ჩვენი არასეპარატისტი პოლიტიკოსებისა გაგვირკვევია), მაგრამ, მიუხედავად ჩვენი დაშორიშორებისა, ზოგიერთი მოვლენა მეტყველებს, რომ მაინც ერთი ჯიშისანი ვართ. ვართ, რადგან, როგორც იქით, ისე აქეთ კავკასიაში გაზრდილ-დაბადებული მამაკაცები, განსაკუთრებით, თუ სპეცრაზმელის ფორმა ფარავთ, ქალებს კვლავაც შესაშური ენთუზიაზმითა და ჟინით ურახუნებენ.

 

скачать dle 11.3