კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაიბლოკა რამაზო ქართულ არხებზე და რა რევოლუციას მოახდენს ის ქართულ მოდაში

ბევრი წლის წინ, ალაგ-ალაგ განათებულ თბილისში გამოჩნდა ფერად, მყვირალა სამოსში გამოწყობილი ბიჭი, მოხევური გვარით. რამაზ შამანაურის „ალაშა” რევოლუციის ტოლფასი იყო მაშინდელ ტელევიზიაში. დღეს ის უკვე დიზაინერულ ხაზს – „რამაზო რომას” ხელმძღვანელობს, წარმატებით მოღვაწეობს ბაქოსა და სტამბულში, მასთან ჩაცმასა და მისი სტილის გაზიარებას კი ძალიან ცნობილი ვარსკვლავები ცდილობენ. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, რამაზო „თბილისის მოდის კვირეულზე“ ახალი კოლექციით გამოჩნდა და ერთ დღეში აალაპარაკა ყველა. ამჟამად ახალ კოლექციაზე იგი ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობს. კოლექციის პირველ შტრიხებს კი, უკვე მოჰყვა საკმაოდ ინტიმური ფოტოსესია.

 

რამაზო: უკვე  თორმეტი წელია, საქართველოში არაფერი გამიკეთებია, ძირითადად, სტამბულსა და ბაქოში ვმოღვაწეობ. ბაქოში ვაცმევ აზერბაიჯანის სუპერვარსკვლავს, აიგუნ კეზიმოვას. ასევე, ძალიან ბევრ ცნობილ ვარსკვლავს თურქეთში, მათ შორის, ტარკანსაც. წელს „თბილისის მოდის კვირეულზე“ დამპატიჟეს, სიამოვნებით ჩამოვედი და ჩემმა ჩვენებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. თბილისის კვირეული და აქ წარმოდგენილი ჩემი კოლექცია ისე კარგად გაშუქდა სტამბულსა და ბაქოში, რომ ამ კაბების იქ ჩვენება, უკვე სირცხვილი იქნებოდა. ამიტომ, გამიჩნდა იდეა, რომ რაღაც გამეკეთებინა ჩემს აქაურ მეგობრებთან ერთად. უნიჭიერესი დიზაინერი და ჩემი მეგობარია თიკო ნებიერიძე, რომელთანაც ათი წელია ვთანამშრომლობ. მაგალითად, აიგუნ კეზიმოვას რაღაც სასწაული ბოტფორდები და აქსესუარი თუ დასჭირდა, ვურეკავ თიკოს და აკეთებს. ამჯერად, საერთო პროექტს გავაკეთებთ. აქ რომ ჩამოვედი, რაღაც უცნაური სიტუაცია დამხვდა – სულ კონფლიქტები და განხეთქილებებია დიზაინერებს შორის, რაც ძალიან არ მომეწონა.

– ამას უკვე მიხვდი?

– კი, კი. საშინელება ხდება. ამიტომაც, გადავწყვიტე, მე, თიკოსა და ირაკლი რუსაძეს საერთო პროექტი გაგვეკეთებინა. ეს არის „ბიჩვეარ” – საზაფხულო, საპლაჟო სამოსი, პარეოები. პარეოები იქნება თხელი, მდიდრული, ტიულისა და შიფონისგან შეკერილი და, პლუს, სქელი, ტყავის, ძალიან უხეში აქსესუარები. სასწაული იქნება და ამ კოლექციას სტამბულში ვაჩვენებთ. ჩვენება იქნება სტამბულის ყველაზე ცნობილ და მდიდრულ კლუბ „ბილიონერში”. უმაღლესი დონეა, სულ  სან-ტროპესა და ეგეთ ადგილებშია ეს კლუბი. „ბილიონერში” მოვაწყობთ გრანდიოზულ შოუს. მერე კოლექციას წავიღებთ აზერბაიჯანში და ფინალი საქართველოში იქნება. 

– ფოტოსესია ამ კოლექციასთან დაკავშირებით იყო?

– დიახ. რაც გავაკეთეთ, გვინდოდა იმისთვის ერთგვარი ხელმოწერა გაგვეკეთებინა. „ნატალის” მოდელები და კრისტი იღებდნენ მონაწილეობას, ფოტოები შოთიკო ბოჭორიშვილმა გადაიღო. თქვენი ჟურნალის შემდეგ ეს ფოტოები სტამბულის ლაით-ბოქსებზე გამოჩნდება, სრული ექსკლუზივი გაქვთ (იცინის). უცნაური და ცოტა სკანდალური ფოტოები გამოვიდა, ბიჭები ელასტიკებში, „აშეინიკებით”. თავიდან, მოდელი ბიჭები რომ მოვიდნენ ქასთინგზე, ვუთხარი, ტანი მანახვეთ-მეთქი და თავი გაიგიჟეს, მუცელი არ დამანახვეს. მაგრამ, არ აღმოჩნდა მათი გახსნა ძალიან რთული – ორ საათში უკვე ნახევრად შიშვლები, „აშეინიკით” მეჭირა ფოტოსთვის. 

– ნელ-ნელა ბიჭები უკვე ქუსლებზეც დგებიან.

– საქართველოში ჯერ ვერ ბედავენ, ამიტომაც, ჩვენ მხოლოდ ელასტიკებით შემოვიფარგლეთ (იცინის). 

– როგორია „რამაზო რომას” სტილი?

– სუპერვარსკვლავებს ვაცმევ, ამიტომაცაა ჩემი სტილი ვარსკვლავური, ბრჭყვიალა, ძალიან ძვირფასი.... „პაფასნი, მილიარდერშა” – ასეთია ჩემი ქალი. 

– მახსოვს, წლების წინ მყვირალა ფერებში გამოწყობილი რომ მღეროდი „ალაშას”. მაშინ ეს სრული შოკი იყო ქართული საზოგადოებისთვის.

– ამდენი წელი გავიდა და საიდან გახსოვს?!  რამაზ შამანაური ეწერება და იწყება კლიპი „ალაშა”, სადაც ბევრი ტიტველი გოგო და ბიჭი წევს. რევოლუცია მოხდა. ყველა არხმა დაგვბლოკა. „რუსთავი 2” ახალი გახსნილი იყო, ფიარი სჭირდებოდათ და ისინი უშვებდნენ ღამის საათებში, ჩუმად (იცინის). მათ რომ აჩვენეს, მერე სხვა არხებიც მიჰყვნენ. ყოველთვის სკანდალური ფიგურა ვიყავი, არ ვარ სტანდარტული და არაფერი სტანდარტული არ მიყვარს, ყოველთვის ახალს ვაკეთებ. არ ვარ „პრეტ-ა-პორტე“, ვერაფრით, ვერასდროს ვიქნები „პრეტ-ა-პორტე“. ყოველთვის „ოტ-კუტიურიზე“ ვმუშაობდი – ერთ კაბას ვუკეთებ ვიღაცას და, მორჩა, ის არ მეორდება. ახლა თიკო მეჩხუბება, ცოტა ბიზნესის კუთხითაც შეხედე ამ ყველაფერსო. 

– თბილისიდან წასვლის შემდეგ როგორ განვითარდა შენი კარიერა?

– გადასარევად. ჩავედი ბაქოში და ეგრევე მოვხვდი აიგუნ კეზიმოვასთან. ქორეოგრაფი ვარ და მასთან როგორც ქორეოგრაფი, ისე ვმუშაობდი. მერე ეს ურთიერთობა გადაიზარდა სტილისტობაში და შემდეგ უკვე – დიზაინერობაში. „სთაილინგზე“ ახლაც ვმუშაობ – ვარსკვლავებს სტილს ვუქმნი. ახლა კი დავიწყეთ ეს „ბიჩვეარ” ხაზი, რომელიც ყველგან გაიყიდება. სტამბულში, ბაქოსა და თბილისში ხალხი სულ სხვადასხვანაირად იცვამს, ამიტომ, ჩვენ ისეთ „მიდლ” მოდელებს ვაკეთებთ, რასაც ყველა ქვეყანაში ჩაიცვამენ. ეს არის პლაჟზე ჩასაცმელი „შიკარნი” სამოსი. 

– როგორია შენი ცხოვრების სტილი, მუშაობის გარდა რას აკეთებ?

– მთელი ცხოვრება ვერთობი, მუშაობისა და დასვენების დროსაც კი (იცინის). რაც თავში მომდის, იმას ვაკეთებ, საკუთარ თავს არაფერში ვზღუდავ და, ამიტომაც, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. 

 

 

скачать dle 11.3